საზოგადოებრივი
104.5 FM

დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს ტექსტი

Elena Trekhlebova
მომხმარებელი
გამოქვეყნებულია 2015-06-17 17:57:00

დიდხანს ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს ტექსტი აქ, აი ასე, საჯაროდ. ბოლოს მივიღე გადაწყვეტილება რომ დავდებ. ვერც ფიქრს ვაჩერებ, და ვერც თითებს. 14 ივნისის ტრაგედიამ წამართვა ძალა, ენერგია და ძილი. ზოგ მოვლენას ტელეეკრენიდან ვხედავდი, ზოგის მონაწილეც მე თვითონ გავხდი და დავასკვენი. რომ ყველა მეცნიერი, რომელიც წლებს ატარდებდა პარალელური სამყაროების აღმოჩენისათვის, უბრალოდ ფუჭად ხარჯავდა დროს. მათ 14 ივნისს მხოლოდ თბილისისკენ მომავალი თვითმფრინავის ბილეთი უნდა აეღოთ. და თავისი თვალით ნახავდნენ იმას, რაც უნებლიედ მე დავინახე. მე დავინახე ორი პარალელური სამყარო. ორი საზოგადოება. ორი თბილისი. ორი საქართველო. ერთ საქართველოში ტრაგედიამ ყველას სუნთქვა შეუკრა და წამებში გააჭაღარავა. მეორე საქართველოში ვერაფერი შეამჩნიეს. ერთ საქართველოში დილიდან სტიქიის ადგილებზე უამრავი ახალგარზდა მიაწყდა. მეორე საქართველოში ბირჟაზე ბიჭები ბჭობდნენ, სად ეშოვათ ორი ლარი ლუდისთვის. ერთ საქართველოში ახალგაზრდა გოგოებმა შავები ჩაიცვეს.მეორე საქართველოში სილამაზის სალონებში ადგილები არ იყო. ერთ საქართველოში მანქანები სახლის ეზოებსა და ავტოსადგომებზე დატოვეს. მეორე საქართველოში მძღოლები რამდენიმე საათიან საცობებზე წუწუნებდნენ. ერთ საქართველოში ტაქსის მძღოლებს მგზავრები სიმბოლურ თანხად, ან სულად უფასოდ დაყავდათ. მეორე საქართველოში ისნიდან ვაჟას გამზირზე გოგოს 20 ლარი მოსთხოვეს. ერთ საქართველოში მოხალისეებისთვის წყალი უფასოდ მოჰქონდათ. მეორე საქართველოში ნახევარ-ლიტრიან ბოთლს ლარად ყიდდნენ. ერთ საქართველოში ავტობუსში ბინდისას ასულ ტალახში ამოვლებულ მოხალისეებს კონტროლიორები სამგზავრო ბილეთს არ აღებინებდნენ. ასაკოვანი მგზავრები კი ადგილს უთმობდნენ, გადაღლილები ხართო. მეორე საქართველოში ავტობუსში ბინდისას ასულ ტალახში ამოვლებულ მოხალისეებს მგზავრები საყვედურობდნენ – ცოტა გვერდით გაიწიე, ახალი გარეცხილი ტანისამოსი მაცვიაო. ერთ საქართველოში პოლიტიკოსები ერთად ასუფთავებდნენ ქუჩებს და შემდეგ ერთმანეთს ხელს ართმევდნენ. მეორე საქართველოში პოლიტიკოსები ხელს ერთმანეთისკენ იშვერდნენ, ოფისებიდან ბრიფინგებს მართავდნენ და სტიქიაში ბუნების გარდა ყველაფერს ადანაშაულებდნენ. ერთ საქართველოში გარშემო ვერავის ხედავდნენ. თავდაუზოგავად შრომობდნენ და თავის აწევის დრო არ ჰქონდათ. მეორე საქართველოში სოციალურ ქსელებში სტატუსებს დებდნენ – ის რატომ არ მოვიდა, ეს რატომ არ მოვიდაო. ერთ საქართველოში სკოლის მოსწავლეებმა ექსკურსია გადადეს და იკითხეს, შეგროვილი თანხა სად გადავრიცხოთო. მეორე საქართველოში ქალაქგარეთ მწვადებით “სელფებს” იღებდნენ. ერთ საქართველოში სახლებში საღამოთი ტელევიზორის ხმა იყო დაწეული. მეორე საქართველოში ეზოებში მანქანებიდან ბოლო ხმაზე ისმოდა მუსიკა. ერთ საქართველოში მორწმუნეები ამბობდნენ – ღმერთმა განსაცდელი გამოგვიგზავნა, რომ ვნახოთ – ყველაფერი ფუჭი და წარმავალია ადამიანის სიცოცხლის გარდა. მეორე საქართველოში მორწმუნეები ამბობდნენ – ღმერთმა კაზანტიპის და ID ბარათების გამო დაგვსაჯაო. ერთ საქართველოში გლეხები მოსავალს და შემონახულ ბოსტნეულს თბილისში სამარშრუტოებით აგზავნიდნენ. მეორე საქართველოში დილამდე ქეიფობდნენ. ერთ საქართველოში მე ეს ჩემი ფიქრები გავბედე და საჯაროდ დავდე, იმის იმედით, რომ პირველი საქართველო გაიმარჯვებს. პირველი საქართველო გაძლიერდება. პირველი საქართველოს საამაყო შვილები ყველაფერს გაუძლებენ და გადაიტანენ თავიანთ შეიძლება ერთი შეხედვით სუსტ, მაგრამ ძალიან ამტან მხრებზე. მეორე საქართველოში, მე დავწექი და დავიძინე.
მსგავსი რეპორტაჟები
როგოზინი: სააკაშვილი იდიოტად დაიბადა და იდიოტად მოკვდება
როგოზინი: სააკაშვილი იდიოტად დაიბადა და იდიოტად მოკვდება
რუსეთის ვიცეპრეზიდენტმა დმიტრი როგოზინმა საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს იდიოტი უწოდა. „სააკაშვილი იდიოტად დაიბადა და იდიოტად მოკვდება“ - დაწერა რუსმა პოლიტიკოსმა ტვიტერის მიკრობლოგზე გამო
წაკითხვა
კონგრესმენი სენფორდი:
კონგრესმენი სენფორდი: "კონგრესში ბევრს სჯერა საქართველოს იდეალების"
საქართველოს პარლამენტის წევრები პირველი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებს სტუმრობენ. პარლამენტარები კონგრესის წარმომადგენლებს ხვდებიან და ამერიკა-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე საუ
წაკითხვა
,,იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც'' ანუ ჩუმი კომპლექსები პატარა ერში
,,იყვიროს სხვამ და ვიყვირებ მეც'' ანუ ჩუმი კომპლექსები პატარა ერში
ადამიანებს გვიყვარს ერთმანეთი
წაკითხვა
პოროშენკო რუსეთს კიბერომის წარმოებაში ადანაშაულებს
პოროშენკო რუსეთს კიბერომის წარმოებაში ადანაშაულებს
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთის
წაკითხვა
„მიტინგის დაშლა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტვა, ცოტა რამ 9 აპრილის შესახებ“
„მიტინგის დაშლა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა-ჟლეტვა, ცოტა რამ 9 აპრილის შესახებ“
წაკითხვა
ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა
ბაჩო ახალაიას ბრალი დაუმძიმდა
ბაჩო ახალაიას ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ბრალი დაუმძიმდა, ხოლო მეგის ქარდავას და ნიკა ძიმცეიშვილს ამ საქმეზე ბრალი წარედგინათ. როგორც ბრალდებულების ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განმარტა, - ე.წ. ჯაშუშე
წაკითხვა
Информационно-аналитическая программа Абхазии
Информационно-аналитическая программа Абхазии "События недели"14.12. 14
Информационно-аналитическая программа Абхазии "События недели"14.12. 14
წაკითხვა
რა უნდა ვიცოდეთ უვიზო მიმოსვლის შესახებ - [ვიდეო]
რა უნდა ვიცოდეთ უვიზო მიმოსვლის შესახებ - [ვიდეო]
რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის, შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრებამდე:
წაკითხვა
9445

უახლესი