საზოგადოებრივი
104.5 FM

სენატორი მაკკეინი: რუსეთის ჰაკერული იერიში - ეს არის თავდასხმა აშშ-ზე

ალექსანდრე იაკობიძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-01-02 14:04:00

გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე რუსეთის მიმართ მოსალოდნელ ახალ სანქციებზეც ისაუბრა და ჰაკერულ იერიშებს სამთავრობო და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, რუსეთის მხრიდან აშშ-ზე თავდასხმა უწოდა. „ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ უფრო მკაცრი სანქციების შემოღებისათვის რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც თავდასხმა განახორციელა შეერთებულ შტატებზე, რადგან ჰაკერული იერიში ეს არის თავდასხმა და სწორედ ასე უნდა განვიხილოთ ეს შემთხვევა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სანქციები უნდა შეეხოს რუსეთის საფინანსო ინსტიტუტებსა და რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებას. ჩვენ აქტიურად მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, რათა უფრო მძლავრი და მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესდეს რუსეთს, აშშ-ზე განხორციელებული თავდასხმის გამო,“ - განაცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე. საქართველოს 1 იანვარს ესტუმრა ამერიკელ სენატორთა სამკაციანი ჯგუფი. რესპუბლიკელი სენატორი - ჯონ მაკკეინი, ასევე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი - ემი კლობუშარი საქართველოში უკრაინიდან შუადღეს ჩავიდნენ. სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ზოლის დათვალიერების შემდეგ ამერიკელი სენატორები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. 2 იანვარს კი ესტუმრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების კრწანისის სასწავლო პოლიგონს, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს წარმოადგენს. 
წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28208298.html
მსგავსი რეპორტაჟები
სენატში საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა
სენატში საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა
წაკითხვა
თბილისის მერიის განცხადება
თბილისის მერიის განცხადება
მეგობრებო,
წაკითხვა
კონგრესმენი სენფორდი:
კონგრესმენი სენფორდი: "კონგრესში ბევრს სჯერა საქართველოს იდეალების"
საქართველოს პარლამენტის წევრები პირველი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებს სტუმრობენ. პარლამენტარები კონგრესის წარმომადგენლებს ხვდებიან და ამერიკა-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე საუ
წაკითხვა
კახი კავსაძის გამომშვიდობება გივი ბერიკაშვილთან – ემოციური კადრები
კახი კავსაძის გამომშვიდობება გივი ბერიკაშვილთან – ემოციური კადრები
წყარო: fact2.ge
წაკითხვა
ფილმი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ / ვანელების ბლოგი
ფილმი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ / ვანელების ბლოგი
ვანელების ბლოგის მიერ შექმნილი ფილმი. გალაკტიონ ტაბიძის შესახებ! https://www.facebook.com/vanelebis.blogi
წაკითხვა
khashuris raionis sof agarebis gamgebeli adgilze ar gamockhadda
khashuris raionis sof agarebis gamgebeli adgilze ar gamockhadda
orshabats 16marts khashuris raion sof agarebis gamgebels rezo kapanadzes velodebodit, romelic 13:00-ze unda mosuliyo magram ar movida, igi dagvianebit 19:00-ze movida. mas unda esaubra tu ragaeketebia
წაკითხვა
Как Абхазии обеспечить себя овощами?
Как Абхазии обеспечить себя овощами?
Как Абхазии обеспечить себя овощами? Египетская картошка, израильская морковь, китайский чеснок, а зелень…зелень из Илора. Вот такое разнообразие сельхозпродукции царит сегодня на рынках Абхазии. За
წაკითხვა
Пресс-конференция гендиректора Черноморэнерго Абхазии Аслана Басария
Пресс-конференция гендиректора Черноморэнерго Абхазии Аслана Басария
 
წაკითხვა
902

უახლესი