საზოგადოებრივი
104.5 FM

12 წელი და „ოთხოზორიები რუსეთის წინააღმდეგ“

ალექსანდრე იაკობიძე
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2016-12-29 01:35:00

საქართველოს მოქალაქის გიგა ოთხოზორიას მკვლელს რაშიდ კანჯი ოღლის, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას აფარებს თავს, ზუგდიდის სასამართლომ გუშინ, 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რეზონანსული მკვლელობის საქმის განხილვა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ სამი თვის წინ დაიწყო. დაიკითხა 50-ზე მეტი მოწმე, მათ შორის, Skype-ის საშუალებით, მკვლელობის უშუალო თვითმხილველები, ოკუპირებული გალის რაიონიდან.

მათ სასამართლო პროცესზეც დაადასტურეს, რომ აფხაზი „მებაჟე“, რომელმაც 2016 წლის 19 მაისს, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, სოფელ ხურჩაში, უკიდურესი ცინიზმით, გიგა ოთხოზორია მოკლა, ნამდვილად რაშიდ კანჯი ოღლია. იგი ამჟამად ტყვარჩელთან ახლოს, სოფელ აკამარაში ცხოვრობს.

რაშიდ კანჯი ოღლის ინტერესებს სასამართლოზე, სახაზინო წესით დანიშნული ზუგდიდელი ადვოკატი, მთვარისა ბიგვავა იცავდა. მან განაცხადა, რომ პროკურატურის გამოძიება არასრულყოფილია და წარმოდგენილი მასალებით, შეუძლებელია იმის დადგენა, რომ ოთხოზორია ნამდვილად კანჯი-ოღლიმ მოკლა.

12 წლიანი განაჩენის მიუხედავად, უკმაყოფილო დარჩნენ გარდაცვლილის დედა ჯული ჭანტურია და ქვრივი ნინო მატკავა. როგორც ჯული ჭანტურიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას არ აქვს იმედი, რომ ეს განაჩენი აღსრულდება.

,,არ ვიცი..აღსრულებადია ეს განაჩენი? არა მგონია. მკვლელი თავისუფლად დადის, არც დაკავებულია და არც არაფერი“ - ამბობს ჯული ჭანტურია, გიგა ოთხოზორიას დედა.

მსგავსი რეპორტაჟები
ამ წიგნში ყველა ადამიანი იპოვის რაღაც საერთოს!
ამ წიგნში ყველა ადამიანი იპოვის რაღაც საერთოს!
რამდენიმე დღის წინ
წაკითხვა
დაბინძურებული საქართველო
დაბინძურებული საქართველო
წაკითხვა
Выступление Аслана Бжания на съезде оппозиционной партии «Амцахара» в Абхазии - 30.11.2016
Выступление Аслана Бжания на съезде оппозиционной партии «Амцахара» в Абхазии - 30.11.2016
წაკითხვა
თაკო ჩარკვიანი: „მართლა მაინტერესებს, რის ფასად შეიძლება გააკეთო ეს, მართლა რის ფასად?“
თაკო ჩარკვიანი: „მართლა მაინტერესებს, რის ფასად შეიძლება გააკეთო ეს, მართლა რის ფასად?“
„არაფერი აღარ გამაკვირვებს, რადენჯე
წაკითხვა
2 წლის ალექსი ტყეშელაშვილს, ესაჭიროება, გადაუდებელი დახმარება
2 წლის ალექსი ტყეშელაშვილს, ესაჭიროება, გადაუდებელი დახმარება
2 წლის ალექსი ტყეშელაშვილს ესაჭიროება სასწრაფო, გადაუდებელი დახმარება. ტრავმის შედეგად ბავშვს განუვითარდა სიმსივნე საქართველოში ოჯახს მკურნალობაზე უარი უთხრეს, იმის გამო რომ ბავშვის გარდაცვალების დი
წაკითხვა
"საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიცია" ფრანგ ხალხს სამძიმარს უცხადებს
წაკითხვა
მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება ციანიდის საქმეზე [ვიდეო]
მეუფე იაკობის სკანდალური განცხადება ციანიდის საქმეზე [ვიდეო]
დღეს რუსთავი 2-ის ეთერში, გადაცემა
წაკითხვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში რიგით 45-ე სესიაზე დასასწრებად 20 იანვარს გაემგზავრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში რიგით 45-ე სესიაზე დასასწრებად 20 იანვარს გაემგზავრება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში რიგით 45-ე სესიაზე დასასწრებად 20 იანვარს გაემგზავრება. საქართველოს დელეგაციაში ასე
წაკითხვა
588

უახლესი