საზოგადოებრივი
104.5 FM

ამ ყველაფრის ფონზე ვიცავთ ოჯახის სიწმინდეს?

ლუკა ბრეგაძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-05-19 02:21:00

ახალგაზრდა აქტივისტი გიორგი ბაბუხადია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:

„დიდი ზარზეიმით ავღნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს, ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოდის, თითქოს ყველაფერი იდეალურადაა... თითქოს მართლაც საზეიმოდ გვაქვს საქმე... არადა წელიწადში მხოლოდ 17 მაისს ახსენდება ძალიან ბევრს ოჯახი.. არადა რეალობა არის შემდეგი: გაზრდილი ფემიციდის შემთხვევები წლიდან წლამდე, ყოველწლიურად ათასობით ოჯახური ძალადობის გამოვლენილი ფაქტები, ასობით და ათასობით გამოწერილი შემაკავებელი ორდენები პოლიციის მიერ, უამრავი ნაადრევი ქორწინების გამოვლენილი შემთხვევები და იძულებით გათხოვილი 13-14 წლის გოგონები, ოჯახებში ლამის მონად გადაქცეული უამრავი ქალი, და ა.შ. ამის გაგრძელება ძალიან სიღრმისეულადაა შესაძლებელი, ეს ყოველდღიური ქართული რეალობაა („გარდა 17 მაისისა“) რომელსაც სათანადო ყურადღებას არავინ უთმობს.. რამდენი ახალგაზრდა გოგო მოკლა მისმა ყოფილმა და წაართვა მას ბედნიერება.. მომავალი.. სიცოცხლე.. რამდენი ქალი მოკლა ქმარმა და უდედოდ დატოვა მცირეწლოვანი ბავშვები, რამდენი ქალი ცხოვრობს ყოველდღიურად შიშსა და ტერორში, წართმეული აქვს თავისუფლება.. რამდენი დედაა დაშორებული წლობით შვილებს და გადახვეწილია საზღვარგარეთ, რომ ლუკმა პურის ფული იშოვნოს, რამდენი ბავში იზრდება უდედოს, რამდენმა ქალმა თქვა ოცნებებზე უარი გათხოვების შემდეგ.. რამდენი... რამდენი... რამდენი... ეს სია ძალიან გრძელია და ეს არავის აინტერესებს, ამაზე არავინ იღებს ხმას, ყოველივე ამის ფონზე კი გაგვაჩნია კი ოჯახური სიწმინდე? ამ ყველაფრის ფონზე ვიცავთ ოჯახის სიმტკიცეს? არა, არ ვიცავთ, ამის ღრმა იმიტაციას ვქმნით.. 13 წლის ბავშვს, რომელიც იძულებით გაათხოვეს ექნება კი „წმინდა“ ოჯახი?! ყველამ თქვენ გულებში ჩაიხედეთ, ეს ყველაფერი კარგად გაიაზრეთ და მერე იზეიმეთ გულწრფელად ოახის სიწმინდის დღე!“ - წერს სოციალურ ქსელში გიორგი ბაბუხადია.

მსგავსი რეპორტაჟები
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
საზოგადოებრივი ტრანსპორტი
დაიბეჭდა ინფორმაცია რომ ძვირდება ტრანსპორტი 1 აპრილიდან ყვითელ სამარშრუტოებზე, რადგან მძღოლებს მერიამ გაუძვირა ყოველდღიური გადასახადი 7-დან 20 ლარამდე დღეში. კიდევ ეს უნდა ამ საცოდავ ხალხს? ბენზინდი გ
წაკითხვა
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი თბილისის მერად ელენე ხოშტარიას ისურვებდა
გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი თბილისის მერად ელენე ხოშტარიას ისურვებდა
საინფორმაციო სააგენტო „მეტრონომის“ მიერ წარმოებულ გამოკითხვაში, სადაც მონაწილეობა უკვე 12 793 ადამიანმა მიიღო პირველ ადგილს ელენე ხოშტარია იკავებს. კითხვაზე
წაკითხვა
ბათუმში 16 წლის გოგონა კობალაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა
ბათუმში 16 წლის გოგონა კობალაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსიდან გადმოვარდნის შედეგად დაიღუპა
წაკითხვა
იუმორი რუსული პროპაგანდის საპირწონედ
იუმორი რუსული პროპაგანდის საპირწონედ
წაკითხვა
ელგუჯა ხოკრიშვილი სართიჭალის სატყეო სანერგე მეურნეობას სტუმრობდა .
ელგუჯა ხოკრიშვილი სართიჭალის სატყეო სანერგე მეურნეობას სტუმრობდა .
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი სართიჭალის სატყეო სანერგე მეურნეობას სტუმრობდა, სადაც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. სანერგე მეურნეობაში შიდა სამეურნეო გ
წაკითხვა
Активисты оппозиции, блокировавшие здание МВД Абхазии
Активисты оппозиции, блокировавшие здание МВД Абхазии
წაკითხვა
Выбери жизнь - Документальный фильм 2012 года посвящен актуальной в Абхазии теме ДТП
Выбери жизнь - Документальный фильм 2012 года посвящен актуальной в Абхазии теме ДТП
Выбери жизнь. Документальный фильм 2012 года посвящен актуальной в Абхазии теме ДТП
წაკითხვა
თურქეთში აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
თურქეთში აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
წაკითხვა
8831