საზოგადოებრივი
104.5 FM

ტელეკომპანია თრიალეთი ჟურნალისტების მიმართ ზეწოლაზე საუბრობს და ხელისუფლებას მიმართავს

გიორგი ნაცვლიშვილი
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-05-09 13:30:00

ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გიორგი თოთლაძის მიმართ, ქარელის მოსახლეობის მიერ დაპირებების შესრულების მოთხოვნის გაშუქების გამო, ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტებზე დაიწყო უხამსი და ბინძური შეტევა, რომელიც ხორციელდება ქარელის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეების, ქართული ოცნების წარმომადგენლების და ინტერნეტში სპეციალურად შექმნილი ე.წ. "ტროლების" მიერ.

            ეს ადამიანები გაუჩერებლად, სამუშაო თუ არასამუშაო საათების განმავლობაში, ლანძღავენ და ემუქრებიან ჟურნალისტებს და ტელეკომპანია „თრიალეთს". ჩვენი ინფორნაციით, ამ ყველაფერს მართავს და აკონტროლებს პარლამენტის წევრი გიორგი თოთლაძე.

            გიორგი თოთლაძე ამჟამად არის ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი. დეპუტატად გახდომამდე იყო პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე შიდა ქართლის რეგიონულ ორგანიზაციაში.

            ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს გიორგი თოთლაძე იყო ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. ასევე, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დროს, გიორგი თოთლაძის ცოლის ძმა მიხეილ კანდელაკი, იყო გორის პოლიციის საამმართველოს უფროსი, რომელიც ამჟამად, ქართული ოცნების ხელისუფლების დროს, მუშაობს აჭარის რეგიონში, ბათუმის ციხის უფროსად.

            ეს გარემოებები განაპირობებს გიორგი თოთლაძის დიდ გავლენებს, რის გამოც ტელეკომპანია „თრიალეთს" ექმნება თავისუფალი მუშაობის შეზღუდვის საფთხე.

            ჩვენ გავაშუქეთ ადამიანების პრობლემა, რომლებიც ითხოვდნენ, წინასაარჩევნოდ, გიორგი თოთლაძის მიერ დაპირებული სხვადასხვა საკითხების შესრულებას. ჟურნალისტი რა თქმა უნდა დაუკავშირდა გიორგი თოთლაძეს, რომელმაც ტელეფონში შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს, თუმცა რამდენიმე წუთში თვითონვე დაუკავშირდა და განმარტების მიცემის საშუალება ითხოვა.

            ტელეკომპანიამ სრულად გადასცა სიუჟეტი, ჟურნალისტის შეურაცყოფის ჩათვლით, რის შემდეგაც დაიწყო ტელეკომპანია „თრიალეთის" წინააღმდეგ ზეწოლა. მისმა მხარდამჭერებმა შეურაცხმყოფელი სიტყვები არ დაიშურეს ჟურნალისტების და არხის ხელმძღვანელობის მისამართით.           

            აღსანიშნავია, რომ გიორგი თოთლაძის ხელმძღვანელობის დროს და მის შემდეგაც, პარტია "ქართული ოცნების" გორის ოფისში, ყოველთვის იგეგმებოდა ტელეკომპანია „თრიალეთის" წინააღმდეგ სხვადასხვა სახის ზეწოლა, როგორც წინა ხელისუფლების დანატოვარი, ასევე ახალი მეთოდებით.

            მართლაც, უკვე შეუძლებელი ხდება ასეთ პირობებში მუშაობა. ასეთი შეურაცხყოფების და მუქარების ფონზე.

            მივმართავთ ქართულ ოცნებას! მივმართავთ ხელისუფლებას! შეაკავეთ თქვენი მოხელეები! ნუ აჭარბებენ უფლებამოსილებას! ნუ ახდენენ ზეწოლას თავისუფალ მედიაზე უხამსი მეთოდებით!

            მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომ აუხსნას პარალამენტის წევრ გიორგი თოთლაძეს, რომ პარლამენტარობა ყველაფრის გადაჭარბების უფლებას არ აძლევს!

            მედია ვალდებულია მოსახლეობის პრობლემების გააშუქოს! ამის გამო კი ტელეკომპანია და იქ მომუშავე ჟურნალისტები შეურაცხყოფას არ უნდა იღებდნენ. ტელეკომპანია „თრიალეთი" ყოველთვის დაბალანსებულად და ორივე მხარის ჩართვით ამზადებს სიუჟეტებს. საჯარო მოხელე კი ვალდებულია გასცეს პასუხები იმ კითხვებს, რაც საზოგადოებაში მის მიმართ არსებობს.


ტელეკომპანია "თრიალეთის" საინფორმაციო სამსახური.

მსგავსი რეპორტაჟები
ამსტერდამის მაცხოვრებლებმა ღამე ქუჩაში გაათენეს მოთხოვნით
ამსტერდამის მაცხოვრებლებმა ღამე ქუჩაში გაათენეს მოთხოვნით "Stop Bombing Aleppo'"
გუშინ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, რუსეთის საელჩოებთან, გაიმართა ალეპოს მხარდასაჭერი ერთობლივი აქციები მოთხოვნით - "Stop Bombing Aleppo''.წყ
წაკითხვა
ქსნის N19 დაწესებულებაში პატიმარმა შიმშილობა დაიწყო
ქსნის N19 დაწესებულებაში პატიმარმა შიმშილობა დაიწყო
დღეს 13 იანვარს დილის ათი საათიდან ქსნის N19 დაწესებულებაში პატიმარმა კობა ჯანხოთელმა შიმშილობა დაიწყო . ის არის ჯანმრთელობის მხრივ მძიმედ და ითხოვს ყურადღება მიექციოს მის მიერ გაგზავნილ საბუთებს ჯა
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი - ჰეეეე... ჩუქუ.... ჩუქუ....! - ჩაიარა მატარებელმა. ხალხი ცდილობს ქუჩის კედელზე შედევრი შექმნას
თორნიკე ზედელაშვილი - ჰეეეე... ჩუქუ.... ჩუქუ....! - ჩაიარა მატარებელმა. ხალხი ცდილობს ქუჩის კედელზე შედევრი შექმნას
წაკითხვა
თაკო ჩარკვიანი: „მართლა მაინტერესებს, რის ფასად შეიძლება გააკეთო ეს, მართლა რის ფასად?“
თაკო ჩარკვიანი: „მართლა მაინტერესებს, რის ფასად შეიძლება გააკეთო ეს, მართლა რის ფასად?“
„არაფერი აღარ გამაკვირვებს, რადენჯე
წაკითხვა
გიორგი არველაძე: „ამ დიდებული განცხადების მერე ჩემ თვალშიც
გიორგი არველაძე: „ამ დიდებული განცხადების მერე ჩემ თვალშიც "ევროქოცები" გახდით“
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი არველაძე სოციალურ ქსელში „ევროპული საქართველოს“ მიერ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ ვიზალიბერალიზ
წაკითხვა
იუსტიციის სამინისტრო - ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების მიღების პრობლემის მოსაგვარებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტრო - ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების მიღების პრობლემის მოსაგვარებლად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს
იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების გაცემის კუთხით არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, "უსაფუძვლო განცხადებების გაკ
წაკითხვა
უკრაინა რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის
უკრაინა რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის
წაკითხვა
კიბოს რობოტებით დაამარცხებენ !
კიბოს რობოტებით დაამარცხებენ !
კიბოს დამარცხება შესაძლებელი გახდება 
წაკითხვა
9134