საზოგადოებრივი
104.5 FM

თორნიკე ზედელაშვილი: იეჰოვამ რა ჰქმნა?!

Thomas Thomas
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-01-03 22:38:00

რაღაც დაავიწყდათ, რაღაც ვერ გათვალეს, ყველაფერი „მარაზმამდე“ მიიყვანა კაცობრიობის გაუთავებელმა „წინ ან უკან“ სვლამ

- როგორ გაჩნდა სამყარო, ადამიანი? ღმერთის სახად და ხატად, თუ დიდი გზა განვლო პატარა უჯრედებიდან დიდ უჯრედებამდე? ვინ რას იტყვის ზუსტად? ვინ შექმნა რელიგიური მრავალფეროვნება?

- ცხადია ყველა ერს სხვადასხვა ლეგენდა, ისტორია და მიზანი აერთიანებდა და აერთიანებს.

- რაზე თანხმდება კაცობრიობა? არსებობს ღმერთი (რაღაც ძალა) რომელიც ყველაფერს სამყაროში ალაგებს და აცოცხლებს, თუმცა ამ დროის განმავლობაში ბევრი ბიზნესიც შეიქმნა მასობრივი რწმენის გამოყენებით.

ადამიანის რწმენას, ხომ საზღვარი არ აქვს, ყველას რაღაცის გვწამს, თუმცა როდესაც „ცხვირში გტენიან“ გინდა თუ არა ეს რწმენა არის სწორი და ამის უნდა გწამდეს და სხვა არაფრისო! ეს აუცილებლად გამოიწვევს პროტესტს. როდესაც კარს გავაღებთ და ბუკლეტი დაგვხვდება მიკრული რომელსაც აწერია - „იწამე იეჰოვა“, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენზე „ვიღაც“ ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.

ამასწინათ მოხდა ასეთი შემთხვევა და ეს არ ყოფილა პირველი, როდესაც კარი გავაღე და ბუკლეტი დამხვდა სახელწოდებით „იეჰოვას მოწმეები“, აქამდე არასდროს დავინტერესებულვარ ამ საკითხით, თუმცა ამ ბოლოს დროს ჩემ კარზე მიკრული ბუკლეტის შემდეგ დავინტერესდი და მოვიძიე ინფორმაცია „იეჰოვას მოწმეების“ შესახებ, რასაც აუცილებლად გაგიზიარებთ, რა ორგანიზაცია და რა საფუძველი უდევს ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეებს“?

„იეჰოვას მოწმეები“ არის ქრისტიანული რელიგიური ორგანიზაცია და მათი ადმინისტრაციული ცენტრი ბრუკლინში მდებარეობს, ხოლო რელიგიათა სისტემაში მათი ადგილი დღემდე გაურკვეველია. ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით, „იეჰოვას მოწმეები“ - არის პროტესტანტული მიმდინარეობის ორგანიზაცია. სხვა წყაროების თანახმად კი, პარაქრისტიანული კონფესია, ტოტალიტარული სექტა. მაგრამ საინტერესოა, რომ თავიანთი გამოკვლევით მათი რაოდენობა 8 220 103 ადამიანს აწღევს და მათი რაოდენობა დღითი-დღე იზრდება. „იეჰოვას მოწმეების ისტორია სათავეს იღებს მოძრაობა „ბიბლიის მკვლევარებიდან“, რომელიც XIX საუკუნის ბოლოს ჩარლზ ტეიზ რასელმა აშშ-ში ჩამოაყალიბა. ეს მცირე ისტორიული იმფორმაცია ჩემგან „იეჰოვას მოწმეებზე“ როგორც ორგანიზაციაზე.

საინტერესოა დღეს როგორი სიტუაციაა, საქართველოში ამ მხრივ, ჩემი აზრით, რატომღაც ხალხში ადრე უფრო იყო „იეჰოველებისადმი“ ნეგატიური გამძაფრებული დამოკიდებულება, უფრო მეტად რთულად აღიქვავდნენ „იეჰოვას“, როგორც სექტურ დაჯგუფებას.

ნუთუ საქართველოში ამ ყველაფერმა დაკარგა აქტუალობა? აღარ იწვევს მსგავსი ორგანიზაცია საზოგადოებაში გაღიზიანებას?

„იეჰოვას მოწმეების“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე თუ შევალთ, აღნიშნული მონაცემებით ირკვევა, რომ „იეჰოვას მოწმეებს“ თავიანთი სამაუწყებლო ტელევიზიაც კი გააჩნიათ, მათი სახელმძღვანელოები უამრავ ენაზეა ნათარგმნი, აქვთ ასევე ვიდეორგოლები, ვიდეო გაკვეთილები, ბიბლიოთეკები, შემსწავლელი კურსები, ბიბლიის შემსწავლელი პროგრამა, კრების შეხვედრები, ექსკურსიები ფილიალებში და ასე შემდეგ.

როგორც მათ ოფიციალურ ვებ-გვერდზეა წარმოდგენილი, „იეჰოვას მოწმეები“ 240 ქვეყანაში მსახურობენ, მათი მიმდევრები 8 220 103 აჭარბებს, ბიბლიას უფასოდ შეისწავლის 9 708 968 ადამიანი, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე დამსწრეთა რაოდენობა 19 862 783 ადამიანს შეადგენს, ხოლო კრებების რაოდენობაა 118 016.

ეს მართლაც შთამბეჭდავი ციფრებია, ერთ-ორ „იეჰოვას მოწმეს“ (როგორც თვითონ უწოდებენ თავიანთ თავს) მეც კი ვიცნობდი და როგორც ვიცი ფულსაც კი ურიცხავდნენ იმისთვის (არა მარტო ფულს, კარაქი, ყველი, პური, რძე და ა.შ.) რომ ამ ე.წ. რელიგიური ორგანიზაციის წევრები ყოფილიყვნენ, რას არ გაიგებს კაცი?

აქვე მოვიყვან საქსტატის სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოში „იეჰოვას მოწმეებთან“ დაკავშირებით. საქსტატის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად საქართველოში 15 000 (0,3%) იეჰოვას მოწმეა. აქვე საქსტატის ინფორმაციაზე დაყრდნობით სხვა რელიგიის თუ რელიგიური ორგანიზაცეიების მონაცემებსაც გაგაცნობთ: მუსლიმი - 433 784 (9,9%), სომხური სამოციქულო ეკლესიის წევრი - 171 139 (3,9%), კათოლიკე - 34 727 (0,8%), იუდევლი - 3 541 (0,1%), სხვა - 33 468 (0,8%), არც ერთი - 28 631 (0,6%), იეზიდი - 30 000 (0,7%), ბაპტისტი - 6 000 (0,1%), ორმოცდაათიანელი - 5 000 (0,1%), მალაკანი - 2 000 (0,04%), დუხობორი - 1500 (0,03%), „ახალსამოციქულო ეკლესიის“ წევრი - 700 (0,01%), სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების წარმომადგეენელი - 300 (0,0%).

ეს ციფრები შეგნებულად მოვიყვანე რადგან ამათგან მართლმადიდებელი - 3 666 233 (83,9%),

ეს ციფრი ნამდვილად არ არის ერთი შეხედვით საგანგაშო, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი ორგანიზაციები რწმენის გავლით ადამიანებზე ზემოქმედებენ, ეს მართლაც საგანგაშო ფაქტია. ადამიანების უმრავლესობა ფინანსური წყაროს ინტერესის გამო ირიცხება მათ რიგებში და ესეც საინტერესო გათვლაა ამ ორგანიზაციის მიერ, რომელიც ცდილობს მასობრივი კონტროლი მოიპოვონ ხალხზე. რა თქმა უნდა ყველა რელიგია მისაღებია, ვისაც რისი უნდა იმის წამდეს, თუმცა რელიგიური ორგანიზაციების ფუნქცია და მიზანი არა რელიგია არამედ ადამიანების კონტროლია.

მსგავსი რეპორტაჟები
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტს დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეს მიეძღვნა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტს დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეს მიეძღვნა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მეუღლესთან ერთად, ნანი ბრეგვაძის სოლო კონცერტს დაესწრო, რომელიც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეს მიეძღვნა. «მოგზაურობა დროში»- ნანი ბრეგვაძის სასცენ
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრელ კოლეგას შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. პირისპირ გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობის ძირითადი საკითხები განიხილეს. განსაკუთრე
წაკითხვა
Абхазская делегация побывала с официальным визитом в Кабардино Балкарской Республике
Абхазская делегация побывала с официальным визитом в Кабардино Балкарской Республике
Абхазская делегация побывала с официальным визитом в Кабардино Балкарской Республике
წაკითხვა
26 მაისისთვის მზადება დაიწყო
26 მაისისთვის მზადება დაიწყო
საქართველოს შეიარაღებული ძალებმა დამოუკიდებლობის დღისათვის მზადება დაიწყო. 26 მაისს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სამხედრო-საზეიმო ღონისძიებებში ავიაციაც იქნება ჩართული. ღონისძიებებთან დაკავშირები
წაკითხვა
В Абхазии задержаны грузины по обвинению к причастности боевым действия в 1992-1993 годах
В Абхазии задержаны грузины по обвинению к причастности боевым действия в 1992-1993 годах
В Абхазии задержаны грузины по обвинению к причастности боевым действия в 1992-1993 годах Силовые структуры Гальского района, проводя оперативно-розыскные мероприятия, для установления мест проживан
წაკითხვა
ობამა რუსეთს წინასაარჩევნო ჰაკერული თავდასხმებისთვის ახალ სანქციებს უწესებს
ობამა რუსეთს წინასაარჩევნო ჰაკერული თავდასხმებისთვის ახალ სანქციებს უწესებს
წაკითხვა
გარდაცვლილის ახლობლები მიცვალებულის გორის მერიის შენობის წინ დასვენებით იმუქრებიან
გარდაცვლილის ახლობლები მიცვალებულის გორის მერიის შენობის წინ დასვენებით იმუქრებიან
წაკითხვა
დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს ტექსტი
დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს ტექსტი
დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს ტექსტი აქ, აი ასე, საჯაროდ. ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება რომ დავდებ. ვერც ფიქრს ვაჩერებ, და ვერც თითებს. 14 ივნისის ტრაგედიამ წამართვა ძალა, ენერგია და ძილი. ზოგ მოვლ
წაკითხვა
403

უახლესი