საზოგადოებრივი
104.5 FM

ამერიკელი სენატორები ახალ წელს კონფლიქტის ზონაში

ალექსანდრე იაკობიძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-01-02 14:39:00

ამერიკელი სენატორები ახალ წელს კონფლიქტის ზონაში, 1 იანვარი, 2017

ხალ წელს საქართველოს ამერიკელი სენატორები სტუმრობდნენ. ორი რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი და დემოკრატი ემი ქლობუჩერის პირველი სავიზიტო ადგილი საოკუპაციო ზოლი გახლდათ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან, სადაც მავთულხლართებია გავლებული. მავთულხლართებმა სოფელი ხურვალეთი ორ ნაწილად გაყო და მისი ერთ–ერთი მცხოვრების, დათა ვანიშვილის სახლი საოკუპატიო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. რუსმა მესაზღვრეებმა ვანიშვილის არც სურვილი და არც მოთხოვნა გაითვალისწინეს, მარტივად და ერთი ჩაქუჩის დარტყმით სახლის წინ ეკლიანი მავთულხლართი გაუბეს. მას შემდეგ 83 წლის დათა ვანიშვილი, მეუღლესთან ერთად, ბარიერს მიღმა ცხოვრობს, უარს ამბობს რუსული პასპორტის აღებაზე, ქართული პენსიის ასაღებად და საკვების საყიდლად კი ეკლიანი მავთულხლართის ქვეშ რუსების თვალისგან მალულად გაძვრომა არც თუ ისე იშვიათად უწევს. დათა ვანიშვილი გაუტეხელობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომაც ამერიკელი სენატრორებისთვის ის საქართველოში პირველი მასპინძელი აღმოჩნდა.

მართალია, მან ისინი სახლში ვერ შეიპატიჟა, მაგრამ მავთულხლართის ორივე მხრიდან საუბრისა და კეთილი სურვილების გაზიარების აკრძალვა რუსი მესაზღვრეებისთვისაც კი შეუძლებელია. „ამ ადამიანს, ისევე როგორც სხვებს, რუსეთის აგრესიის გამო ცხოვრება დაენგრა. ისინი იმსახურებენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას. აშშ განაგრძობს მეგობრობას საქართველისთან. ქართველი სამხედროები მონაწილეობენ სამხედრო მისიებში. ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ამისთვის. თუ ჩვენ ერთად არ ვიქნებით, რუსეთს ექნება შანსი, რომ დაგვამარცხოს“, – განაცხადა მაკკეინმა ხურვალეთში, სადაც ამერიკის ელჩთან იან კელისთან ერთად, მას ხელისუფლების წარმომადგენლები და აშშ–ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე ახლდნენ.

,,ამ ადამიანს, ისევე როგორც სხვებს, რუსეთის აგრესიის გამო ცხოვრება დაენგრა. ისინი იმსახურებენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას.''
სენატორი მაკკეინი

რუსეთი აგრესიულ პოლიტიკას ვერ ელევა. აშშ–ს სენატორების რიტორიკაში იგრძნობოდა შეშფოთება რუსეთის მხრიდან განხორციელებული ჰაკერული თავდასხმების გამო. გარდა ამისა, მათ განაცხადეს, რომ პუტინი ერეოდა შეერთებულ შტატებში ჩატარებულ არჩევნებში. სენატორები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მხარს უჭერენ და პარტნიორი ქვეყნებისთვის სამხრედრო მხარდაჭერის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობენ.

საქართველოს ევროინტეგრაციის მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ხურვალეთში ყოფნისას განაცხადა, რომ ამერიკის მხრიდან დღევანდელ დღეს გადადგმული ნაბიჯი მოწმობს მის უდიდეს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

ამერიკელ სენატრორებს თბილისში დღეს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა. ხვალ კი დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტთან, ოპოზიციურ პარტიებთან, ასევე სენატორები კრწანისის სასწავლო ცენტრს დაათვალიერებენ.

ამერიკელი სენატორებისთვის ეს ერთგვარი ტურნეა ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. მათი ვიზიტები უკვე შედგა ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და უკრაინაში. საქართველოს შემდეგ კი ისინი მონტენეგროში გაემგზავრებიან.


წყარო: http://www.amerikiskhma.com/a/senators-in-the-conflict-zone/3658858.html

მსგავსი რეპორტაჟები
თორნიკე ზედელაშვილი - ცოდვით დავიწვი ბიჭოოო!..
თორნიკე ზედელაშვილი - ცოდვით დავიწვი ბიჭოოო!..
წაკითხვა
ქართული ოცნების გორის მაჟორიტარი კანდიდატი სკანდალში ეხვევა
ქართული ოცნების გორის მაჟორიტარი კანდიდატი სკანდალში ეხვევა
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი - მივმართავ ემიგრანტებს, ნუ ჩამოხვალთ!
თორნიკე ზედელაშვილი - მივმართავ ემიგრანტებს, ნუ ჩამოხვალთ!
წაკითხვა
13 წლის ზურაბ კინწურაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
13 წლის ზურაბ კინწურაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
წაკითხვა
სწორი გზა, ალტერნატივის გარეშე
სწორი გზა, ალტერნატივის გარეშე
ევროატლანტიკურ ს
წაკითხვა
Выступление Аслана Бжания на съезде оппозиционной партии «Амцахара» в Абхазии - 30.11.2016
Выступление Аслана Бжания на съезде оппозиционной партии «Амцахара» в Абхазии - 30.11.2016
წაკითხვა
 წინა ხელისუფლების დროს სპეცოპერაციებს შეწირული ადამიანების სია
წინა ხელისუფლების დროს სპეცოპერაციებს შეწირული ადამიანების სია
სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე და ზურა ვაზაგაშვილი, -ეს გვარები საზოგადოებისთვის ყველასთვის ცნობილია და აგერ უკვე თითქმის 10 წელია თან გვდევს აჩრდილივით.მათი მკვლელობა უსამართლობასთან და დაუსჯელობას
წაკითხვა
ქართული მიწა-ქართველ ხალხს!
ქართული მიწა-ქართველ ხალხს!
იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით…- ეს არის ნაწყვეტი ნიკო ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურებიდან“ და დღეს სწორედ, რომ ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა ჩვენს თავს. ჩინელ
წაკითხვა
334

უახლესი