საზოგადოებრივი
104.5 FM

,,სი-ენ-ენის“ ცნობით, რუსეთი მოსკოვში ხურავს ანგლო-ამერიკულ სკოლას ვაშინგტონის გადაწყვეტილების საპასუხოდ

ალექსანდრე იაკობიძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2016-12-31 01:35:00

სამაუწყებლო კომპანია „სი-ენ-ენის“ ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება მოსკოვში მდებარე ანგლო-ამერიკული სკოლის დახურვის შესახებ, პასუხად ვაშინგტონის იმ გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმად, დაწესდა ახალი სანქციები მოსკოვის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. მოსკოვში არსებული სკოლა ძირითადად აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის საელჩოების თანამშრომელთა შვილების განათლებას ემსახურება. თუმცა, სკოლაში რუსი და სხვა ეროვნების ბავშვებიც დადიან. ანგლო-ამერიკული სკოლის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე „სი-ენ-ენს“ ინფორმაცია აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. მათივე ცნობით, რუსეთი ასევე კრძალავს შესვლას აშშ-ის საელჩოს დასასვენებელ სახლში, რომელიც მოსკოვთან ახლომდებარე სერებრიანი ბორში მდებარეობს. ეს ზომები არის პასუხი თეთრი სახლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაიხურება რუსეთის ორი დაწესებულება მერილენდსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენება. რუსეთის მოქალაქეებს 72 საათის განმავლობაში დაატოვებინებენ აშშ-ის ტერიტორიას ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან. გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება ჰაკერული თავდასხმებისთვის, რომლებიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ისახავდა მიზნად. რუსეთმა განაცხადა, რომ 30 დეკემბერს გამოაცხადებს საპასუხო ზომებს თეთრი სახლის მიერ დაწესებულ სანქციებზე. პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა კი ტვიტერით გაავრცელა რეპლიკა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბარაკ ობამა პრეზიდენტობის ვადის ბოლოს „ანტირუსულ აგონიაში იმყოფება“.

წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28205402.html

მსგავსი რეპორტაჟები
სასწრაფოდ: ძაღლს, რომელსაც ადამიანისგან მძიმე ტრავმა აქვს მიყენებული, დაუყოვნებლივ დახმარება ესაჭიროება
სასწრაფოდ: ძაღლს, რომელსაც ადამიანისგან მძიმე ტრავმა აქვს მიყენებული, დაუყოვნებლივ დახმარება ესაჭიროება
„ქალაქ რუსთავიდან შეგვატყობინეს, რო
წაკითხვა
Хаджимба: выступления деятелей оппозиции Абхазии похожи на истерику реваншистов
Хаджимба: выступления деятелей оппозиции Абхазии похожи на истерику реваншистов
Встреча Рауля Хаджимба с общественностью Абхазии - 10.11.2016
წაკითხვა
"ევროპული საქართველო" პარლამენტში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობ საკანონმდებლო პაკეტს წარადგენს
„მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრი, დეპუტატი სერგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარტია პარლამენტში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობ ს
წაკითხვა
კონგრესმენი სენფორდი:
კონგრესმენი სენფორდი: "კონგრესში ბევრს სჯერა საქართველოს იდეალების"
საქართველოს პარლამენტის წევრები პირველი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებს სტუმრობენ. პარლამენტარები კონგრესის წარმომადგენლებს ხვდებიან და ამერიკა-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე საუ
წაკითხვა
რა უნდა ვიცოდეთ უვიზო მიმოსვლის შესახებ - [ვიდეო]
რა უნდა ვიცოდეთ უვიზო მიმოსვლის შესახებ - [ვიდეო]
რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის, შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრებამდე:
წაკითხვა
თინა ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს
თინა ხიდაშელი განცხადებას ავრცელებს
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თი
წაკითხვა
საპროტესტო აქციები პოლონეთში
საპროტესტო აქციები პოლონეთში
პარლამეტის შენობის ბლოკირებისა და პრეზიდენტის სასახლესთან აქცი
წაკითხვა
Поселок Аибга, как яблоко раздора
Поселок Аибга, как яблоко раздора
Поселок Аибга, как яблоко раздора Жители Абхазии бурно отреагировали на визит мэра Сочи Анатолия Пахомова дискуссиями в социальных сетях. Вопрос Аибги стал предметом обсуждения и в Народном Собрании
წაკითხვა
664

უახლესი