საზოგადოებრივი
104.5 FM
Top 5 - Road mountain Bicycle 2016
If you're looking for a new off road ride, you'll be glad to know there's no shortage of exciting technology coming to the market. Here's a look at five of the most interesting mountain bikes for 2016.
წაკითხვა
ლუის ალბერტო სუარესი
ეროვნულ ნაკრებში სუარესი პირველად გამოჩნდა 2007 წელს. ის იყო ნაკრების ძირითადი შემადგენლობის მუდმივი წევრი 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე. მან 20 თამაშიდან 19-ში მიიღო მონაწილეობა. მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა სუარესი მსოფლიო ჩემპიონატზეც გამოიძახა. ჩემპიონატზე სუარესმა სამი გოლი გაიტანა. ერთი გოლი მან ჯგუფუტი ეტაპის მატჩში, მექსიკისწინააღმდეგ, ორი კი მერვედფინალში, სამხრეთ კორეის წინააღმდეგ თამაშისას გაიტანა. მეოთხედფინალში, განას წინააღმდეგ მატჩის დროს სუარესმა ხელით გამოიტანა განელი ფეხბურთელის, დომინიკ ადიას მიერ დარტყმული ბურთი. ამით მან ნაკრები გავარდნისგან იხსნა, თუმცა მიიღო "წითელი ბარათი (ფეხბურთი) (ჯერ არაა დაწერილი)">წითელი ბარათი და მოუხდა გამოტოვება ნახევარფინალისა, რომელიც მისმა გუნდმა ნიდერლანდის ნაკრებთანდათმო.>სუარესი იყო ურუგვაის ნაკრების ერთ-ერთი წამ
წაკითხვა
ყვარელში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა
3–4 დეკემბერს ყვარლის სასპორტო სკოლაში ევროპის ჩემპიონის – როინ მაღალთაძის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ღონისძიება სპორტული კლუბის – „ბლექ თაიგერის“ (Black Tiger) ორგანიზებითა და „წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.წლევანდელი შეჯიბრი 2000–2002 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის გაიმართა. ორდღიან ჩემპიონატში მონაწილეობა 262–მა ძიუდოისტმა მიიღო. გამარჯვებულები რვა წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებსა და მათ მწვრთნელებს ორგანიზატორისგან ფულადი პრიზები გადაეცათ.როინ მაღალთაძის სახელობის ტურნირი ყვარელში 2011 წლიდან, „წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ფონდის“ მხარდაჭერით, რეგულარულად ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული სპორტსმენები.
წაკითხვა
მიკერძოებული მსაჯობა კალათბურთში (ქუთაისი 2010-დინამო)
ამ ვიდეოში მკაფიოდ ჩანს და ამტკიცებს იმას რომ მსაჯები არიან  მიკერძოებულები  და "უდგებიან" დინამოს
წაკითხვა
მკლავჭიდელთა წარმატება Zloty Tur-ის თასზე
პოლონეთში, ქალაქ რუმიაში 18-19 ნოემბერს გაიმართა ჩემპიონატი მკლავჭიდში - მსოფლიო თასი Zloty Tur-ი. ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმაც მიიღეს მონაწილეობა, მსოფლიო და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა ვილენი გაბრავამ კიდევ მოიგო Zloty Tur-ის თასი, ასევე, პირველად ამ ტურნირზე გასულმა დავით სამუშიამ პირველი ადგილი დაიკავა, გენადი კვიკვნიამ, მსოფლიო და ევროპის მრავალგზის ჩემპიონმა, დიდ კონკურენციაში მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო მკლავჭიდელმა ანდრეი პუშკარმა - მესამე ადგილი. მკლავჭიდელთა წარმატება არცერთ ტელეარხს არ გაუშუქებია, სამწუხაროდ. წარმატებები ქართულ სპორტს და ქართულ მკლავჭიდს! 
წაკითხვა
მოულოდნელი იმედგაცრუება
გუშინ 9:00 საათზე იყო საინტერესო მატჩი საქართველოსა და მოლდოვას შორის.მე-16 წუთზე ყაზაიშვილის სასარგებლოდ ანგარიში გახდა 1:0.სახიფათო მომენტის ჩაშლის მიერ გამოგდებული ბურთი მიიღო ყაქაიშვილმა და შორეულ კუთხეში შეაგდო ლამაზად შესრულებული გოლი.მატჩის მიმდინარეობისას ორი სახიფათო პენალტი არ დაგვინიშნეს.როდესაც ყველას ეგონა,რომ მატჩი მოგებით დამთავრდებოდა,მაშინ 78-ე წუთზე გაცკანმა გაათანაბრა ანგარიში.სახიფათო მომენტისას გამოგდებული ბურთი მიუვიდა ანტონიუკის და გაუთამაშა გაცკანს და მან შეაგდო შორეულ კუთხეში.ლორიას ძალიან ცოტა დააკლდა,რომ აეღო ბურთი.
წაკითხვა
გურამ უსტიაშვილი საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას კიდევ ერთხელ შეეცდება
ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი – ძალოსანი გურამ უსტიაშვილი საკუთარი რეკორდის მოხსნას კიდევ ერთხელ შეეცდება: მან ერთმანეთზე გადაბმული ხუთი ავტომობილი კბილებით უნდა გაწიოს. ასპარეზობის მხარდამჭერია საქართველოს მინი კუპერის ფანკლუბი.ღონისძიება ხვალ, 15:00 საათზე, მეტეხის ტაძრის ეზოში ჩატარდება. წესების თანახმად, სპორტსმენმა ერთმანეთზე გადაბმული ავტომობილები მინიმუმ სამ მეტრ მანძილზე უნდა გაწიოს. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან.22 წლის გურამ უსტიაშვილისთვის ეს ასპარეზობა პირველი არ არის. მისი დებიუტი 2013 წელს, “თბილისობის” დღესასწაულზე შედგა, როდესაც კბილებით სამი ავტომობილი გაათრია. მიმდინარე წლის 16 აგვისტოს კი შედეგი ერთი ავტომობილით გააუმჯობესა.
წაკითხვა
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა
შსს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა  – კაპიტანმა ზურაბ ლუხოშვილმა ე.წ. “ჩაჯდომებში” მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ღონისძიება საქართველოს კუდოს ფედერაციის მხარდაჭერით თბილისში, სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ში” ჩატარდა. რეკორდის მოსახსნელად სპორტსმენს, 80 ფუნტი (36.3 კგ) წონის ზურგჩანთით წუთში სულ მცირე 43–ზე მეტი ჩაჯდომა უნდა შეესრულებინა. მოქმედი რეკორდი – 42 ჩაჯდომა, იტალიის მოქალაქე სილვიო საბას ეკუთვნოდა, მისი წინამორბედი კი ბრიტანელი პედი დოილი იყო, 40 ერთეულით. ზურაბ ლუხოშვილს მიზნის მიღწევა არ გასჭირვებია: მან 60 წამის განმავლობაში 63 ჩაჯდომის გაკეთება მოასწრო და გინესის მსოფლიო რეკორდების ნორმატივს 20 ერთეულით გადააჭარბა. შედეგი ადგილზე დააფიქსირეს საქართველოს რეკორდების ფედერაციის მსაჯებმა.– “რეკორდის მოხსნა ჩემთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენდა, თუმცა ამ შედეგის მისაღწევად დაახლოებით ექვსთვიანი მომზადება დამჭირდა. ვარჯიშს ვაგრძელებ და იმედი მაქვს, მომავალში ახალი რეკორდების დამყარებასაც შევძლებ. მხარდაჭერისთვის მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს კუდოს ფედერაციას და მის ხელმძღვანელობას” – განაცხადა რეკორდსმენმა.– “ზურაბ ლუხოშვილის წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი, თუმცა ასეთ მაღალ შედეგს არ ველოდი: თითოეულ ჩაჯდომას ერთ წამზე ნაკლებ დროში ასრულებდა და შესვენება საერთოდ არ გამოუყენებია. ვთვლი, რომ წარმატებული ღონისძიება გამოგვივიდა. თანამშრომლობისთვის მადლობას ვუხდი სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ს” და საბრძოლო ხელოვნება კუდოს ეროვნულ ფედერაციას” – განაცხადა რეკორდების ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ბეგიაშვილმა.ზურაბ ლუხოშვილი 1983 წლის 3 სექტემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფეში დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზ–აღზრდის ფაკულტეტი. 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. წარსულში სპორტით პ
წაკითხვა
პოლიციის კაპიტანი ზურაბ ლუხოშვილი მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება
შსს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი, კაპიტანი ზურაბ ლუხოშვილი ე.წ. “ჩაჯდომების” ვარჯიშში მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება. ღონისძიება 21 სექტემბერს, 13:00 საათზე, სპორტულ კლუბ “ფიტნეს 31–ში“ (თბილისი,ბოგდან ხმელნიცკის ქ. №181) ჩატარდება. სარეკორდო ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს რეკორდების ფედერაცია, მხარდამჭერი კი – საბრძოლო ხელოვნება კუდოს ეროვნული ფედერაცია.მსოფლიო რეკორდის დასამყარებლად, ზურაბ ლუხოშვილმა 80–ფუნტიანი (36.287 კგ) ზურგჩანთის თანხლებით, ერთი წუთის განმავლობაში სულ მცირე 43 ჩაჯდომა უნდა შეასრულოს. ამჟამად გინესის მოქმედი რეკორდი 42 ჩაჯდომაა და იტალიის მოქალაქე სილვიო საბას ეკუთვნის, მანამდე კი, 40 ჩაჯდომით, პირველ ადგილს ბრიტანელი პედი დოილი იკავებდა.ზურაბ ლუხოშვილი 1983 წლის 3 სექტემბერს, ყვარლის რაიონის სოფელ ახალსოფეში დაიბადა. 2004 წელს დაამთავრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი სამხედრო მომზადებისა და ფიზ–აღზრდის ფაკულტეტი. 2009 წლიდან მუშაობს საქართველოს შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტში, ჯგუფის უფროსის პოზიციაზე. წარსულში სპორტით პროფესიონალურ დონეზე დაკავებული არ ყოფილა. მისთვის ეს სარეკორდო ასპარეზობა პირველია.
წაკითხვა
Georgian classic
  ეს ამბავი ჩემმა ძმაკაცმა მომიყვა. თბილისის გარეუბანში საფეხბურთო გუნდი არსებობდა. გუნდი გადამეტებული ნათქვამია,  ბიჭების ჯგუფი, რომელთაც ბურთივით მრგავლი, პირში სასტვენის მაგივრად, სიგარეტგარჭობილი ტრენერი ჰყავდათ. ბიჭები ყოველ კვირა ფეხბურთს თამაშობდნენ. თამაშობდნენ რა, სტადიონზე გადიოდნენ და უყურებდნენ როგორ გაჰქონდათ მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეებს გოლები მათ კარში. ღირსეულ წაგებად ითვლებოდა ოცი, ოცდაათით ნოლებიც. დიდ წარმატებად კი- ათბურთიანი მარცხი. ერთ დღესაც, ერთი ბავშვის მშობელმა გადაწყვიტა შვილი ფეხბურთიდან გაეყვანა. ალბათ, ყოველთვიური გადასახადის გადახდის თავი აღარ ჰქონდა. გადასახადს კი ტრენერი შედეგზე მეტად ითხოვდა. ჰოდა, მშობელმა იფიქრა, ამდენი ხანი ვატარე ჩემი ბიჭი ფეხბურთზე, მივალ, დაველაპარაკები ტრენერს, უთქმელად გაყვანა  შვილის, კაცის არასწორი საქციელიაო. სამსახურის გაცდენაც არ მოუწევდა. რადგან წლებია არსად უმუშავია.  ადგა და ვარჯიშამდე ათი წუთით ადრე მივიდა ტრენერთან დასალაპარაკებლად. ერთმანეთს გასახდელის შესასვლელ ვიწრო დერეფანში შეხვდნენ. პატარა გასახდელის კიდევ უფრო პატარა ფანჯრიდან მათ საუბარს მთელმა გუნდმა მოუსმინა. (არ ვიცი რატომ)                                                                                                    -გამარჯობა!                                                                                                                         -გაგიმარჯოს! . ხელის ჩამორთმევით მიესალმენ  ერთმანეთს.                                         -  ძალიან კი მერიდება, მაგრამ სამსახურიდან გამომიშვეს. კაპიკი ფული არ მაქვს, რომ...  ჩემი ბიჭის გაყვანა გადავწყვიტეთ ფეხბურთიდან. მაგ ვირიშვილისგან მაინც არაფერი გამოვა და იჯდეს სახლში, გაკვეთილები ისწავლოს. ისედაც სკოლიდან აგდებენ ფეხბურთის გამო.                                                                                                     - რას ამბობთ, თქვენი ბიჭის გაყვანა გინდათ ფეხბურთიდან?! ეს რა თქვით. თქვენი ბიჭი ხომ ნამდვილი ტალანტია. ოცდასამი წელიწადია ტრენერად ვმუშოაბ და მისნაირი ფეხბურთელი ტელევიზორშიც კი არ მინახავს. ორი წელიც მინდა ჩემთან რომ ივარჯიშოს, მოვამზადებ ხოშიანად და ეგრევე ბარსელონაში წავიყვან რონალდინიოს შემცვლელად. ერთ ფლანგზე თქვენი ბიჭი იდგება, მეორეზე -ის არგენტინელი, გუშინ ორი გოლი რომ შეაგდო. სახელი სულ დამავიწყდა, მეხიი თუ ფეხი რომ ჰქვია.                                                                                                                           რა?! ოდნავ გაკვირვებულმა და დიდად გახარებულმა მშობელმა უაზრო კითხვა დასვა. რამაც მისი შვილის ქება რამდენიმე წამით შეაწყვეტინა ტრენერს.                            - რაღა რა, ორ წელიწადში ბარსელონაში იქნება სასტავის კაცი ბოზისშვილი ვიყო. იმ გამოსირებულ ტრენერსაც გაუშვებენ ახლა რომ ჰყავთ. გუშინ საღამოს მელაპარაკნენ ესპანელები, შეიძლება მეც წამიყვანონ სტარში ტრენერად თქვენი შვილის პონტში, უფრო ადვილად რომ შეეწყოს გუნდს. სკოლის და განათლების დედა არ ვატირე, იმდენი ფული ექნება, ახალ სკოლას აიშენებს თავისთვის. თან მთელი მსოფლიო გაიცნობს, როგორც ქართველ, ნიჭიერ კაცს. დღეს სადღა გვყავს ეგეთი ფუტბალისტები, ერთ გრძელ, შავ ჯიპს იყიდიან და ფეხებზე იკიდებენ ყვალაფე
წაკითხვა
ვისაუბროთ ქართულად
შეიძლება თქვენ უფრო მიგიწვდებათ ხელი და იქნებ მიაწოდოთ ხმა ოლიმპიადის ერთერთ წამყვანს, სახელი და გვარი არ ვიცი, უმორჩილესად ვთხოვ, რო რეპორტაჟის წაყვანისას ნუ სიტყვა "რეზულტატი, რეზულტატული", იმ წამსვე მიჩნდება სურვილი, რომ ტელევიზორს რაიმე ვესროლო, ხომ შეიძლება საზოგადოებრივი და სხვა ტელევიზიების წამყვანებმა და ჟურნალისტებმა ამ უაზრო და თანაც უშნო, უხეში სიტყვის ნაცლად იხმარონ ლამაზი ადვილად აღსაქმელი და რაც მთავარია ქართული სიტყვა "შედეგი, შედეგიანი" და ა.შ. მადლობა წინასწარ და დიდი ბოდიში.
წაკითხვა
ესპანეთს პიკემ მოაგებინა, იტალიური მანქანა ფორმაშია
გუშინ დასრულდა დიდი საფეხბურთო ფორუმის მორიგი დღე. ტური ესპანეთისა და ჩეხეთის მატჩით გაიხსნა,  ალბათ ფავორიტად ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი მიიჩნეოდა, რაც სტატისტიკასა და თამაშის მიმდინარეობაშიც გამოჩნდა, ესპანელებმა 17 შანსი შექმნეს გოლის გასატანად, მაგრამ მხოლოდ 1 გამოიყენეს. ესპანელებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, ბევრჯერ ეცადნენ გოლის გატანა, მაგრამ  კარის აღება მხოლოდ 1 შეძლეს. მატჩის 87 წუთზე, პიკე მეტოქის საჯარიმოში იყო, ჩაწოდებულ ბურთს თავი პირველმა დაუხვედრა და კარის ბადე შეარხია. დღის მეორე მატჩი ირლანდიასა და შვედეთს შორის შედგა. მატჩის მიმდინარეობისას ირლანდია უპირატესობას ფლობდა, ბევრი მომენტი შექმნეს, ხარიხასაც მოხვდა ბურთი, ბოლოს  მათმა მცდელობებმა შედეგი გამოიღო: მატჩის 48-ე წუთზე ირლანდიელებმა ანგარიში გახსნეს. ამას მოჰყვა შვედების საოცარი გააქტიურება, ზედიზედ 2-3 კუთხური მოაწოდეს, შემდეგ დალაგებული კომბინაცია და... ავტოგოლი. კლარკმა თავის კარში შეაგდო, მაგრამ ესე რომც არ ყოფილიყო, რომელიმე შვედი მაინც გაიტანდა. რაც შეეხება დღის მესამე, დასკვნით მატჩს, რომელიც ბელგიასა და იტალიას შორის გაიმართა, და აძურის გამარჯვებით 2-0 დამთავრდა... აშკარად დაჯაბნეს იტალიელებმა, დაფიქსირდა რამდენიმე უცნაური ფაქტიც: ბელგია დიდ ხნიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა ტურნირს, მაგრამ პირველი მატჩი მაინც წააგო, ბელგიის შემადგენლობაში მყოფი ყველა ფეხბურთელისთვის დებიუტი იყო ამ ტურნირზე, იტალიას რამდენიმე ათწლეულია ოფიციალური მატჩი არ წაუგია ბელგიასთან... რაც შეეხება თამაშის მიმდინარეობას: პირველი გოლი გიაჩერინის ანგარიშზეა, ერთი ერთზე გასულს, გოლის გატანა არ გასჭირვებია, მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე კი გრაციანო პელემაც შეაგდო ბურთი ნახევრად ცარიელ კარში და წერტილი დაუსვა მატჩს. დღეს მხოლოდ 2 მატჩი გაიმართა, ჩვენმა ერთ-ერთმა კონკურენტმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ავსტრიამ და უნგრეთმა საკმაოდ კარგი მატჩი აჩვენეს, მართალია  ავსტრიას მატჩის  66 წუთზე დრაგოვიჩი გაუგდეს, მაგრამ ამ დროს უკვე 1-0 იყო. 62 წუთზე უნგრელმა ზალაიმ ანგარიში გახსნა, რასაც მოყვა სტიებერის გოლი 87 წუთზე. ამ უკანასკნელს გოლის გატანა დიდად არ გაჭირვებია, ის ხომ მეკარესთან 1-1 ზე იყო...ბოლოს კი პორტუგალიასა და ისლანდიას შორის გამართულ მატჩს მატჩს განვიხილავ. ალბათ ფავორიტი პორტუგალია იყო, მაგრამ... პირველ ტაიმში, პორტუგალიელმა ნანიმ ანგარიში კი გახსნა, მაგრამ 50 წუთზე ისლანდიელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, შემდეგ დაცვაში კარგად ჩადგნენ, და მნიშვნელოვანი ფრე წამოიღეს.
წაკითხვა
ერთი წლის წინ მორაგბეები იყვნენ იქ, სადაც ქალაქს ყველაზე მეტად სჭირდებოდა
ერთი წლის წინ გადაღებული კადრები გმირთა მოედანზე. მორაგბეები სტიქიისგან დაზარალებულ ქალაქს ასუფთავებენ.
წაკითხვა
მკლავჭიდელების წარმატება ევროპის ჩემპიონატზე
21-29 მაისს, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მკლავჭიდელთა 26-ე ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და ქართველმა მკლავჭიდელებმა 53 მედალი მოიპოვეს, აქედან 24 ოქროს, 14 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი, ასევე ევროპის ემპიონატზე პარამკლავჭიდელებიც მონაწილეობდნენ მათ  9 ოქროს, 10 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.შეგახსენებთ 2015წლის ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა მკლავჭიდელებმა 8 ოქროს, 16 ვერფცხლის და 9 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. მსოფლიო ჩემპიონატი გაიმარტება ბულგარეთში, 1ოქტომბრიდან 9ოქტომბრის ჩათვლით, წარმატებები ქართველ მკლავჭიდელებს 
წაკითხვა
13 წლის ზურაბ კინწურაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
ამერიკაში გამართულ ჩემპიონტში 13 წლის ბათუმელმა სპორტსმენმა ზურაბ კინწურაშვილმა ოქროს მედალი აიღო. ზურაბ კინწურაშვილმა ამერიკელი ფერგიუს კურანი ანგარიშით 13-3, ხოლო ფინალში - კანადელი მატეო კარედა 12-1 დაამარცხა და 37 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული აიღო.კინწურაშვილის მწვრთნელი ბათუმელი აკაკი ცენტერაძეა, რომელიც რეგიონის ტაეკვონდოს კლუბის და საქართველოს კადეტთა ეროვნულ ნაკრების ხელმძღვანელია.ზურაბ კინწურაშვილი 5 საერთაშორისო მედალის მფლობელია.
წაკითხვა
როსღა გვეღირსოს ჩვენ 6 ერი?!
"ოხ, ღმერთო ჩემო! სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება"?! – წერს ლეგენდარული ქართველი მწერალი ილია ჭავჭავაძე "ელეგიაში". ამით იმიტომ დავიწყე, რომ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების შედეგებიდან გამომდინარე მეც ანალოგიური კითხვა მიჩნდება: "როსღა გვეღირსოს ჩვენ 6 ერი"?!შორს სულაც რომ არ წავიდეთ, ელემენტარულად "ბორჯღალოსანთა" ბოლო მატჩი გავიხსენოთ: ერთა თასის წლევანდელი სეზონის უკანასკნელი შეხვედრა, "დინამო არენა", 65 000 გულშემატკივარი (რეკორდული რაოდენობა!!!), მეტოქედ კი საკმაოდ ძლიერი რუმინეთის ნაკრები, რომელსაც მილტონ ჰეიგის გუნდმა 38:9 სძლია და თანაც, მოგებაც არის და მოგებაც – ეს გამარჯვება ძალზე დამაჯერებლად იქნა მოპოვებული.სწორედ ამის მერე იყო იტალიის ნაკრების კაპიტანმა სერჟიო პარისემ რომ თქვა, საქართველო და რუმინეთი პროგრესირებენ, თუმცა მათ საფრანგეთი და ირლანდია არასდროს დაუმარცხებიათ და ექვსი ერის კარები დაკეტილიაო. იტალიელ კოლეგას ჩვენმა კაპიტანმა მამუკა გორგოძემ ისე უპასუხა, როგორც "გორგოძილა" მეტოქეებს უხეში თამაშის გამო უთავაზებს ხოლმე მუშტებს: „ის, რაც პარისემ თქვა, არასწორი იყო. ერთადერთი, რაც მინდა ვთქვა, რომ უელსთან საქართველო არასდროს წააგებს 70 ქულიანი სხვაობით!კვლავ გავიმეორებ, რომ საქართველო ექვსი ერისთვის ბოლომდე მზად არაა, თუმცა ბოლო 17 წელია იტალიაზე სწრაფად ნამდვილად ვპროგრესირებთ“.ალბათ მართალია გორგოძე როცა ამბობს, რომ "საქართველო ექვსი ერისთვის ბოლომდე მზად არაა", მაგრამ ფაქტია, რომ ნაკრებს პროგრესისთვის ძლიერ მეტოქეებთან ჭიდილი სჭირდება. მიმდინარე წელს 6 ტესტ–მატჩს გავმართავთ. „ბორჯღალოსნები“ ოკეანეთში მიემგზავრებიან. პირველ ამხანაგურ შეხვედრას 11 ივნისს სამოას წინააღმდეგ გამართავენ. 18 ივნისს უკვე ტონგას, ხოლო 25 ივნისს მასპინძელ
წაკითხვა
გურამს დავესესხე - რატომ რაგბი?
შორ გზას მოვივლი , ცოტას მივკიბმოვკიბავ და შინ მშვიდობით მივალ !სკოლის ექსკურსიის წინა ღამის ძილი ხო გახსოვს როგორია?ბევრჯერ რო გეღვიძება , ჩაძინების შიშით რო უყურებ ფანჯარას  და არაფრის დიდებით რო არ თენდება.და რომ გათენდება ნახევარი საათით ადრე რომ მიდიხარ დანიშნულების ადგილას.რაც არ უნდა მაგარი ექსკურსია გამოდგეს , რაც არ უნდა მაგარი ადგილები ნახო, მაგარი მწვადი შეწვა და მაგარ გოგოსთან ერთად მოკალათდე აქეთობისას უკანა სკამზე აი ის ნახევარი საათი მაინც  ყველაზე ხანგძლივი და მოლოდინებით აღსავსეა.აი ზუსტად ეგეთი მოლოდინებით არის აღსავსე ის ნახევარი საათი  როცა ზიხარ და ელოდები , უყურებ როგორ ხურდებინ ბიჭები , როგორ ემზადება მოწინააღმდეგე , როგორ არ ივსება თამაშის დაწყებამდე ტრიბუნა , მალე გაივსებას იმედით როგორ ივსები , მერე ეჭვი ხიჭვივით გესობა და კითხვა "რომ წავაგოთ?" და მერე რა! წაგებულებიც წამოვსულვართ მოედნიდან და მოგებულებიც (ფრეს არ მოვსწრეივარ) რაც მთავარია მოვდივართ თავაწეულები, იმიტომ რომ დავმარცხდით მასთან ვინც  ჩვენზე ძლიერი აღმოჩნდა !ვინ ჩვენ ხო? ისინი ვისაც ადამიანის ტანსაცმელზე დანახული ბორჯღალი მის მიმართ უკვე დადებითად განგვაწყობს! რატომ? იმიტომ რომ აქ სიყვარულია რომელიც ურთიერთპატივისცემას ეფუძნება! ხო ასეა, ურთიერთპატივისცემა მწვრთნელს და მოთამაშეებს შორის,დიდი მოწიწება მსაჯის მიმართ , მოწინააღმდეგის დაფასება , დაპირისპიებული გუნდების გულშემატკივრების ურთიერთობა . ძალიან ჩავახვიე სმილე ემოტიცონ.
წაკითხვა
მონატრება
ჩემი და ფეხბურთის ურთიერთობის ისტორია ძალიან ჰგავს ერთი ნახვით შეყვარებას. ეს არ მომხდარა თანდათანობით. ექვსი წლის რომ ვიყავი, პირველად ვუყურე და მალევე ვიცოდი წამყვანი ჩემპიონატების ყველა გუნდი, თავისი შემადგენლობიანა. საქართველოს ნაკრების ნემისმიერი მატჩის წინ დედა წინასწარ იმარაგებდა სიცხის დამწევ წამლებს, რადგან მაღალი ტემპერატურა გარანტირებული იყო. ეჰ, ასეთი დროც იყო და მეც მახსოვს - საქართველოს ნაკრები ისე თამაშობდა, მართლა რომ ღირდა ნერვიულობა. სულ მოქმედება იყო, მოედანზე რაღაც საინტერესო მუდმივად ხდებოდა. ფეხბურთმა ინფექციასავით ეფექტი მოახდინა - წლების განმავლობაში უბრალოდ არ მაინტერესებდა მეტი არაფერი და გადამეტებული ინტერესი მქონდა ფეხბურთისა და მისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის მიმართ. ერთი სახალისო ისტორიაც გადამხდა ამასთან დაკავშირებით :ფეხბურთში ჩემი ზედმეტი გათვიცნობიერებისა და ზოგადად აბსოლუტური გაუთვიცნობიერებულობის გამო გაბრაზებულმა მამამ მითხრა, თუ ვერ მეტყვი ვინ იყო ნაპოლეონი, დაგსჯი და ფეხბურთს აღარ გაყურებინებო. ძალიან დიდი ხნის ფიქრის შემდეგ შერცხვენილი გამოვედი ოთახიდან და სასოწარკვეთილმა ვთხოვე, ის მაინც გამახსენე, სად თამაშობდა-თქო. ვერ ვიპოვე Youtube - ზე ის ვიდეო, გადაცემა Свободный удар- ის დასაწყისი, ბოლოს დუნგა რომ ურტყამდა ბურთს. Нтв футбол-ით იწყებოდა და მთავრდებოდა დღე. სკოლაში რომ ვიყავი, იმაზე ვღელავდი, რა გადაცემა გადიოდა იმ დროს, ტელევიზორის გადახვევაზე მაშინ არც ფიქრობდა არავინ. ჩემთვის ერთნაირად საინტერესო იყო ნებისმიერი მატჩი. დავდიოდი საქართველოს ჩემპიონატზეც, აწ უკვე დანგრეულ ,,სკაზე’’ რომ იმართებოდა თამაშები. მაშინდელ ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელებიდან ბევრი დღეს ეროვნულ ნაკრებში თავისუფლად მოხვდებოდა. მაშინ ამაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო - ნაკრებში ჩემპიონთა ლიგაზე სტაბილურად მოთამაშე ფეხბურთელები ვერ ხვდებოდნენ ხოლმე. ძალიან გამიგრძელდა სიტყვა და იმის თქმა მინდა, რომ ასეთი აღფრთოვანება სამწუხაროდ მხოლოდ წარსულში იყო, ასაკი და გაზრდა არაფერ შუაშია - თვითონ ფეხბურთი შეიცვალა. მასში ვეღარ ვხედავ იმას, რაც ასე ძალიან შემიყვარდა. არტისტიზმი დაკარგა ფეხბურთმა, ორიგინალურობა. უყურებ და ყველა თამაში ერთნაირია. უბრალოდ, ზოგი სხვებზე უკეთ აკეთებს, ზოგი უარესად, მაგრამ ერთი და იგივეს. იმპროვიზაცია აღარაა. სწორხაზოვანი, ჩარჩოებში ჩასმული თამაშია. არადა, მისი ხიბლი ხომ სწორედ იმპროვიზაცია და ხშირად სუნთქვისშემკვრელი მოულოდნელობა იყო. მენატრება ის თამაში. Youtube -ზე ვუყურებ ხოლმე ძველ მატჩებს, ახლები აღარ მომწონს. არადა, ნამდვილი ფეხბურთი ხომ მართლა ცხოვრებასავითაა და აბა ცხოვრების გარეშე ვის შეუძლია. წამართვეს ცხოვრება. დღეს ფეხბურთის გულშემატკივრობა იმას ნიშნავს, იცოდე რამდენი აქვს ხელფასი ,,ტოტენჰემის'' მასაჟისტს და ამასთან, წარმოდგენაც არ გქონდეს, ვინ არიან თუნდაც ჯორჯ ბესტი, სერ სტენლი მეტიუზი, ომარ სივორი, როგორ თამაშობდა იოჰან კრუიფი, რა გააკეთა რინუს მიხელსმა ან ელენიო ერერამ. აღარაფერს ვამბობ ქართული ფეხბურთის ისტორიის ელემენტალურ ცოდნაზე. დღეს რომ იქაჩებიან ფეხბურთის სიყვარულზე, არამგონია ბევრმა იცოდეს, რამდენი ქართველი ფეხბურთელია ევროპის ჩემპიონი ან ვის იწვევდნენ მსოფლიო ნაკრებში. რომ ლეო მესის დაბადებამდე შესთავაზა მადრიდის ,,რეალმა'' თბილისის ,,დინამოს" ერთ თავდამსხმელს კონტრაქტი, სადაც ხელფასის
წაკითხვა
გულშემატკივრის თვალით დანახული
   ამ შემთხვევაში მე, რა თქმა უნდა, ვინქნები სუბიექტური, დიახ მე ინგლისური ფეხბურთის და ლონდონის ჩელსის გულშემატკივარი ვარ. უდიდეს პატივს ვცემ სხვა ჩემპიონატის ნებისმიერ გუნდს, როგორ შეიძლება ვთქვა, რომ რომელიმე გუნდი მეზიზღება არა!...შეიძლება ერთი უფრო მომწონდეს მის ფილოსოფიას უფრო დიდ პატივს ვცემდე, მაგრამ არ დავაკნინებ მეორე... ბედნიერი ვარ, რომ მეც მხვდა წილად იმ ეპოქაში ცხოვრება, სადაც საკმაოდ ბევრი ლამაზი მატჩი ვნახე დიდი გუნდების მონაწილეობით.   მთავარ თემას დავუბრუნდები, - დიახ, მე ლონდონის ჩელსის ქომაგი ვარ (რა თქმა უნდა ქართული ფეხბურთის შემდეგ, მაგრამ ცოტახნით ეს თემა გადავდოთ) 2003-2004 წლებიდან ჩელსის ძალიან ცოტა თამაში მექნება გამოტოვებული, არვიცი რამ მომხიბლა არისტოკრატებში, შეიძლება ინგლისურმა სულმა, განსხვავებულმა თამაშმა, არ ვამბობ, რომ ყველაზე ლამაზ ფეხბურთს თამაშობენ, მაგრამ ამ გუნდს ნებისმიერ დროს შეუძლლია თამაშის სტილის შეცვლა გვინახავს გამანადგურებელი ანგარიშებით ლაღად მოგებული მატჩები და ე.წ ავტობუსის გამოყენებით "მკვდარი" 1-0-ით მოგებული თამაში, რომელსაც მთელი სულით და გულით ბოლო პერიოდის ბარსელონასთან მიმართავდა ხოლმე, თუმცა გვახსოვს სტემფორდ ბრიჯზე დამარცხებული ბარსა 4-2, კონკრეტულ მატჩებს აღარ ჩავუღრმავდები.   ჩელსიმ ბოლო 10-12 წლის მანძილზე საკმაოდ ბევრი ტიტული მოიგო, სანუკვარ ჩემპიონთა ლიგის თასს კი 2012 წელს "ალიანს არენაზე" დაეუფლა, როდესაც ყველაზე ნაკლებად ელოდნენ.    აუცილებლად მინდა შევეხო რომან აბრამოვიჩის ფაქტორს, მისი ფული ჩვენი საქმე არ არის მაგრამ ყოველთვის მინახავს აგრესია სხვა გუნდის გულშემატკივრებისგან აბრამივიჩის მიმართ, მე თავს ვერ დავდებ მის ადამიანობაზე, ცხოვრების წესზე, მაგრამ ერთი რამ ცხადია მას ძალიან უყვარს ფეხბურთი და სპორტს მხოლოდ მარკეტინგისა და ფულის საკეთებლად არ იყენებს, მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, როდესაც ის თითოეულ თამაშს ესწრება ემოციებს ვერ იკავებს, ამით შემიძლია განვასხვავო ის შეიხებისგან და ამ ბოლო დროს საფეხბურთო ასპარეზზე "გამოჩეკილი" აზიელი ოლიგარქებისგან.    ჩელსიზე შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო, მაგრამ ამას ჩემთვის დავიტოვებ, მე ბედნიერი ვარ , რომ ისეთი დიდი გუნდების თამაშის ყურების შესაძლებლობა მაქვს როგორიც, ბაიერნი, რეალი, ლივერპული, არსენალი, ბარსელონა მილანი, იუვენტუსი და სხვ. არიან    დღეს ჩემპიონთა ლიგაა, სასიამოვნო საღამოს გისურვებთ ფეხბურთის მოყვარულებო და არამარტო...
წაკითხვა
ბავშვთა ფეხბურთი ქართული ფეხბურთის წარმატების საწინდარია
დღეს საკმაოდ გაცვეთილ თემაზე მიწევს საუბარი, თუმცა არამგონია ამაზე საუბრით ფეხბურთის ქომაგებს და განსაკუთრებით იმ ხალხს, რომლებსაც ქართული ფეხბურთის დღევანდელ მდგომარეობაზე გული შესტკივათ, თავი მოვაბეზრო. ნებისმიერ ქართველ ქომაგს სურს, რომ ჩვენ ეროვნული ნაკრები მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატებზე ასპარეზობდეს, ჩვენი კლუბები კი სხვადასხვა ევროტურნირებზე წარმატებით გამოდიოდნენ. უკვე რამდენი წელია, რაც მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობენ ქართული ფეხბურთის მესვეურები, საქმე ისაა, როგორ ცდილობენ და რა გზებით. რა კეთდება მდგომარეობის გამოსასწორებლად, იხარჯება თუ არა სწორად ფინანსები, როდის უნდა მიექცეს ყურადღება ინფრასტრუქტურას, როდის უნდა მოხდეს მწვრთნელთა გადამზადება, ეს და სხვა უამრავი საკითხი დგას კითხვის ნიშნის ქვეშ... ქართველი გულშემატკივარი მომთხოვნია და ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვენ ჩვენი ფეხბურთელებისგან, მაგრამ თავს ზემოთ ძალაა არაა და ეს სპორტსმენების ბრალი ნაკლებად არის. საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენი ქვეყანა არ უჩიოდა კარგი ფეხბურთელების ნაკლებობას, მაგრამ ფაქტია ჩვენი ფეხბურთის დონემ დაღმასვლა დაიწყო და თავისთავად შედეგებიც ცუდი იყო. ისეთი შდაბეჭდილება იქმნება, რომ ამ დროის გნმავლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების იქით არაფერი არ არსებობს. ალბათ ასეთი მუშაობით რა შედეგიც ეხლა გვაქვს ესეც მაქსიმუმია. მდგომარეობის გამოსწორება ყოველთვის შეიძლება, მაგრამ ნაბიჯების გადადგმა დღესვე უნდა დავიწყოთ. ვიღაცას დაებადება კითხვა წლების წინ, როდესაც თბილისის დინამო წარმატებული კლუბი იყო და ქართული ფეხბურთიც მაღალ საფეხურზე იდგა, დიდი გაერთიანების სახელით კი გამოვდიოდით, მაგრამ აქ საუბარია ქართველი ფეხბურთელების სახელზე, პროფესიონალიზმე. რა თქმა უნდა, მაშინ ნაკლები პირობები იყო დღევანდელთან შედარებით, მაგრამ უფრო დიდი იყო ფეხბურთისადმი სიყვარული, სხვანაირად ეკიდებოდნენ საქმეს სპორტსმენები. ცხოვრების განვითარებასთან ერთად ფეხბურთშიც ბევერი რამ შეიცვალა. მაგრამ ამით თავს ვერ გავიმართლებთ, მარტო ჩვენთვის არ შეცვლილა ყველაფერი. სახლის აშენება საძირკვლიდან იწყება და არ სახურავიდან. საჭიროა მიზეზები თავში ვეძებოთ საძირკველი კი ბავშვთა ფეხბურთია, რომელიც საქართველოში უსუსურ მდგომარეობაშია. გარკვეული გამონათებები მისასალმებელი და სასიხარულოა, მაგრამ ეს ვერ იმოქმედებს ჩვენი ფეხბურთის განვითარებაზე და წინსვლაზე. სერიოზული სამუშაოებია გასატარებელი ბავშვთა ფეხბურთში. ინგლისი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ჰოლანდია. ესენი ზეგანვითარებული ქვეყნებია, მაგრამ სამაგალითოდ სხვა ქვეყნების მოყვანაც შეიძლება, თუნდაც ჩვენი მეზობელი თურქეთი ავიღოთ, თურქეთის ფეხბურთის დონე ჩვენი ფეხბურთის დონეზე ბევრად მაღალია ეს იმის ფონზე როდესაც ძველი დინამო თურქეთის გუნდებს თითქმის ყოველთვის უგებდა, მაგრამ ეს ყველაფერი ისტორიას დარჩა, რეალობა სხვაგვარია, მათმა შრომამ შედეგი გამოიღო და ეხლა ისინი ჩვენზე ბევრად წინ არიან. თურქების მიდგომა განსაცვიფრებელია ისინი არა დღევანდელი ნაკრებისთვის არამედ 2026 წლისთვის ემზადებიან. უდიდესი ყურადღება ექცევა ბავშვთა ფეხბურთს, მათ აღზრდას, განათლებას, ასევე ყველა ასაკობრივ ნაკრებს ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, შემდეგ კი ამ ყველაფრით მარაგდება ეროვნული ნაკრები. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ 400 ყველაზე ნიჭიერი ბავშვი სრულიად უფასოდ ე
წაკითხვა

უახლესი