საზოგადოებრივი
104.5 FM

გიორგი მამულაშვილი: 72 წლის წინ კაცობრიობამ შეძლო დიდი ბოროტების, საფრთხისა და ძალადობის დამარცხება

ლუკა ბრეგაძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-05-09 18:30:00

„საზოგადოება 2030“-ის ხელმძღვანელი გიორგი მამულაშვილი მოქალაქეებს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს. როგორც მამულაშვილი აღნიშნავს, 72 წლის წინ კაცობრიობამ დიდ ბოროტებასა და ძალადობაზე გაიმარჯვა. 

"დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების დღე. სწორედ 72 წლის წინ, კაცობრიობამ შეძლო დიდი ბოროტების, საფრთხისა და ძალადობის დამარცხება. მინდა, თითოეულ მოქალაქეს მივულოცო ეს ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი დღე. კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ფაშიზმზე გამარჯვება არ ნიშნავს ერთ კონკრეტულ ქვეყანასა ან ლიდერზე გამარჯვებას, ეს არის გამარჯვება ბარბაროსობაზე. 

არაერთმა ადამიანმა საკუთარი სიცოცხლის ფასად თავისუფალი მომავალი აჩუქა ახალ თაობებს. სწორედ მათი თავგანწირვის შედეგია ეს ბრწყინვალე გამარჯვება. მათ შორის, იმ 300 ათასამდე ქართველის, რომლებიც გმირულად დაეცნენ ბრძოლის ველზე.

 ამ დღეს განსაკუთრებით ვულოცავ მეორე მსოფილიო ომის მონაწილეებს, ჩვენს ვეტერანებს. ადამიანებს, რომლებმაც გამოიჩინეს წარმოუდგენელი თავდადება და სიმტკიცე. მე, როგორც ქვეყნის რიგითი მოქალაქე, ქედს ვიხრი მათ წინაშე. 

დღეს, როგორც სახელმწიფოს, ასევე საზოგადოების ვალი და პასუხისმგებლობაა ვიზრუნოთ ვეტერანებზე. ამ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ და ეს ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა. მათ უნდა ჰქონდეთ ყველა პირობა ღირსეული ცხოვრებისათვის. ეს ცივილიზებულ სამყაროში სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია", - განაცხადა გიორგი მამულაშვილმა. 

მსგავსი რეპორტაჟები
ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების საეჭვო ხარისხი და მაღალი ფასები
ადგილობრივი წარმოების მედიკამენტების საეჭვო ხარისხი და მაღალი ფასები
წაკითხვა
ნათლისღების დღესასწაული ავღანეთში
ნათლისღების დღესასწაული ავღანეთში
საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ნათლისღების დღესასწაული ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა ბატალიონის კაპელა
წაკითხვა
"საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის" განცხადება ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით
"საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის" ხურჩაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ჩვენ, ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. "გვსურს, გამოვეხმაუროთ 19 მაი
წაკითხვა
Мусор на улицах Сухуми
Мусор на улицах Сухуми
Чем больше человек развивается, изобретает новые предметы быта и приспособления для облегчения жизни, тем больше отходов появляется в мире. Экологи бьют тревогу, называя мусор проблемой века. Медики
წაკითხვა
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
წაკითხვა
დავით შაჰნაზარიანი: „პუტინი რუსი საზოგადოების პროდუქტია“
დავით შაჰნაზარიანი: „პუტინი რუსი საზოგადოების პროდუქტია“
წაკითხვა
ესპანეთს პიკემ მოაგებინა, იტალიური მანქანა ფორმაშია
ესპანეთს პიკემ მოაგებინა, იტალიური მანქანა ფორმაშია
გუშინ დასრულდა დიდი საფეხბურთო ფორუმის მორიგი დღე. ტური ესპანეთისა და ჩეხეთის მატჩით გაიხსნა,  ალბათ ფავორიტად ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი მიიჩნეოდა, რაც სტატი
წაკითხვა
ჩერგოლეიშვილი: „სიამოვნებას ვიღებ, ეს მაიმუნი რომ შარვლიდან ჩემი ქმრის მიმართულებით ხტება“
ჩერგოლეიშვილი: „სიამოვნებას ვიღებ, ეს მაიმუნი რომ შარვლიდან ჩემი ქმრის მიმართულებით ხტება“
„ერთგვარ სიამოვნებას ვიღებ, ეს მაიმ
წაკითხვა
9035