საზოგადოებრივი
104.5 FM
საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ცნობილია
ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა და მოძრაობა "წინ" დამფუძნებელმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 23,86% დააგროვა,-ამის შესახებ ბიულეტენების 97.4% დათვლის შემდეგ გახდა ცნობილი. მონაცემებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.უწყების ინფორმაციით , "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა, მარინ ლე პენმა ამომრჩეველთა ხმების 21,45% მოაგროვა.მესამე ადგილზე, 19,94% ხმით პარტია "რესპუბლიკელების" კანდიდატი, საფრანგეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ფრანსუა ფიიონი გავიდა. "მემარცხენე ფრონტის" კანდიდატმა, ჟან-ლუკ მელანჩონმა კი ამომრჩეველთა ხმების 19,64% დააგროვა.საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები საფრანგეთში კვირას, 23 აპრილს ჩატარდა. არჩევნებში მხოლოდ 11 კანდიდატი, მონაწილეობდა.პირველი ტურის შედეგების მიხედვითა ორი კანდიდატი გამოვლინდა, რომლებიც პრეზიდენტობისთვის ბრძოლას მეორე ტურში, 7 მაისს გააგრძელებენ. ეს ორი კანდიდატია საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ემანუელ მაკრონი და „ეროვნული ფრონტის“ ლიდერი, მარინ ლე პენი.წყარო: აიპრესი
წაკითხვა
ახალი ინოვაციები 2017
ეს მოგვითხრობს მსოფლიო ტექნოლოგიებზე3 New Best Technology 2017 #053 ახალი საუკეთესო ტექნოლოგია 2017 #05
წაკითხვა
იუმორი რუსული პროპაგანდის საპირწონედ
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კრემლის პროპაგანდამ თავისუფალია მედიისთვის, პოლიტიკური გაშუქებისთვის და კრიტიკული მოსაზრებებისთვის სივრცე შეამცირა. კრემლის მზარდი პროპაგანდის წინააღმდეგ რუსი ჟურნალისტების ერთი ჯგუფი გაერთიანდა, "მედუზის პროექტი"-ს სახელით ცნობილი ჯგუფი ლატვიიდან მუშაობს და რუსი ახალგაზრდების მოსაზიდად ხშირად იუმორს იყენებენ.რუსეთის ნაციონალისტური პროპაგანდა განსაკუთრებით 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გაძლიერდა. სწორედ 2014 წლის გაზაფხულის შემდეგ დაიძაბა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები ყველაზე მეტად "ცივი ომის" შემდეგ.რუსი ჟურნალისტების ერთი ჯგუფი ხელისუფლების მზარდ წნეხს გაექცა და ახლა ლატვიის დედაქალ რიგიდან აგრძელებენ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას.
წაკითხვა
ტრამპი პუტინს პირდაპირ მოსთხოვს, უარი თქვას ასადზე
გამოცემა The Sunday Times–თვის ცნობილი გახდა, რომ აშშ და ბრიტანეთი უახლოეს მომავალში ღიად დაადანაშაულებენ რუსეთს სირიაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებში და პუტინს პირდაპირ მოსთხოვენ, უარი თქვას ასადის მხარდაჭერაზე.აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოსკოვში ვიზიტის დროს იმიმ მტკიცებულებებს წარადგენს, თუ რა იცის რუსეთმა და რის დამალვას ცდილობს იმასთან დაკავშირებით, რომ სირიის ხელისუფლებამ  მომწამვლელი ნივთიერება ზარინი გამოიყენა ქალაქ შაჰ–შეიჰუნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, – წერს გამოცემა The Sunday Times.აშშ–ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვს იმაშიც დაადანაშაულებს, რომ ის არ ასრულება 2013 წლის შეთანხმების პირობებს სირიაში მასობრივი განადგურების ქიმიური იარაღის განეიტრალების მიმართულებით. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს.გამოცემის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივნის მოსკოვში ვიზიტი აშშ–ისა და ბრიტანეთის გეგმის ნაწილია, რომლებიც ვლადიმერ პუტინისგან პირდაპირ მოითხოვენ, უარი თქვას ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაზე.აშშ–ის სახელმწიფო მდივნის რეკს ტილერსონის ვიზიტი მოსკოვში 12 აპრილს შედგება. გუშინ ტილერსონსა და ლავროვ შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ირწმუნებოდა, რომ ბაშარ ასადის ჯარების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება.4 აპრილს იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღის გამოყენებით 70–ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 20 ბავშვი მოკლეს. საპასუხოდ, აშშ–ის შეიარაღებულმა ძალებმა ასადის მთავარ სამხედრო აეროდრომზე სარაკეტო იერიში მიიტანა.წყარო: PIA.GE
წაკითხვა
შავი ზღვა: თურქეთის წვრთნები, რუსეთი და საქართველო
38-ზე მეტი სამხედრო გემი, მათ შორის, ოთხი წყალქვეშა ნავი, ათი სარაკეტო ფრეგატი, სამი კორვეტი და ექვსი სარაკეტო კატარღა ჩართულია შავ ზღვაში, თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების წვრთნაში, რომელსაც Deniz Yıldızı ანუ „ზღვის ვარსკვლავი 2017“ ეწოდება. მასშტაბურმა სამხედრო საზღვაო წვრთნებმა, რომელსაც თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური ადმირალი ვეისელ კოსელე ხელმძღვანელობს, 27 მარტს აიღო სტარტი და 7 აპრილამდე გასტანს. „ზღვის ვარსკვლავის“ ფარგლებში დაგეგმილი ოპერაციების ოფიციალური მიზანი, სამხედრო-საზღვაო ძალების ბრძოლისუნარიანობის შემოწმება და შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთოების შენარჩუნებაა. თურქული წყაროების ცნობით, საზღვაო მანევრების დროს, თურქმა სამხედროებმა პირველად განახორციელეს, ამერიკული Harpoon Block 2 ტიპის ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტების პრაქტიკული გაშვება, როგორც წყალში, ისე მიწაზე არსებული სამიზნეების განასადგურებლად. თურქეთის სამხედრო-საზღაო ფლოტის გარდა, წვრთნებში მონაწილეობენ სამხედრო-საჰაერო ძალებისა და სანაპირო დაცვის ნაწილებიც. წვრთნის გეგმის მიხედვით, ორი სარაკეტო კატარღა Kalkan და Yildirim-ი მეგობრული ვიზიტით ბათუმის პორტში შემოვიდა. ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი ამბობს, რომ NATO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო ხომალდების სტუმრობა ქართულ პორტებში საქართველოს უსაფრთოებისთვის მნიშვნელოვანია. „NATO-ს სამხედრო-საზღვაო ძალების გემების ყოფნა შავ ზღვაში, რომლებსაც შეუძლიათ შემაკავებელი ფუნქცია იკისრონ რუსეთის აგრესიის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს უსაფრთხოებისთვის, ისეც ჩვენი ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ეს ნიშნავს, რომ NATO გიახლოვდება იმდენად, რომ უკვე შენს პორტებში აჩერებს თავის გემებს. იმ ფონზე, როცა საქართველოს სამხედრო-საზღვაო ძალები არ არსებობს, სანაპირო დაცვაც არ გაგვაჩნია იმ ხარისხის რომ შევძლოთ აგრესორის შეჩერება, დესანტირებას აღკვეთა იქნება ეს თუ ჩვენს ქალაქებზე შეტევა, რაც 2008 წლის აგვისტოში კარგად გამოჩნდა, NATO-ს ქვეყნების აქტიურობა შავ ზღვაში უმნიშვნელოვანესია“. ბათუმის ნავსადგურის გარდა, თურქეთის სამხედრო გემები ასევე შევიდნენ შავ ზღვაზე, პოტენციური მოწინააღმდეგის - რუსეთის პორტში. ხუთი წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა, როცა თურქეთისა და NATO-ს დროშით მცურავი ფრეგატი Barbaros-ი და კორვეტი Büyükada ნოვოროსიისკის პორტში გამოჩდნენ. და, რაც მთავარია, რუსები მათ არა საპროტესტო ტრანსპარანტებით, არამედ, სამხედრო ორკესტრის მარშით, პურითა და მარილით დახვდნენ. ნოვოროსიისკში შესულ Barbaros-ზე იმყოფება თურქეთის სამხედრო-საზღვაო ძალების მეთაური, ადმირალი კოსელე, რომელიც უკვე შეხვდა რუსეთის შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურს, ადმირალ ვიტკოს. ექსპერტების აზრით, 2016 წლის ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, NATO-ს წევრი თურქეთი საერთაშორისო ურთიერთობების სისტემაში თავის ახალ ადგილს ეძებს. ანკარა ერთის მხრივ, მოუწოდებს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს გააძლიეროს პოზიციები შავ ზღვაზე, რომ „შავი ზღვა რუსულ ზღვად“ არ გადაიქცეს და მეორეს მხრივ, ანგარიშს უწევს აკვატორიაში არსებულ დისბალანსს, რომელიც 2014 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის, ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციის შემდეგ შეიქმნა. A2AD (Anti-Access and Area Denial) - მოწინააღმდგების შეკავების კონ
წაკითხვა
სენატში საქართველოს სუვერენიტეტის მხარდამჭერი რეზოლუცია შევიდა
აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ( ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისია აშშ-ის კონგრესში) თანათავმჯდომარეების-სენატორ როჯერ უიკერისა და სენატორ ბენ კარდინის თაოსნობით, აშშ-ის სენატში რეზოლუცია შევიდა, რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს.სენატის რეზოლუცია #106, გმობს რუსეთის სამხედრო ინტერვენციას და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას. "რუსეთის მთავრობა დიდი ხანია ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. დროა, აშშ-ის სენატმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადოს, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების მიწების მიტაცებას და რომ რუსეთმა 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დადგენილი პირობების გატარება უნდა უზრუნველყოს,-განაცხადა სენატორმა უიკერმა.რეზოლუციის ტექსტში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უგულვებელყოფა უხეშად არღვევს ჰელსინკის საბოლოო აქტის მთავარ პრინციპს და რომ საქართველო ტრანსატლანტიკური თანამეგობრობის ძლიერი პარტნიორია. ამის მაგალითად, დოკუმენტის ტექსტში ევროპის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებაა მოყვანილი და აღნიშნულია, რომ ამგვარი მნიშვნელოვანი მოვლენა კონსტრუქციული ურთიერთობების დასტურია.
წაკითხვა
ანტალიის სასტუმროში, დასასვენებლად ჩასული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს
თურქეთის ქალაქ ანტალიის ერთ-ერთ სასტუმროში საქართველოს 35 წლის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. რადიო "თურქეთის ხმის" ინფორმაციით, გარდაცვლილი რამდენიმე დღის წინ ანტალიაში დასასვენებლად ჩავიდა.გარდაცვალების მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.წყარო: პრესა.ჯი
წაკითხვა
პონომარიოვი: ვორონენკოვი რუსეთის ხელისუფლებისთვის საფრთხე იყო
უკრაინის პოლიციის ცნობით, ყოფილი რუსი კანონმდებელი, დენის ვორონენკოვი, ოთხშაბათს კიევში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს. ეს მკვლელობა, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ იყო შეკვეთილი.ვორონენკოვმა, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო, გასულ წელს თავი უკრაინას შეაფარა და უკრაინის ყოფილი პრო-რუსული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ღალატის საქმეზე ჩვენება მისცა.უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ თქვა, რომ სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ, ვორონენკოვის მიერ მიცემული ჩვენება გახდა. მისი თქმით ეს „კრემლის მიერ ჩადენილი, ტიპიური, მოწმის სიკვდილით დასჯა იყო.პოლიციის ცნობით, ვორონენკოვი კიევის ცენტრში, სასტუმროს წინ იდგა, როცა თავდამსხმელმა მას ესროლა და მოკლა. ვორონენკოვის პირადი მცველიც
წაკითხვა
რუსეთი ევროპული ერთიანობის წინააღმდეგ
წარმოიდგინეთ სცენარი, როდესაც ესტონეთის ქალაქ ნარვაში საპროტესტო გამოსვლები იწყება. იქ რუსულენოვანი მოსახლეობა უმრავლესობას წარმოადგენს. გამომსვლელები ენობრივი პოლიტიკის უსამართლობას აპროტესტებენ და უფრო მეტ უფლებებს ითხოვენ. შემდეგ, მათ დასახმარებლად „პატარა მწვანე კაცუნები“ ჩნდებიან, რომელთაც რუსული სამხედრო ფორმები აცვიათ. მოსკოვი უარყოფს, რომ მას რაიმე საერთო აქვს ამასთან და მოითხოვს ტალინისგან დაასრულოს ნარვის მოსახლეობის დისკრიმინაცია. როგორ უპასუხებს ასეთ გამოწვევას NATO და ევროკავშირი? მოხდება თუ არა რუსული საფრთხის შეკავება და საკმარისად ერთიანი იქნება თუ არა ევროგაერთიანება ამისთვის? მოვლენების ამ სცენარით განვითარებას აღწერს ავტორი ჯეიმს კირჩიკი საკუთარ წიგნზე"ევროპის დასასრული" საუბრისას და "ბრუკინგსის ინსტიტუტში" წიგნის პრეზენტაციისას ყურადღებას ამახვილებს იმ გამოწვევებზე, რაც ევროპის წინაშე დგას.“ევროპის კოშმარული სცენარი არ არის შემდეგი მსოფლიო ომი. კოშმარული სცენარია ამორალური, უმოქმედო და ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობები, რომლებსაც არ სჯერათ, რომ ღირებულებების გავრცელება მნიშვნელოვანია და რომელებიც მხოლოდ ეკონომიკურ ურთიერთობებზე არიან ორიენტირებული. ეს შეიძლება იყოს მემარჯვენე ან მემარცხენე მთავრობა, თუმცა ყველა მათგანს სურს მოსკოვთან გარიგება, ჩემთვის ეს ევროპის დასასრულია”, - ამბობს „საგარეო პოლიტიკის ინიციატივის“ ექსპერტი ჯეიმს კირჩიკი.რუსეთი ევროპული ერთიანობისთვის გამოწვევას წარმოადგენს, რადგან მოსკოვი ცდილობს ევროპის შიგნით უკმაყოფილების გაღვივებით, მოკავშირე ძალების დაფინანსებით და მისი საინფორმაციო
წაკითხვა
უკრაინელი მინისტრი: აშშ უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობაში მხარს უჭერს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ვაშინგტონში შეხვედრისას მას დაუდასტურა, რომ რუსეთთან დაპირისპირებაში, ვაშინგტონი კიევის მხარდაჭერას გააგრძელებს.კლიმკინი ჟურნალისტებს სამშაბათს, სახელმწიფო დეპარტამენტში ტილერსონთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა, რომელიც „ექსონ-მობილის“ ყოფილი მთავარი აღმასრულებელი დირექტორი იყო და ახლა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მთავარი დიპლომატია.მათი შეხვედრა იმ დროს მოხდა, როცა უკრაინაში და დასავლეთში უკრაინის მხარდამჭერებს შორის არსებობს შეშფოთება იმის გამო, რომ შესაძლოა ტრამპმა შეერთებული შტატების რუსეთისადმი მიდგომა შეარბილოს, თუ გავითვალისწინებთ მისივე გამონათქვამს, რომ მოსკოვთან ურთიერთობების გამოკეთება სურს.თუმცა დღემდე, ტრამპის ადმ
წაკითხვა
ევროპული უსაფრთხოების მომავალი - დისკუსია ვაშინგტონში
კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლის მეორე დღეს, ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში ევროპის უსაფრთხოებისა და მისი მომავლის შესახებ ისაუბრეს.რა სივრცე რჩება საქართველოსა და მისი მსგავსი ქვეყნებისთვის მაშინ, როდესაც ევროპის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებში ნაციონალისტური პარტიები მძლავრობენ და არავინ იცის, როგორი იქნება წელს რამდენიმე ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების შედეგები.ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო მოთმინებით უნდა დაელოდოს იმას, თუ როგორ გამოიკვეთება დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის კონტურები. მსგავსი შეხედულება აქვს “საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცენტრის” დირექტორ კრისტოფერ ჩივისსაც:“რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ისეთია, რომ ბევრი რამ სწორედ ახლა უნდა გადაწყდეს. ვიმედოვნებ, საქართველო მოთმინებით დაელოდება იმას, რომ დასავლეთის საგარეო პოლიტიკა უფრო აშკარად გამოიკვეთოს და გასაგები გახდეს კონკრეტული მიმართულებები საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის”, - ამბობს ჩივისისაერთაშორისო პოლიტიკის ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური ყურადღებისა და ფინანსური დახმარების შემც
წაკითხვა
კიდევ ერთი ნაბიჯი უვიზო რეჟიმისკენ
ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის შენგენის ზონის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის შემოღებაზე შეთანხმდნენ. ბრიუსელში დღეს გამართულ შეხვედრაზე ევროპის ელჩებმა ასევე მოიწონეს ე.წ. შეჩერების მექანიზმი, რომელიც საქართველოს და უკრაინისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების წინაპირობად იქნა შემუშავებული. მომდევნო ეტაპი სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს დანიშნულ 28 ქვეყნის კავშირის მინისტერიალზე, ამ ორი გადაწყვეტილების დამტკიცება იქნება. პროცესის გეგმის მიხედვით წარმართვის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ქვეყნებში უვიზოდ მოგზაურობას უკვე მარტის ბოლოდან შეძლებენ. ამერიკის ხმა
წაკითხვა
ლტოლვილთა დღიურები | ბავშვები ომის დროს
ლტოლვილთა ბანაკებმა  ბევრი ადამიანისათვის შეცვალა ცხოვრება. ერთ-ერთი ასეთი გოგონა,  16 წლის ფატიმაა, რომელიც ამჟამად იორდანიის ბანაკში ცხოვრობს .„უკანასკნელი რაც სირიიდან მახსოვს ეს სწავლის ბოლო დღეა, რომელიც ყველაზე საშინელი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. მე ერთ-ერთ ამბიციურ მოსწავლედ ვითვლებოდი კლასში, რომელსაც უმაღლესი შეფასება ჰქონდა. სწავლის დამთავრებამდე დაახლოებით ორი კვირა იყო დარჩენეილი როდესაც მამაჩემმა მითხრა რომ ჩემს ორ ძმასთან ერთად იორდანიაში უნდა წავსულიყავით. ის მიხსნიდა რომ ეს ჩვენი უსაფრთხოებისათვის იყო. სირიაში ხალხს ხოცავდენენ და ჩვენც საფრთხე გვემუქრებოდა ,მაგრამ მე ვუყვიროდი, არ  მადარდება ჩემი უსაფრთხოება, ეს ჩემს მშობლებსაც ვუთხარი. სხვაგან წასვლას ჩემს ქვეყანაში დარჩენა მერჩივნა, თუნდაც აფეთქებების შუაგულში.თუმცა, ბოლოს მაინც დავნებდი.ვიცოდი ,რომ თუ ჩემს ოჯახს სირიაში დარჩენას ვაიძულებდი, არასდროს ვაპატიებდი თავს მათ რომ რაიმე მოსვლოდათ. იორდაინიის შესახებ მხოლოდ ტელევიზიიდან ვიცოდი და შეშინებული ვიყავი.შემდეგ დღეს კლასში ვიჯექი, მასწავლებელი საუბრობდა და მე არაფერი მესმოდა,თითქოს უცხო ენაზე ლაპარაკობდა. მისი ხმა შორეულ ექოსავით მესმოდა. თითქოს ვერც ვლაპარაკობდი .საკუთარ თავს ახალი ცხოვრებისთვის ვამზადებდი. არ შემეძლო მასწავლებლისთვის და ჩემი მეგობრებისათვის მეთქვა რომ უკან აღარ დავუბრუნდებოდი ჩემს მერხს. მშობლემა გამაფრთხილეს რომ არავისთვის მეთქვა ჩვენი გეგმების შესახებ,რადგან შეიძლება ვინმეს გავეჩერებინეთ. მე ერთ-ერთი იმ ოც სტუდენთაგანი ვიყავი რომელიც კლასში აღარ დაბრუნებულაშემდეგ დღეს საზღვარი გადავკვეთეთ . დაბნელებას ვუცდიდით და ორი საათი ვიარეთ სანამ იორდანიის საზღვართან  არ მიგვიყვანეს ხალხმა,ვისაც მამამ ფული  გადაუხადა.ბანაკში რომ ჩავედით იქაც გავაგრძელე სწავლა.პირველ დღეს ალიასთან ერთად ვიჯექი.ალია ლამაზი, ჭკვიანი და მხიარული გოგო იყო. მალე დავმეგობრდით.რამდენიმე კვირის შემდეგ ალიამ მითხრა რომ გათხოვებას აპირებდა. მიყვებოდა რომ ქორწილის დღეს ლამაზ კაბას ჩაიცმევდა და მისი ქმარიც ყველანაერ  ტანსაცმელს უყიდიდა რაც მოესურვებოდა.  ის ოცნებობდა რომ ისე ეცხოვრა,როგორც დიდს…ახლაც გაბრაზებული ვარ როდესაც ალიაზე ვლაპარაკობ. თან მეცოდება კიდეც. ვცდილობდი დამერწმუნებინა,რომ ჯერ სკოლა დაემთავრებინა „ გოგოები ჩვენს ასკში სკოლის ფორმებს უნდა ატარებდნენ,კი არ უნდა თხოვდებოდნენ“ არაფერი შეედრება ს
წაკითხვა
კონგრესმენი სენფორდი: "კონგრესში ბევრს სჯერა საქართველოს იდეალების"
საქართველოს პარლამენტის წევრები პირველი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებს სტუმრობენ. პარლამენტარები კონგრესის წარმომადგენლებს ხვდებიან და ამერიკა-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე საურობენ. ,,ამერიკის ხმა" ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე რესპუბლიკელ კონგრესმენებს ესაუბრა. შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ ბევრი კითხვა ისმის იმაზე, თუ როგორი იქნება შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და რა გავლენას იქონიებს ეს ურთიერთობა რუსეთის სამეზობლოზე. კონგრესმენი მარკ სენფორდი ამბობს, რომ საქართველოს და მის დემოკრატიას კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლები უჭერენ მხარს. ,,კონგრესში არიან ადამიანები, ვინც შეშფოთებულია პრეზიდენტ ტრამპის ზოგიერთი განცხადებით პუტინთან მიმართებით. ჩვენ არ ვიცით როგორ შეიცვლება პოლიტიკა რუსეთის მიმართ. რაც დანამდვილებით ვიცით არის, რომ კონგრესში ორივე პარტიის ბევრ წარმომადგენელს სჯერა საქართველოსი და მისი იდეალების," ამბობს სენფორდი. მისი თქმით, ამერიკის კონგრესის მნიშვნელოვან ნაწილს ესმის საქართველოს ღირებულებების და "იზიარებს რწმენას, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს, როგორც დემოკრატიის შუქურას რეგიონში.'' შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას რესპუბლიკელი კონგრესმენი დუნკან ჰანტერი ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპზე ერთგვარ წნეხს საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფები მოახდენენ. ,,საქართველოსთან თანამშრომლობას მეტ ყურადღებას აქცევენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში და სენატში. აქვე უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტ ტრამპი ევროპაში რუსეთის ქმედებებს ხედავს და ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ვლადიმირ პუტინი ახლო აღმოსავლეთში და ვლადიმირ პუტინი ევროპაში, რომელიც საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს. ეს ორი საკითხი განსხვავებულად უნდა ვნახოთ," ამბობს ჰანტერი. ,,ონგრესმენი დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთს "ეტყვის დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა საქართველოს საზღვარი მეტად აღარ დაარღვიოს და საბოლოოდ უკან დაიხიონ და საქართველოს სუვერენიტეტი აღიარონ.'' ჰანტერის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაიზრდება შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობა ბალტიისპირეთის და კავკასიის ქვეყნებთან, ასევე უკრაინასთან და პოლონეთთან. მისი თქმით, ამის მიზანი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების დამოუკიდებლობის და თავისუფლების გაძლიერებაა. ამერიკის ხმა.
წაკითხვა
ოლბრაიტი: არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინი სუკის აგენტი იყო
ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, საუბრობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ამერიკის როლი მსოფლიოში და რა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ვაშინგტონს საერთაშორისო წესრიგის შექმნასა და შენარჩუნებაში.ოლბრაიტი 30 იანვარს საერთაშირისო და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ამერიკას განსაკუთრებული როლი აკისრია საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებში. „ჩვენ შეუცვლელი ქვეყანა ვართ. ეს პრეზიდენტმა კლინტონმა თქვა და მე ხშირად ვიმეორებ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარტო უნდა ვიყოთ, ეს პარტნიორებსაც გულისხმობს,“ განაცხადა გამოსვლის დასაწყისში ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.ოლბრაიტი კლინტონის ადმინისტრაციის წევრი იყო. მას გაეროში ამერიკის ელჩის თანამდებობა ეკავა და შემდგომ პირველი ქალი გახდა ამერიკის ისტორიაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში.
წაკითხვა
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უცხოეთიდან მოწყობილად მიიჩნევს მის სამინისტროზე ჰაკერულ თავდასხმას
ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ელფოსტაზე მოეწყო ჰაკერული თავდასხმა, რომელიც ამ სამინისტროს ხელმძღვანელის, ლუბომირ ზაორალეკის განცხადებით, ჰგავდა აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგ საპრეზიდენტო არჩევნების დროს განხორციელებულ კიბერიერიშებს. როგორც ზაორალეკმა 31 იანვარს განაცხადა, მას უწყების „საუკეთესო ექსპერტებმა“ შეატყობინეს, რომ ჰაკერული თავდასხმა ძალიან მაღალი დონეზე მოეწყო, სავარაუდოდ, უცხო ქვეყნის მიერ. ზაორალეკის თანახმად, ჰაკერებმა ვერ მოიპოვეს სამინისტროს ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია და ონლაინ სისტემის უსაფრთხოება უკვე უზრუნველყოფილია. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა შარშან რუსეთი დაადანაშაულეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მცდელობაში, დემოკრატიული პარტიის ოფიციალური წარმომადგენლების ელფოსტაზე კიბერიერიშების მეშვეობით. შარშან ოქტომბერში ჩეხეთში დააკავეს რუსეთის მოქალაქე, რომელზეც აშშ-ს ძებნა აქვს გამოცხადებული ჰაკერულ თავდასხმებში ბრალდების საფუძველზე.წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28270557.html
წაკითხვა
გაეროში აშშ-ის ელჩი: რუსეთი საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს
გაეროში აშშ-ის ელჩი, სამანტა პაუერი რუსეთს ადანაშაულებს აგრესიულ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებებში, რომლებიც, მისი აზრით, საფრთხეს უქმნის მსოფლიო წესრიგს. პაუერმა ეს შეფასება გამოთქვა 17 იანვარს ვაშინგტონში დაფუძნებულ კვლევით ცენტრ „ატლანტიკურ საბჭოში“, სადაც გამოვიდა გაეროში აშშ-ის ელჩის რანგში თავისი ბოლო მოხსენებით. მან რუსეთის აგრესიულობის მაგალითებად მოიყვანა ყირიმის ანექსია, ინნტერვენცია აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტში, სირიის მთავრობის სამხედრო მხარდაჭერა და დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნებზე ჰაკერული თავდასხმებითა და დეზინოფრმაციით გავლენის მოხდენის მცდელობა. წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28239775.html
წაკითხვა
რუსეთის ეკონომიკის მცირედით ზრდა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობას სამუშაო ადგილებით
წლევანდელი მონაცემებით რუსეთის ეკონომიკის მცირე ზრდა ვერ უზრუნველყოფს მოსახლეობას სამუშაო ადგილებით. ამის შესახებ ინფორმაცია გუშინ გაავრცელა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ. მისი ვარაუდით, რუსეთში კვლავ შენარჩუნდება უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელი. დასაქმების პერსპექტივების შესახებ გაეროს 2017 წლის მოხსენებაში აღნიშნულია, რომ ნავთობის ფასის გლობალური კლება მძიმედ დააწვა რუსეთის ეკონომიკას, რასაც დაემატა ევროკავშირის და აშშ-ის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები.წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28231295.html
წაკითხვა
სენატორი მაკკეინი: რუსეთის ჰაკერული იერიში - ეს არის თავდასხმა აშშ-ზე
გავლენიანმა რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე რუსეთის მიმართ მოსალოდნელ ახალ სანქციებზეც ისაუბრა და ჰაკერულ იერიშებს სამთავრობო და დემოკრატიულ ინსტიტუტებზე, რუსეთის მხრიდან აშშ-ზე თავდასხმა უწოდა. „ჩვენ აუცილებლად ვიმუშავებთ უფრო მკაცრი სანქციების შემოღებისათვის რუსეთის წინააღმდეგ, რომელმაც თავდასხმა განახორციელა შეერთებულ შტატებზე, რადგან ჰაკერული იერიში ეს არის თავდასხმა და სწორედ ასე უნდა განვიხილოთ ეს შემთხვევა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ სანქციები უნდა შეეხოს რუსეთის საფინანსო ინსტიტუტებსა და რუსეთის ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებას. ჩვენ აქტიურად მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს, რათა უფრო მძლავრი და მნიშვნელოვანი სანქციები დაუწესდეს რუსეთს, აშშ-ზე განხორციელებული თავდასხმის გამო,“ - განაცხადა სენატორმა ჯონ მაკკეინმა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე. საქართველოს 1 იანვარს ესტუმრა ამერიკელ სენატორთა სამკაციანი ჯგუფი. რესპუბლიკელი სენატორი - ჯონ მაკკეინი, ასევე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი - ემი კლობუშარი საქართველოში უკრაინიდან შუადღეს ჩავიდნენ. სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ზოლის დათვალიერების შემდეგ ამერიკელი სენატორები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. 2 იანვარს კი ესტუმრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების კრწანისის სასწავლო პოლიგონს, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს წარმოადგენს. წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28208298.html
წაკითხვა
გაეროს ახალ გენერალურ მდივანს 2017 წელს „მშვიდობის დამყარების“ სურვილი აქვს
გაერო-ს ახალი გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სურვილია, რომ 2017 წელს მშვიდობის დამყარება პირველ ადგილზე იდგეს.გუტერეშმა, რომელმაც 1 იანვრიდან გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე ბან კი მუნი შეცვალა, მის პირველ ოფიციალურ მესიჯში სირიაში, სამხრეთ სუდანში, იემენსა და ბურუნდიში საომარი კონფლიქტების შედეგად გასაჭირში ჩავარდნილი მოსახლეობის მდგომარეობის შემსუბუქებაზე გაამახვილა ყურადღება. „როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ კონფლიქტების მძევლად ქცეულ მილიონობით ადამიანს, რომლებიც მასობრივად იტანჯებიან იმ ომების გამო, რომელსაც ბოლო არ უჩანს“. კითხულობს გაეროს ახალი გენერალური მდივანი და მერე პასუხობს: „ამ ომებში ვერავინ გაიმარჯვებს. ყველა დამარცხებულია.“66 წლის გუტერეში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ლტოლვილთა კომისარიატს 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა, მანამდე კი პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. ანტონიო გუტერეში გენერალური მდივნის რანგში მუშაობას 2017 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება. 2007 წლიდან დღემდე გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას სამხრეთკორეელი დიპლომატი ბან კი მუნი იკავებდა, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნის ვადა მიმდინარე წლის 31 დეკემბერს ეწურება.წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28208318.html
წაკითხვა

უახლესი