საზოგადოებრივი
104.5 FM

რუს დიპლომატებს და მათ ოჯახებს აშშ-ში უხმაუროდ დაატოვებინეს დასასვენებელი სახლები

ალექსანდრე იაკობიძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2017-01-01 06:50:00

თეთრი სახლის მიერ გაცემული ბრძანების საფუძველზე, რუსმა დიპლომატებმა და მათი ოჯახების წევრებმა 30 დეკემბერს უხმაუროდ დატოვეს ვაშინგტონისა და ნიუ-იორკის გარეუბნებში მდებარე დასასვენებელი სახლები. „შენობები თავისუფალია და ისინი მთავრობის კონტროლის ქვეშ არიან“, - განაცხადა ზედა ბრუკვილის მერმა ელიოტ კონვეიმ, რომელმაც რუსებს „წყნარი მეზობლები“ უწოდა. თეთრმა სახლმა 29 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის 35 დიპლომატს. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაიხურება რუსეთის ორი დაწესებულება მერილენდსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ ისინი სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენებოდა. ჯაშუშობაში შემჩნეულ რუსეთის მოქალაქეებს 72 საათის განმავლობაში დაატოვებინებენ აშშ-ის ტერიტორიას ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან. ამ სკანდალის პასუხად რუსეთის პრეზიდენტმა 30 დეკემბერს განაცხადა, რომ არც ერთ ამერიკელ დიპლომატს არ გააძევებს რუსეთიდან. ვლადიმირ პუტინმა დასძინა, რომ წუხს იმის გამო, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას ადმინისტრაცია „ასე ამთავრებს თავის მუშაობას“.

წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28207333.html

მსგავსი რეპორტაჟები
ბათუმში, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან, ავარია მოხდა
ბათუმში, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან, ავარია მოხდა
წაკითხვა
ვისაუბროთ ქართულად
ვისაუბროთ ქართულად
წაკითხვა
სტივენ სესტანოვიჩი: რუსული სისტემა ძალმომრეობით არის გაჯერებული
სტივენ სესტანოვიჩი: რუსული სისტემა ძალმომრეობით არის გაჯერებული
რუსეთის საკითხებში ერთ-ერთმა ყველაზე ავტორიტეტულმა ამერიკელმა სპეციალისტმა, ბილ კლინტონის ადმინი
წაკითხვა
"ქართველი სოკრატე"
ქართულ საზოგადოებაში თანდათან აქტუალობას იჩენს მერაბ მამარდაშვილი, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე და ფილოსოფოსი. თა
წაკითხვა
დახვედრის ოფიციალური ცერემონია
დახვედრის ოფიციალური ცერემონია
ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს შეხვდა. უნგრეთის მთავრობის მეთაური ქართველ კოლეგას მარშით და საპატიო ყარ
წაკითხვა
ციფრული მაუწყებელი
ციფრული მაუწყებელი
მოგესალმებით! ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გვაქვს ეჭვი რომ შეგნებულად ხდება 1 არხის გადაცემების ხარისხის გაუარესება, ვინაიდან არ მოხდეს საფეხბურთო და სხვა საინტერესო გადაცემების ნახვა, ხოლო აღნიშნული გ
წაკითხვა
ბრაიზა: რუსეთი ტერორიზმს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს
ბრაიზა: რუსეთი ტერორიზმს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს
წაკითხვა
Хаджимба: выступления деятелей оппозиции Абхазии похожи на истерику реваншистов
Хаджимба: выступления деятелей оппозиции Абхазии похожи на истерику реваншистов
Встреча Рауля Хаджимба с общественностью Абхазии - 10.11.2016
წაკითხვა
373

უახლესი