საზოგადოებრივი
104.5 FM

„დაიღუპა უკრაინისთვის, მაგრამ ყველამ იცის, როგორ უყვარდა საქართველო“

ალექსანდრე იაკობიძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-05-15 19:35:00

საქართველომ რუსეთ-უკრაინის ომში მეათე ჯარისკაცი დაკარგა. თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი დავით სიხარულიძე რუსი ოკუპანტების ჭურვს ნოვოლუგანსკოეში, 11 მაისს შეეწირა. იგი მძიმედ დაიჭრა და სისხლისგან დაიცალა. ეს სოფელი ოკუპირებული დონეცკიდან 86 კილომეტრში მდებარეობს.


44 წლის სიხარულიძე ბუნდესვერის სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო. 2014 წლამდე, კრწანისის სასწავლო ცენტრში, განათლების სარდლობაში მსახურობდა, იყო აფხაზეთის და აგვისტოს ომების ვეტერანი. კოსოვოს და ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციების მონაწილე.


დავით სიხარულიძე KFOR-Kosovo Forces სამშვიდობო ოპერაციაში


2008 წელს, რუს ოკუპანტებთან ომის დროს მძიმე საბრძოლო ჭრილობა მიიღო. სამი წლის წინ, მან ქართული არმიის ფორმა უკრაინულზე გაცვალა და უკრაინის დამცველთა რიგებს შეუერთდა.


ვიცე-პოლკოვნიკი სიხარულიძე თავიდან სამხედრო ინსტრუქტორად მუშაობდა, ბოლო ერთი წელია კი უკრაინის სახმელეთო ჯარებში შემავალი, 24-ე ცალკეული მოიერიშე ბატალიონ „აიდარის“ ერთ-ერთი მეთაური იყო. „აიდარი“ აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჭრის შემდეგ, ძირითადად ლუგანსკის ოლქში იბრძვის.


დავით სიხარულიძემ საკუთარი პროფესიონალიზმით და თავგანწირვით ძალიან მალე მოიგო უკრაინელთა გულები, ეს „აიდარის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ, უკრაინელი ოფიცრის ნიკოლაი ნაგორნის გამოსათხოვარ წერილშიც იგრძნობა:


„იტირე, ძვირფასო საქართველო... შენი შვილის გულისფეთქვა შეწყდა... ერთ-ერთი საუკეთესო შვილთაგანის... დავითი დაიღუპა უკრაინისთვის, მაგრამ, ყველამ ვინც იცნობდა, იცოდა როგორ უყვარდა მას საქართველო.


ის იყო დიდი მოურავი, სამეთაურო შტაბისთვის შეუცველი სპეციალისტი, მებრძოლებისთვის მეთაური, რომელზეც შეიძლება მხოლოდ იოცნებო...


ის ყველას უყვარდა, თითქოს ყველაფერი შეეძლო, რაც არ უნდა გაეკეთებინა შედევრად აქცევდა...


ამ სიცარიელეს უკვე ვერაფერი შეავსებს, იტირე უკრაინავ ჩვენთან ერთად და ყოველთვის გახსოვდეს, ჩვენ გადაუხდელ ვალში ვართ... დავითს ოჯახი დარჩა, გვაპატიეთ, თუ შეძლებთ, რომ ვერ მოვუფრთხილდით მას..."


ბოლო სამი წლის მანძილზე, დავით სიხარულიძე ჩუმად აკეთებდა საქმეს, რომლისაც ბოლომდე სჯეროდა. უკრაინელი ჟურნალისტი ოლგა კალენიჩენკო იხსენებს რომ ვიცე-პოლკოვნიკი სიხარულიძე ინტერვიუზე ძლივს დაითანხმა:


„ის იღიმოდა და მასში საერთოდ არ იყო აგრესია. მას უნდოდა უკრაინის დახმარება, შემდეგ სახლში დაბრუნდა. სამშობლოში მეუღლე და ორი შვილი ელოდებოდა. სურვილში დაგვხმარებოდა უკრაინელებს, ოჯახი ბოლომდე მხარს უჭერდა.“ თავის ბოლო ინტერვიუში დავით სიხარულიძე ამბობს:


„ყველა ქვეყანას, რომელიც სამართლიან ბრძოლას ეწევა აქვს პოტენციალი რომ გაიმარჯოს, მათ შორის, ისეთ პატარა ქვეყანასაც კი, როგორიც საქართველოა. უკრაინას ამის გაცილებით დიდი პოტენციალი აქვს. თუ ვიქნებით ერთად და ჭკუით ჩვენ გავიმარჯვებთ.


პროფესიონალი სამხედროს თვალსაზრისით, უკრაინა სამართლიან ომს აწარმოებს. ეს ერთი მიზეზია, რის გამოც აქ ვარ. არის სხვა მიზეზიც, 90-იან წლებში, როცა ჩვენ გვქონდა სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში, ძალიან ბევრი უკრაინელი გვეხმარებოდა. ასე რომ ვალს ვაბრუნებთ.''


დავით სიხარულიძის სიკვდილის გამო, მისი ერთ-ერთი თანამებრძოლი, უკრაინის არმიის მე-20 ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის ოფიცერი, ეთნიკური ქართველი გიორგი რუსებს შურისძიებით ემუქრება:


„ვპირდები რუსებს, რომ ეს სისხლი მათ ასე მარტივად არ შერჩებათ. ჩვენ ყველას სისხლს ავიღებთ, ვინც მათი ხელიდან დაიღუპა.''


1993 წელს, საქართველოს დასახმარებლად 300-მდე უკრაინელი მებრძოლი ომობდა, ძირითადად, უკრაინული ნაციონალისტური ორგანიზაცია უნა-უნსოს (Українська Національна Асамблея) წევრები. აფხაზეთის ომში 7 უკრაინელი მეომარი დაიღუპა, ყველაზე ახალგაზრდა, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა, 18 წლის სერგეი ობუხი იყო, რომელიც სოფელ კამანში მოკლეს.


2014-2017 წლებში, აღმოსავლეთ უკრაინაში, უკრაინის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში, უკვე მეათე ქართველი დაეცა.


დავით სიხარულიძეს ჯერ კიევში, ფოსტის ქუჩაზე მდებარე, მაცხოვროს შობის ტაძარში გამოეთხოვნენ. წუხელ კი ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს. მას ლანჩხუთის რაიონში, მშობლიურ სოფელ სუფსაში მიაბარებენ მიწას.


უკრაინელთა მხარეს დაღუპული ქართველი მეომრები (2014-17)


ალექსანდრე გრიგოლაშვილი, 18.12.2014 სჩასტიე, ლუგანსკი

თამაზ სუხიაშვილი 17.01.2015 დონეცკის აეროპორტი

ალბერტ ატოიანი, 22.01.2015 კონსტანტინოვკა, დონეცკი

გიორგი ჯანელიძე 18.04.2015 შიროკინო, მარიუპოლი

კოსტანტინე ლაშხია 01.07.2015 მარიუპოლი

გიორგი ბარათელი 08.08.2015 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

ირაკლი ქუთელია 09.12.2015 ოპიტნოე, დონეცკი

რეზო წიკლაური 29.04.2016 ავდეევკა, დონეცკი

დავით გამსახურდია 08.10.2016 ბუტოვკის მაღარო, დონეცკი

დავით სიხარულიძე 11.05.2017, ნოვოლუგანსკოე, დონეცკი






აფხაზეთში მოკლული 18 წლის უკრაინელი მოხალისეს - სერგეი ობუხის საფლავი ლვოვში

ქართველთა მხარეს დაღუპული უკრაინელი მეომრები (1993)

სერგეი ობუხ 19.07.1993 კამანი, სოხუმი

რომან გალაზიკა 19.07.1993 კამანი, სოხუმი

ლეონიდ ტკაჩუკ 19.07.1993 კამანი, სოხუმი

რომან მუზიკა 21.07. 1993 იაშხუთა, სოხუმი

ვოლოდიმირ ბილ 30.07.1993 ცუგუროვკა, სოხუმი

ვოლოდიმირ კრუტიკ 04.10.1993 აფხაზეთის სვანეთი

ოლექსეი დოვგიი 04.10.1993 აფხაზეთის სვანეთი

მსგავსი რეპორტაჟები
გიორგი მამულაშვილი-
გიორგი მამულაშვილი-"ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პასუხისმგებლობაა"
საზოგადოება "20/30"-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს. 
წაკითხვა
ციფრული მაუწყებელი
ციფრული მაუწყებელი
მოგესალმებით! ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გვაქვს ეჭვი რომ შეგნებულად ხდება 1 არხის გადაცემების ხარისხის გაუარესება, ვინაიდან არ მოხდეს საფეხბურთო და სხვა საინტერესო გადაცემების ნახვა, ხოლო აღნიშნული გ
წაკითხვა
იუსტიციის სამინისტრო - ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების მიღების პრობლემის მოსაგვარებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტრო - ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების მიღების პრობლემის მოსაგვარებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების გაცემის კუთხით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, "უსაფუძვლო განცხადებების გაკ
წაკითხვა
გამკაცრებული საპოლიციო კონტროლი გორში
გამკაცრებული საპოლიციო კონტროლი გორში
წაკითხვა
khashurshi saaxalwlod emzadebian
khashurshi saaxalwlod emzadebian
khashurshi dimitri yifianis saxelobis quchaze ukve daidga, nadzvisxe aseve 31dekembers igegmeba, koncerti romelshic cnobili momgerlebic migeben monawileobas. khashurshi dauviwyari koncerti axali-weli
წაკითხვა
ბერულავა კვიციანზე: „ტიპი კოდორის ხეობიდან სოხუმში გაიქცა აფხაზ კრიმინალებთან, მერე წავიდა რუსეთში“
ბერულავა კვიციანზე: „ტიპი კოდორის ხეობიდან სოხუმში გაიქცა აფხაზ კრიმინალებთან, მერე წავიდა რუსეთში“
ჟურნალისტი ლაშა ბერულავა სოცი
წაკითხვა
ჰიმნი 13 ივნისის დაღუპულთათვის
ჰიმნი 13 ივნისის დაღუპულთათვის
2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა. ზუსტად 1 წლისთვზე მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპულ ადამიანებს სიმღერა მიუძღვნა.
წაკითხვა
გაეროში აშშ-ის ელჩი: რუსეთი საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს
გაეროში აშშ-ის ელჩი: რუსეთი საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს
გაეროში აშშ-ის ელჩი, სამანტა პაუერი რუსეთს ადანაშაულებს აგრესიულ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში, რომლებიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს. პაუერმა ეს შეფასება გამოთქვა 17 იანვარს
წაკითხვა
8728