საზოგადოებრივი
104.5 FM

გლობალური კიბერშეტევა და ახალი ვირუსის საფრთხე

ალექსანდრე იაკობიძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-05-19 20:44:00

ახალი სამუშაო კვირის დასაწყისში სამსახურში დაბრუნებულ ადამიანებს, კიბერშეტევისგან დაუცველი კომპიუტერების ხმარება 150-ზე მეტ ქვეყანაში მოუხდათ. ევროპის პოლიციის სააგენტოს მონაცემებით, ფულის გამოძალვის კომპიუტერული ვირუსი, რომელიც ე.წ. რანსომვეარის ტიპისაა და „უანაქრაის“ სახელითაა ცნობილი, უკვე 100 ათას ორგანიზაციაზე მეტში დაფიქსირდა. ის კომპიუტერში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებს ბლოკავს მანამდე, სანამ მომხმარებელი მათი გამოთავისუფლებისთვის საფასურს არ გადაიხდის.


„მე ის მაღელვებს, რომ რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება“ - განუცხადა ბრიტანეთის "აი-ტი-ვი" ტელევიზიას ევროპის პოლიციის დირექტორმა რობ უაინრაითმა. კოპმპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტები ამშვიდებენ მოსახლეობას და ეუბნებიან, რომ პერსონალური კომპიუტერების ის მომხმარებლები, რომლებიც რეგულარულად უკეთებდნენ თავიანთ სისტემას განახლებას, დაცულები არიან, ხოლო სახელმწიფო დაწესებულებებს და კომპანიებს მკაცრი მითითება მიეცათ, რომ რომ მათი ორგანიზაციების კომპიუტერული სისტემების განახლება უზრუნველეყოთ.


ევროპოლი მათ, ვისი ქსელიც უკვე წარმატებით დაბლოკა ვირუსმა, ურჩევს, არ გადაიხადონ ბლოკის მოხსნის თანხა, რომელიც 300 დოლარის ეკვივალენტ ვირტუალურ ვალუტას, ე.წ. ბიტკოინს შეადგენს. რანსომვეარის ავტორების მიერ მსხვერპლისთვის წაყენებული ულტიმატუმი ამბობს, რომ თუ ისინი სამი დღის განმავლობაში თანხას არ გადაიხდიან, გადასახადი გაორმაგდება, ხოლო შვიდდღიანი გადაუხდელობის შემთხვევაში კი მათ მიერ დაბლოკილი და კონტროლირებადი ყველა ფაილი წაიშლება. "ავასტი" - საერთაშორისო პროგრამული უსაფრთხოების კომპანია, რომლის ანტივირუსულ პროგრამას მსოფლიო მასშტაბით 400 მილიონამდე მომხმარებელი ჰყავს, აცხადებს, რომ „უანაქრაის“ რანსომვეარის 57 ათასზე მეტი შეტევა დაფიქსირდა.




ნაპოვნია ფუნქცია „სასიკვდილო გადამრთველი“

კომპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტები ამბობენ, რომ მიმდინარე კომპიუტერულ შეტევას შეიძლებოდა უფრო სავალალო შედეგები მოჰყოლოდა, რომ არა ახალგაზრდა ბრიტანელი სპეციალისტი, რომელმაც თავად ამ ვირუსის დაუცველობა აღმოაჩინა და დაარქვა „უანაკრიპტორ 2.0“. სპეციალისტმა, რომელმაც საკუთარი თავის იდეტიფიცირება სახელით Malwaretech ისურვა, რანსომვეარის სტრუქტურის შესწავლისას, მასში არსებული ე.წ. სასიკვდილო გადამრთველი აღმოაჩინა.

აღნიშნული ფუნქცია ვირუსის შეჩერებას ახერხებს. ის ინფიცირებულ სისტემაში აღწევს და ქსელებს ათავისუფლებს. ბრიტანელმა სპეციალისტმა აღმოაჩინა, რომ ვირუსის საიდუმლო ვებ-მისამართი ინტერნეტის საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ არავის სახელზე არ იყო რეგისტრირებული და მაშინვე დაარეგისტრირა ის თავის სახელზე. ამაში მან მხოლოდ $ 11 გადაიხადა და მოიპოვა სრული კონტროლი ვებ-მისამართზე, რითაც საგრძნობლად შეასუსტა ვირუსის სიმძლავრე ბრიტანეთში.

ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ კრიმინალებმა, ვინც ვირუსი აამოქმედა, შეიძლება ვირუსის ახალ ვერსიებზე მუშაობენ, რომელსაც ერთგვარი იმუნიტეტი ექნება და „უანაკრიპტორ 2.0“ -ს გაანეიტრალებს. სამწუხაროდ, ამ ვირუსის ახალი ვერსიის კვალი ინტერნეტში უკვე დაფიქსირებულია.

გაკვეთილი ყველასთვის: განაახლეთ სისტემა



კომპანია „მაიკროსოფტმა“ პროგრამული განახლების სისტემა, რომელიც მსგავსი ვირუსებისგან ავტომატურ თავდაცვას წარმოადგენს, „ვინდოუსის“ კომპიუტერებზე ორი თვის წინ გამოუშვა. მაგრამ, განახლებული ვერსია მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა კომპიუტერზე არ გამოუყენებიათ. ამას გარდა, განვითარებად ქვეყნებში მომხმარებელთა უმეტესი ნაწილი გაცილებით დაბალ ფასიან, ან სრულიად უფასო, არალეგალურ პროგრამებს ხმარობს. სწორედ ეს კომპიუტერები გახდა ჰაკერების სამიზნე.

ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ფულის გამომძალველი ვირუსის არსებობის შესახებ განგაში ატეხა. მთავრობამ ზარალის განსაზღვრის და აღმოფხვრის მიზნით საგანგებო შეხვედრა მოაწყო, რომელსაც „კობრა“ დაარქვა. დღის ბოლოს, ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა ამბერ რუდმა განაცხადა, რომ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მუშაობას ნორმალურ რეჟიმში აგრძელებს და რომ სისტემის 97% პროცენტი აღდგენილია.

ესპანური ფირმა „ტელეფონიკა“, ფრანგული ავტომწარმოებელი „რენო“, იაპონური „ჰიტაჩი“, ამერიკული „ფედექსი“ და გერმანული რკინიგზა იმ ცნობილ ორგანიზაციებს შორისაა, ვინც ვირუსით დაზარალდა. ამ ეტაპზე არცერთი ფირმა ჰაკერებისთვის ფულის გადახდის ფაქტს არ ადასტურებს და არც იმას ამბობს, რომ მომავალში ამ ნაბიჯის გადადგმას აპირებს.

ამერიკის ხმა


მსგავსი რეპორტაჟები
რუსული საფრთხე ევროპულ არჩევნებზე
რუსული საფრთხე ევროპულ არჩევნებზე
წაკითხვა
სუფთა ჰაერი, როგორც ადამიანის უფლება - რუბრიკა
სუფთა ჰაერი, როგორც ადამიანის უფლება - რუბრიკა
დედამიწაზე 300 მილიონი ბავშვი “ექსტრემალური” რაოდენობით მომწამლავ ნივთიერებებს შეისუნთქავს, რომელიც საერთაშორისო ნორმებს 6-ჯერ აღემატება. სულ, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 92 პროცენტი სუნთქავს ჰაერს, რო
წაკითხვა
დღე ფეხბურთით და მის გარეშე
დღე ფეხბურთით და მის გარეშე
   დღეს სწორედ ის დღეა როდესაც, მალე დაღამება მიხარია სხვა დღეებისგან განსხვავებით, დღეს ფეხბურთია - პრემიერლიგაა. ვიღაცისთვის შეიძლება ეს სიტყვები, უბრალოდ შავად დაწერილი სიტყვებია, მაგრამ ჩემთვის უკ
წაკითხვა
„პოლიტიკური წითელი ჯვარი
„პოლიტიკური წითელი ჯვარი" - კიდევ ერთი გადარჩენილი ისტორია
წაკითხვა
თემის თვითორგანიზების გამოცდილება გასაბჭოებამდე
თემის თვითორგანიზების გამოცდილება გასაბჭოებამდე
თვითმმართველობის რა გამოცდილება არს
წაკითხვა
На сегодняшний день в Абхазии существует более ста благотворительных организаций
На сегодняшний день в Абхазии существует более ста благотворительных организаций
На сегодняшний день в Абхазии существует более ста благотворительных организаций
წაკითხვა
Абхазы запретили грузинам приобретать жилье в Абхазии
Абхазы запретили грузинам приобретать жилье в Абхазии
Абхазы запретили грузинам приобретать жилье в Абхазии
წაკითხვა
„ეკა ხოფერიაზე განხორციეებული თავდასხმების ციკლი, რაც მეუფე პეტრეს ინტერვიუს მოჰყვა არის ამაზრზენი“
„ეკა ხოფერიაზე განხორციეებული თავდასხმების ციკლი, რაც მეუფე პეტრეს ინტერვიუს მოჰყვა არის ამაზრზენი“
ახალგაზრდა აქტივისტი, გიორგი ბაბუხა
წაკითხვა
8693