საზოგადოებრივი
104.5 FM
საზოგადოება
მეტი სამსახური სტუდენტებს
   საქართველოში, როგორც მოგეხსენებათ, უცვლელი და დაუმარცხებელი პრობლემაა უმუშევრობა. ან დასაქმებულობის შემთხვევაში, დღის განმავლობაში 7-8 საათის საფასურად ,,ნამცეცებს" გვიგდებენ. მართალია, ნათქვამია: ,,ვინც შეგირდი არ ყოფილა, ვერასოდეს გახდება ოსტატიო", თუმცა შეგირდობაც არის და შეგირდობაც... დამქირავებელი როცა გქირაობს ერთი საქმისთვის და იმ ერთ რამეში გიგდებს ხურდებს,ამ დროს კი 9 საქმის ერთად კეთებას და ბევრი რამის დათმობას ითხოვს, რომელიც ჩემსავით ,,ჩამოთრეულ" სტუდენტებს ბინის ქირაშიც არ ჰყოფნით,აქ უკვე არაჰუმანურობის პრობლემაც იჩენს თავს.  მეორე პრობლემა ის არის, რომ ზოგადად, დამქირავებლები 20 წლის სტუდენტებისგან 3-4 წლიან სამუშაოს გამოცდილებას ითხოვენ. ამის პასუხად კი მე მათვეტყოდი, რომ თუ საიდანმე არ დააწყებინებ ახალგაზრდას და შანსს არ მისცემ, ის გამოცდილება თავისით არმოვა. ამისათვის მე პირადად დიდ მადლობას ვუხდი ჩემს დამსაქმებელ ბანკს (BR.ს). მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა და დაბალი ანაზაურების... რომელზეც კიდევ საკომისიოები აკლდებოდა .. :დ ))   მესამე, რისი გასაჯაროვებაც ძალიან მსურს ეს არის უ-,,dress-code"- ო სამსახურები, რისი სიმცირეც მაწუხებს, ვერ ვეგუები ამ ზედმეტად ოფიციალურობას და ამისგამო რატომ უნდა ვიყოთ უმუშევრად როცა გვაქვს 2 ფეხი, ორი ხელი და საკმაო ენერგია ? ამყველაფერს + ჯანსაღი აზროვნება და კრეატიულობა... და თუ კი ასე არის ვინმე დასაქმებული, მათი 60-70% მაინც - ნეპოტიზმის წყალობით )) მართლაც კარგი რამაა ეს ნეპოტიზმი... ნეპოტიზმი - ყველგან და ყოველთვის! #ესსაქართველოა ^_^ მაგრამ ყველას არ ჰყავს გარშემო დიდი თანამდებობის პირები და ავტორიტეტები.. სამწუხაროდ ((მინდა მოვუწოდო საზოგადოებას რომ წამოვიწყოთ კამპანია : მეტი სამსახური სტუდენტებს! სტუდენტებს რომლებიც შეზღუდულები არიან ბევრ რამეში, განსაკუთრებით კი დროში.
წაკითხვა
სუფთა ჰაერი, როგორც ადამიანის უფლება - რუბრიკა
დედამიწაზე 300 მილიონი ბავშვი “ექსტრემალური” რაოდენობით მომწამლავ ნივთიერებებს შეისუნთქავს, რომელიც საერთაშორისო ნორმებს 6-ჯერ აღემატება. სულ, მთელი მსოფლიოს მოსახლეობის 92 პროცენტი სუნთქავს ჰაერს, რომელშიც დამაბინძურებელი ნივთიერებების დონე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ ლიმიტებზე მაღლაა. მონაცემები ორი სხვადასხვა ანგარიშიდანაა, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე გამოიცა. პირველის ავტორი “იუნისეფია” - გაეროს ბავშვთა ფონდი, მეორესი კი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. 23 ნოემბერს ამ თემაზე კიდევ ერთი საყურადღებო ანგარიში გამოიცა, რომელიც ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს ეკუთვნის და რომლის მიხედვითაც, ევროპის ქვეყნებში ჰაერის დაბინძურების გამო ყოველწლიურად საშუალოდ თითქმის ნახევარი მილიონი, 467 000 ნაადრევი სიკვდილის ფაქტი ფიქსირდება. სტატისტიკური მონაცემების დეტალები კიდევ უფრო საგანგაშოა: პარიზში მოქმედი ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ანგარიშით, ჰაერის დაბინძურებით მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოდ 6.5 მილიონი ადამიანი იღუპება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს ფაქტორი დედამიწაზე სიკვდილის გამომწვევი ერთ-ერთი წამყვანი მიზეზი გახდა. წელიწადში საშუალოდ 600 ათასზე მეტი 5 წლამდე ასაკის ბავშვი იღუპება ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული დაავადებებით და ინფექციებით, თითქმის ყოველი მეათე ბავშვი დედამიწაზე. შენობის შიგნით და გარეთ არსებული დაბინძურებით 2013 წელს მსოფლიოში 2.9 მილიონი ადამიანი დაიღუპა. 2015 წელს ეს მონაცემი ერთიორად გაიზარდა და 7.3 მილიონი შეადგინა. აქედან ნახევარზე ცოტა მეტის, 4.2 მილიონის დაღუპვას გარეთ ჰაერის დაბინძურებას უკავშირებენ, დანარჩენს - შენობის შიგნით დაბინძურებულ ჰაერს. ასეთია მაგალითად, მყარი საწვავით საჭმლის მომზადებისას გამოყოფილი გამონაბოლქვი. ძალზე შემაშფოთებელი გარემოებაა საქართველოშიც. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ წლის დასაწყისში გამოცემული ანგარიშის თანახმად, საქართველოში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემებით მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მეტი, ყოველ 100 ათასში 300-მდე ადამიანი იღუპება. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც გარემოს დაბინძურება იწვევს, იმუნიტეტის დაქვეითებაა. იმუნიტეტის დაქვეითება თავისთავად სხვა ტიპის დაავადებებთან ადამიანის ორგანიზმის ბრძოლის უნარს აზიანებს. ჰაერის დაბინძურებას ასევე უკავშირდება: კოგნიტური განვითარების შეფერხება; მაღალი არტერიული წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის იშემიური დაავადებები და ინსულტიც; ფილტვის კიბო; რესპირატორული ინფექციები, ბრონქიტის და პნევმონიის ჩათვლით; ქრონიკული რესპირატორული ინფექციები, მათ შორის ასთმაც; ორსულობისას მუცლის მოშლა, ნაადრევი მშობიარობა, ან მცირე წონის ნაყოფი. და ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია. რას შეიძლება ველოდოთ მომავალში? სამეცნიერო ჟურნალში “ნეიჩერ” (Nature) გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2050 წლისთვის 5 წლამდე ასაკის ბავშვებს შორის სიკვდილიანობა 50 პროცენტით გაიზრდება. მონაცემი ემთხვევა “ეუთოს” - ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის - მიერ გაკეთებულ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც დედამიწაზე ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული ნაადრევი სიკვდილიანობის შემთხვევები 2060 წლისთვის 6-დან 9 მილიონამდე გაიზრდება. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ღარიბი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები. “იუ
წაკითხვა
"საზოგადოება 2030"-ის ხელმძღვანელი კონსტიტუციის პრეამბულაში კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ჩაწერას ეწინააღმდეგება
„საზოგადოება 2030“-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი, კონსტიტუციის პრეამბულაში ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავიშრებული ჩანაწერის ინიცირებას ეხმიანება. როგორც ის აღნიშნავს, საზოგადოებას სჭირდება კონსტიტუცია, რომელიც ასახავს ღირებულებებსა და არა, კონკრეტულ ამოცანებს. „ბოლო დროს, აქტუალური გახდა საკითხი საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებული ჩანაწერის გაკეთების შესახებ. მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია. ვფიქრობ, რომ ჩანაწერი საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირის წევრობის შესახებ არ უნდა ჩაიწეროს.კონსტიტუცია ქვეყნის უზენაესი კანონია. ის წარმოადგენს ხერხემალს ქართული სახელმწიფოსათვის. ეს არ არის კოდექსი ან დოკუმენტი, რომელიც გათვლილი იქნება ქვეყნის მოკლე ვადიან მიზნებზე. აღსანიშნავია, რომ არ არის მიზანშეწონილი კონსტიტუციის პრეამბულაში კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციების დასახელება. საზოგადოების სურვილია, მივიღოთ კონსტიტუცია, რომელიც ასახავს ჩვენს ღირებულებებსა და პრინციპებს და არა, კონკრეტულ ამოცანებს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ დემოკრატიული ტიპის სახელმწიფო. ასეთი შინაარსის ჩანაწერი კი უკვე არსებობს კონსტიტუციაში. სწორედ ჩვენი ღირებულებებითა და პრინციპებით უნდა განვსაზღვროთ შემდეგ, თუ რომელი ქვეყნების გვერდით ვხედავთ საქართველოს მომავალს და რომელ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაა ჩვენთვის მისაღები და მნიშვნელოვანი.ასევე, მინდა კიდევ ერთხელ, დავაფიქსირო ჩემი მკაფიო მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ, რაც ქართველი ხალხის არჩევანია.“- გაანცხადა გიორგი მამულაშვილმა.
წაკითხვა
"საზოგადოება 2030"-ის ხელმძღვანელი მოსახლეობას შობის დღესასწაულს ულოცავს
"საზოგადოება 2030"-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი, მოსახლეობას შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. გიორგი მამულაშვილმა კომენტარი რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. "გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს! შობის დღესასწაული განახლებისა და რწმენის გაძლიერების სიმბოლოა. გისურვებთ ბედნიერებას, მშვიდობასა და სიმტკიცეს. უფალი იყოს ჩვენი ქვეყნის მფარველი"-განაცხადა მამულაშვილმა. 
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი: ადამიანს ვიცნობ, რომელიც ერთ-ერთ დაწესებულებაში მუშაობს, თუმცა „მუშაობს“!
წაკითხვა
თემის თვითორგანიზების გამოცდილება გასაბჭოებამდე
თვითმმართველობის რა გამოცდილება არსებობდა საქართველოში გასაბჭოებამდე, ეფუძნება თუ არა თვითმმართველობის რეფორმა ისტორიულ გამოცდილებას, ნახეთ "სტუდია რე"-ს ტელედისკუსია ზვიად ქორიძესთან ერთად. გადაცემაში მონაწილეობენ:- ანა მარგველაშვილი, სათემო განვითარების ცენტრი;- ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB);- დიანა კაკიაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი; - დავით ლოსაბერიძე, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელი.
წაკითხვა
„პოლიტიკური წითელი ჯვარი" - კიდევ ერთი გადარჩენილი ისტორია
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიამ წიგნად გამოსცა პუბლიკაცია - "დაკარგული ისტორია - საქართველოს პოლიტიკური წითელი ჯვარი", გამოკვლევა მე-19-20 საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში მოქმედი პოლიტპატიმართა დახმარების არალეგალური ორგანიზაციის, "პოლიტიკური წითელი ჯვრის", საქმიანობისა. ორგანიზაცია, რომლის წევრთა უმრავლესობა ქალები იყვნენ, თითქმის 1930-იან წლებამდე მუშაობდა არალეგალურად და დახმარებას უწევდა პოლიტპატიმრებსა და მათ ოჯახებს, ასევე იბრძოდა პოლიტიკური უფლებებისათვის და პოლიტპატიმართა მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საიდან გაჩნდა პუბლიკაციის მომზადების იდეა, ვინ იყვნენ „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ წევრები და რა ბედი ეწიათ მათ?http://www.radiotavisupleba.ge/pp/28193874/ppt0.html1921 წლის ივლისში, გასაბჭოებული თბილისის ორივე ციხეში - მეტეხსა და ორთაჭალაში - 600-მდე პოლიტიკური პატიმარი იხდიდა სასჯელს, მოგვიანებით, ნოემბრის ოპერაციისას, ბოლშევიკებმა საქართველოს რეგიონებში კიდევ 2 500-მდე პირი დააპატიმრეს. იმის გამო, რომ ციხის რაციონი საკმარისი არ იყო, საჭირო ხდებოდა პროდუქტით გარედან დახმარება. პუბლიკაციის მიხედვით, სწორედ 1921 წელს შეიქმნა თბილისში პოლიტიკურ პატიმართა დახმარების არალეგალური ორგანიზაცია, რომელშიც თავი მოიყარეს მეფის რეჟიმის დროს არალეგალურ მუშაობაში გამოცდილმა სოციალ-დემოკრატიული პარტიისა და ქალთა ორგანიზაციის ლიდერებმა. პუბლიკაციის ერთ-ერთი ავტორის, ირაკლი ხვადაგიანის, თქმით, ჯგუფის ორგანიზების ინიციატორი და პირველი ხელმძღვანელი იყო ელენე მაისურაძე - სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრისა და ეროვნული საბჭოს დეპუტატის, ალექსანდრე მაისურაძის, ქვრივი. ირაკლი ხვადაგიანი იმასაც ამბობს, რომ "პოლიტიკური წითელი ჯვრის" არსებობის შესახებ შეიტყო შემთხვევით, სხვა თემაზე მუშაობისას:
წაკითხვა
ზურა ნადარეიშვილი - ჯონს ჰოპკინსის წლის საუკეთესო ექიმი
ნევროლოგი ზურაბ ნადარეიშვილი ჯონს ჰოპკინსის სამედიცინო ქსელმა წლის საუკეთესო კონსულტანტ ექიმებს შორის დაასახელა. ჯონს ჰოპკინსი ამერიკის ერთ-ერთი წამყვანი სამედიცინო მომსახურების სისტემააა, რომელმაც ზურა ნადარეიშვილი 3 700 ექიმს შორის აარჩია.წყარო: http://www.amerikiskhma.com/a/zurab-nadareishvili-best-consulting-physician-johns-hopkins/3642575.html
წაკითხვა
საახალწლო აქცია "ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი"
თბილისში ყველაზე კეთილშობილური საახალწლო საქველმოქმედო აქცია დაიწყო - #ვაჩუქოთბავშვებსახალიწელი! აქციაში ჩართვა თითოეულ თქვენგანს შეუძლია. ერთად შევუქმნათ საახალწლო განწყობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, განსაკუთრებით კი ბავშვებს. ქალაქში გამოჩნდა სასაჩუქრე  #ვაჩუქოთბავშვებსახალიწელი ბრენდირებული ყუთები, სადაც შეგიძლიათ მიხვიდეთ და დატოვოთ საჩუქრები. ყუთები განთავსებულია:✔რუსთაველის "სმარტში" ✔ვაკის პარკში მდებარე ბიბლიოთეკა "მედიათეკაში" ✔New School ✔The Guivy Zaldastanishvili American Academy in Tbilisi ✔Grigol Robakidze University - Alma Mater ✔GIPAგახდით დიდი მხიარულებისა და სიკეთის ნაწილი, ჩაერთეთ აქციაში!გროვდება ყველაფერი, რაც შეიძლება ბავშვებს ან მათ მშობლებს გამოადგეთ: ✔ტკბილეული ✔ ტანსაცმელი ✔ ფეხსაცმელი ✔ სათამაშოები ✔ წიგნები (მთელი, არასასკოლო ლიტერატურა) ✔ სხვა საინტერესო ნივთებიერთად ვაჩუქოთ ბავშვებს ახალი წელი!
წაკითხვა
ფრონის ხეობის ისტორიის ფრაგმენტები
              ფრონის ხეობის ისტორიის ფრაგმენტებიყოველთვის მაინტერესებდა მდინარე ფრონის და ფრონის ხეობის შესახებ მომეძიებინა  და გამეზიარებინა სხვებისათვის, მისი ისტორიული მნიშვნელობის როლი, მისი კულტურულ-ეკონომიკური მნიშვნელობა.დავიწყებ იქიდან, თუ რას ნიშნავს ფრონის სახელის მნიშვნელობა. ის უნდა იყოს შედგენილი სიტყვა, რომლის არქეტიპი ჩანს „ფრ“ ან მისი სტრუქტურული ვარიანტი, დაცულ ქართულ ლექსიკაში „ფრეს“ სახით (ჭის, ჭისწყლის მნიშვნელობით) სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში: „ფრეს წყაროს წყლისა“. „ფრეს“ წარმომავლობა საძიებელია, მაგრამ ფრონესთან კავშირი უდავოა.
წაკითხვა
სეპარატიზმის საფრთხე სამეგრელოში?!
უკვე რამდენიმე წელია გარკვეული ძალები სამეგრელოში სეპარატიზმის გაღვივებას ცდილობენ. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობს ვინმე იური ღვინჯილია, რომელიც განათლების ცენტრ "კოლხიდას" ხელმძღვანელად გვევლინება. იური ღვინჯილია ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით აჟღერებს თავის სათქმელს. იგი აცხადებს, რომ მეგრელები ქართველები არ არიან და მოითხოვს სამეგრელოს საქართველოს შემადგენლობიდან გამოსვლას. მან იუთუბზე (YouTube) ვიდეომიმართვაც კი გაავრცელა, სადაც აცხადებს : „ქართულ საზოგადოებაში იგნორირებულია მეგრულად მოსაუბრე მოსახლეობის ინტერესები, რაც გამოიხატება იმაში, რომ მეგრულ ენას არ გააჩნია რეგიონული სტატუსი. საქართველო ჩამოყალიბდა, როგორც ნეო-ნაცისტური სახელმწიფო, სადაც გაბატონებულია ერთი ეთნიკური ჯგუფი- ქართველი, რომელიც არ აძლევს სხვა ხალხებს, კერძოდ მეგრელებს თავიანთი თვითმყოფადობის შენარჩუნება-განვითარების უფლებას. ჩვენ ქართულ სახელმწიფოში ვართ უუფლებო ხალხი. არ შეიძლება მთელი ცხოვრება ვილაპარაკო ერთსადაიმავე პრობლემაზე, რომ საქართველოში კვდება ლაზური, მეგრული, სვანური ენები. ეს არის ხალხთა კულტურული გენოციდის ერთ-ერთი ფორმა. გამოსავალი არის მარტივი, ეს არის სამეგრელოს პოლიტიკური და ეკონომიკური დამოუკიდებობა. მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკური გარანტიების შემთხვევაშია შესაძლებელი მეგრელთა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება და განვითარება. ქართული სახელმწიფო საფრთხეს უქმნის ჩვენს თვითმყოფადობას, ჩვენს მეგრულ ენას, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას“- ნათქვამია მის ვიდეომიმართვაში.იური ღვინჯილია მხოლოდ ამით როდი შემოიფარგლა. იგი ისე შორს წავიდა, რომ ამა წლის 30 აპრილს იუთუბზე „სამეგრელოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტიც“ კი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია: „გვახსოვს რა
წაკითხვა
საზოგადოება "20/30"-ის ხელმძღვანელი-მოგმართავთ, როგორც თქვენი მეგობარი და თანატოლი
საზოგადოება "20/30"-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მიმართავს და მათ სიმშვიდისკენ მოუწოდებს. "მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო თსუ-ს თითოეულ სტუდენტს გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავებულობა და სიმშვიდე. სტუდენტებო, მოგმართავთ, როგორც თქვენი მეგობარი, თქვენი თანატოლი და არა, როგორც ამ შემთხვევაში, საზოგადოება „20/30“-ის ხელმძღვანელი. ალბათ, კარგად აცნობიერებთ, რომ პროცესების ასეთმა განვითარებამ შესაძლოა გამოიწვიოს უმართავი ვითარება, რაც მძიმე შედეგების მომტანი იქნება. ეს კი უარყოფითად აისახება უნივერსიტეტის იმიჯსა და მის განვითარებაზე. ვაცნობიერებ, რომ არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ეს ხელს არ უშლის პრობლემათა  კონსტრუქციული გზით გადაჭრას. ამ ეტაპზე, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია ასეთი მძიმე ფონის მოხსნა, რაც ხელს უშლის დიალოგის პროცესს. ბოლო პერიოდში, თავს ვიკავებდი კონკრეტული შეფასებებისგან და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ არ ჩავერიო შიდა საუნივერსიტეტო პროცესში, როგორც გარე პირი. მაგრამ გამოვთქვამ შეხვედრის მზაობას. მჯერა, შესაძლებელია ფართო დისკუსიების დაწყება, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. ნაცვლად, პროტესტის უკიდურესი ფორმებისა, რამაც შესაძლოა ფიზიკურ დაპირისპირებამდე მიგვიყვანოს გაუცნობიერებლად. ჩვენ არ უნდა დავუპირსპირდეთ ერთმანეთს! ნუთუ, საჭიროა უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ჩვენს შორის ჩადგება?! იმ მოტივით, რომ ერთმანეთს არ ვავნოთ. მოგიწოდებთ ერთიანობისკენ, თქვენ ხომ ერთი უნივერსიტეტის, ერთი დიდი ორგანიზმის ნაწილს წარმოადგენთ. გულწრფელად ვუჭერ მხარს თითოეულ პროგრესულად მოაზროვნე ახალგაზრდას. მინდა, იფიქროთ ამაზე."-განაცხადა გიორგი მამულაშვილმა.  
წაკითხვა
საზოგადოება "20/30"-ის ხელმძღვანელი მე-9 მოწვევის პარლამენტს წარმატებებს უსურვებს
საზოგადოება "20/30"-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი,  მე-9 მოწვევის საქართველოს პარლამენტს წარმატებებს უსურვებს. "მინდა, წარმატებები ვუსურვო მე-9 მოწვევის პარლამენტს, რომელიც დღეს შეუდგა მუშაობას. საკანონმდებლო ორგანოს როლი ქვეყნის მართვის პროცესში უმნიშვნელოვანესია. იმედი მაქვს, თითოელუ დეპუტატი გააცნობიერებს იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მას აკისრია. დღეს, საქართველოს პარლამენტში მივიღეთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ჩემი აზრით, ეს არ წარმოადგენს საფრთხეს. მეტიც, ეს არის შესაძლებლობა და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს პარლამენტი იქნება ღია და აქტიურად ითანამშრომლებს საზოგადოებასთან. წარმატებულ საქმიანობას ვუსურვებ ახლადარჩეულ პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ ირაკლი კობახიძესა და ვიცე-სპიკერებს. ასევე, თითოეულ დეპუტატს."-განაცხადა გიორგი მამულაშვილმა 
წაკითხვა
გურამ უსტიაშვილი საკუთარი რეკორდის გაუმჯობესებას კიდევ ერთხელ შეეცდება
ორგზის მსოფლიო რეკორდსმენი – ძალოსანი გურამ უსტიაშვილი საკუთარი რეკორდის მოხსნას კიდევ ერთხელ შეეცდება: მან ერთმანეთზე გადაბმული ხუთი ავტომობილი კბილებით უნდა გაწიოს. ასპარეზობის მხარდამჭერია საქართველოს მინი კუპერის ფანკლუბი.ღონისძიება ხვალ, 15:00 საათზე, მეტეხის ტაძრის ეზოში ჩატარდება. წესების თანახმად, სპორტსმენმა ერთმანეთზე გადაბმული ავტომობილები მინიმუმ სამ მეტრ მანძილზე უნდა გაწიოს. რეკორდის დამყარების პროცესს საქართველოს რეკორდების ფედერაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან.22 წლის გურამ უსტიაშვილისთვის ეს ასპარეზობა პირველი არ არის. მისი დებიუტი 2013 წელს, “თბილისობის” დღესასწაულზე შედგა, როდესაც კბილებით სამი ავტომობილი გაათრია. მიმდინარე წლის 16 აგვისტოს კი შედეგი ერთი ავტომობილით გააუმჯობესა.
წაკითხვა
ქართული მიწა-ქართველ ხალხს!
იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით…- ეს არის ნაწყვეტი ნიკო ლორთქიფანიძის „საშობაო მინიატურებიდან“ და დღეს სწორედ, რომ ასეთი კატასტროფული მდგომარეობაა ჩვენს თავს. ჩინელს, ინდოელს, არაბს, ირანელს, თურქსა თუ სხვა უცხო ტომელს თავისუფლად შეუძლია ჩვენი წინაპრების მიერ სისხლისა და ოფლის ფასად მოპოვებული მიწა-წყლის ყიდვა. ეს ჩვენი სახელმწიფო პოლიტიკის ბრალია, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცვალოს. დაუშვებელია ქართული მიწის გასხვისება! ქართული მიწა-წყალი ეკუთვნის მხოლოდ ქართველ ხალხს! 2011 წლის მონაცემებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 30 000 ჰექტარზე მეტი სასოფლო–სამეურნეო მიწაა გასხვისებული და ეს პროცესი, დღესაც გრძელდება. თუ ასე მასობრივად გაგრძელდა ქართული მიწის გაყიდვა, ბოლოს ჩვენვე აღმოვჩნდებით უმცირესობაში ჩვენსავე ქვეყანაში. საქართველოში სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს 3,5 მილიონ ჰექტარზე ნაკლები უკავია. ამ დროს საბაზრო ფასი საშუალოდ 1000 ლარია. 1000 დოლარიც რომ იყოს, გამოდის, რომ სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ღირებულება მთლიანად სამნახევარ მილიარდ დოლარზე ნაკლებია. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ რომელიმე მილიარდერს, თუნდაც ბრუნეის სულთანს ან ბილ გეითსს, ან სხვას 10 -ჯერ, 15 - ჯერ და 20 - ჯერ შეუძლია მთელი საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების შეძენა. იაპონიაში, ახალ ზელანდიაში, ჩეხეთში, ავსტრიაში, მექსიკაში, არგენტინაში ქართველი კაცი ვერც სახნავ-სათეს მიწას იყიდის, ვერც - საძოვარს, ვერც ტყეს. იქ კანონმდებლობა ამას კრძალავს. ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება ძალიან პატარა მოცულობის მიწა მიჰყიდონ. აი, მაგალითად, თურქეთში ქართველი ორნახევარ ჰექტარზე მეტ მიწას ვერ იყიდის. ჩინეთში და ინდოეთში ქართველი სასოფლო-სამეურნეო მიწას საერთოდ ვერ იყიდის. ჩვენს ქვეყანაში კი თურქს, ჩინელს და ინდოელს რამდენიც მოესურვება, იმდენს შეიძენს. ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ერთ-ერთი ქადაგებისას ბრძანა: „ჩვენი ახალგაზრდობა მიდის უცხოეთში და იქ მოსამსახურედ მუშაობენ. იმ დროს როცა აქ, სამშობლოში უცხო ხალხი შემოდის და იკავებს ჩვენ მიწა-წყალს. ამიტომ, მოგმართავთ ყველას. იფიქრეთ თქვენს თავზე, იფიქრეთ თქვენს შვილებზე, იფიქრეთ ჩვენს მომავალზე. ბრძენი ადამიანები ამბობენ, რომ ქართველმა ადამიანმა, უპირველს ყოვლისა, უნდა შეიძინოს მიწა. მიწა ეს ყველაზე დიდი საუნჯეა. ჩვენი მიწა-წყალი დალოცვილია. აი ამიტომ, ვიფიქროთ ამაზე და შრომას მოვკიდოთ ხელი. ფიზიკური შრომა ეს არის ლოცვა-კურთხევა ღვთისა." დაბოლოს, იმედს გამოვთქვავ, რომ ჩვენი მთავრობა ეროვნულად იაზროვნებს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რითაც აკრძალავს უცხოელთათვის ჩვენი მიწა-წყლის მისყიდვას.
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი - არ აყურებინოთ ბავშვებს "დისნეის" "მულტფილმები"!
წაკითხვა
აფხაზეთი- საქართველოს ტკივილი
ჩვენ დავბრუნდებით, მომავალ წელს სოხუმში!- ამ იმედისმომცემი სიტყვებით უკვე 23 წელი გავიდა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ კვლავ აფხაზეთის გარეშე ვაგრძელებთ ცხოვრებას. აფხაზეთი საქართველოს ფილტვია, რომლის გარეშეც სუნთქვა და შესაბამისად არსებობაც შეუძლებელია. აფხაზეთი საქართველოს დიდი ტკივილია, სულის ტკივილი... ღია ჭრილობა, რომელიც არასდროს მოშუშდება. იმედი მომავლს რწმენისა არასდროს უნდა დავკარგოთ. ჩვენ დავიბრუნებთ აფხაზეთს, ჩვენს მიწა-წყალს- სწორედ ამ ფიქრით უნდა იყოს გამსჭვალული თითოეული ჩვენგანის გონება. ცნობილი ქართველი მწერალი ოთარ ჭილაძე ამბობდა სოხუმის დავიწყება დამარცხებას ნიშნავსო და ეს მართლაც ასეა.  შეუძლებელია ბოროტებამ და უსამართლობამ გაიმარჯვოს. საქართველომ საუკუნეთა მანძილზე მრავალი განსაცდელი გამოიარა, ჩვენმა ხალხმა ღვთის რწმენით ყველა დაბრკოლება გადალახა და სწორედ ასე გადავრჩით. როგორც სოლომონ ბრძენი ამბობდა „ესეც გაივლის“ და დადგება დრო როდესაც ქართული 5 ჯვრიანი დროაშა აფრიალდება სოხუმის თავზე, დადგება დრო როცა ასი ათასობით დევნილი დაუბრუნდება თავის სახლ-კარს, დადგება დრო როცა საქართველო გაერთიანდება. მაგრამ ის ტკივილი რაც ომმა და სისხლისღვრამ ათია თასობით ადამიანს მიაყენა, შეუძლებელია დავიწყებას მიეცეს. ნათქვამი დრო ყველაფრის მკურნალიაო, თუმცა ეს ყოველთვის ასე როდია?! ჩვენი, მომავალი თაობის, ვალია არ დავივიწყოთ იმ გმირების სახელები, რომლებამც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საკუთარ სამშობლოს. ჩვენი ვალია მათი გზა განვაგრძოთ და მარად ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე ვიდგეთ. ებრაელები ყოველ დილა-საღამოს ასე ლოცულობდნენ „„თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა” . სწორედ ამ უდრეკობამ, ერთგვარმა შემართებამ და რწმენამ გადაარჩინა ებრაელი ერი. და ჩვენც სწორედ მათ მსგავსად უნდა ვიწყებდეთ ყოველ დილას და ვამბობდეთ, რომ სოხუმი ჩემი იერუსალიმია! ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით!
წაკითხვა
გიორგი მამულაშვილი-"ჩვენი ქვეყანა, ჩვენი პასუხისმგებლობაა"
საზოგადოება "20/30"-ის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას ერთიანობისკენ მოუწოდებს. "მაშინ, როცა არჩევნების დღემდე სულ რაღაც 17 დღე რჩება, მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, გამოიჩინოს გონიერება და მოქალაქეობრივი თვითშეგნება. ჩვენ, ყველამ ერთად, მოქალაქეებმა თუ პოლიტიკურმა ძალებმა, შევძელით, რომ დღემდე ქვეყანაში ყოფილიყო სტაბილური, მშვიდი წინასაარჩევნო გარემო. შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მეტად ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემო.ახლა, როცა სულ უფრო ცოტა დრო რჩება 8 ოქტომბრამდე, თითოეულ ჩვენგანს მაქსიმალური ყურადღება გვმართებს. თითოეული მოქალაქე პასუხისმგებელია იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება. ასე რომ, ჩვენ, როგორც მოქალაქეთა ერთობამ, ქართულმა საზოგადოებამ, მაქსიმალური პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ მიმდინარე პროცესებზე. ბუნებრივია, სახელმწიფო სტრუქტურებს აქვთ ვალდებულება არ დაუშვან გადაცდომები და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. მაგრამ სახელმწიფოსთან ერთად, ეს პასუხისმგებლობა გვეკისრება ჩვენც, საქართველოს მოქალაქეებს.იმ შემთხვევაში, თუ ვიქნებით ფრთხილები, გარწმუნებთ, ვერავინ შეძლებს დესტაბილიზაციის მცდელობასაც კი. მჯერა, ამ პროცესში საკუთარ სიტყვას იტყვიან ქართველი ახალგაზრდები და ისინი არ დაუპირსპირდებიან ერთმანეთს პოლიტიკური ნიშნით.ვფიქრობ, რომ ჩვენ, ახალგაზრდებს, არ გვაქვს დაპირისპირების დრო და უფლება. მეტიც, ახლა თითოეული ჩვენგანი ორიენტირებული უნდა იყოს საკუთარი შესაძლებლობების სრულყოფილ რეალიზებაზე, გაერთიანებაზე, ინიციატივების წარმოჩენაზე.ამისათვის კი, საზოგადოება „20/30“-ის პლატფორმას გთავაზობთ. მოგიწოდებთ დიალოგისა და ურთიერთ პატივისცემისკენ. დიახ, ჩვენ უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. თუ არ ვეთანხმებით სხვათა მოსაზრებას, დავუპირისპირდეთ არგუმენტით და არა, ფიზიკური ძალით. გავერთიანდეთ საერთო ინტერესების გარშემო და უარი ვთქვათ სიძულვილის ენასა და ძალმომრეობაზე. ასეთი ინტერესი კი, თითოეული ჩვენი ოჯახის კეთილდღეობა და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებაა.
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი - ვეღარ მოვითმინე და „შევკადრე“, - ბიძაჩემო, ეს ეკლესია სომხურია მეთქი
დაახლოებით მისი ასაკი 45-50 წლამდე იქნებოდა, ეკლესია დაინახა თუ არა, ეგრევე დაფაცურდა, ფეხი ჩამოდო, რომელიც მეორე ფეხზე ქონდა გადადებული და პირჯვარი გადაიწერა, ამის შემდეგ ისევ გადაიდო  ფეხი-ფეხზე და ყოველი „მარშუტკის“ შენელებაზე ხვნეშას უმატებდა, ხოლო როდესაც „მარშუტკა“ გაჩერდებოდა, ერთი კარგად შეიკურთხებოდა ხოლმე, ერთ მომენტი კი ცოტა ხმამაღლა მოუვიდა - წადი, წადი შენი დედამოვტყ...ო, მობილური, რომ ამოიღო ჩემდაუნებურად გადავხედე და ეკრანზე შიშველი, დიდმკერდიანი ქალი დავინახე, რომელიც მინეტს აკეთებდა, - ცოტახანი ეკრანს შეაშტერდა, შემდეგ კი ნომერი აკრიფა...- ეხლა მე დიდუბეში ვარ უკვე, ხოდა ხო იცი რაც უნდა გააკეთო? ხო აბა რა უნდა გააკეთო, ერთი 20 წუთში ვიქნები მანდ, ხო ხო...ისევ ფაცური დაიწყო, რადგან ეკლესიას ვუახლოვდებოდით და ცდილობდა, რომ იქამდე მოწესრიგებულიყო, რადგან პირჯვარი გადაეწერა... ვეღარ მოვითმინე და „შევკადრე“ - ბიძაჩემო, ეს ეკლესია სომხურია მეთქი,სწრაფად მოაბრუნა თავი და მომაშტერდა, მის სახეზე ზიზღი ამოვიკითხე, თავი გადააქნია და ისევ ფეხი-ფეხზე გადაიდო.
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი - მივმართავ ემიგრანტებს, ნუ ჩამოხვალთ!
ნუ ჩამოხვალთ! - მივმართავ ემიგრანტებს, რომელთაც სამშობლო ენატრებათ. ნუ ჩამოხვალთ, რადგან ეს მონატრება სულ რაღაც 3-4 დღეში გადაგივლით და მიხვდებით თუ რა მძიმე რეალობაში აღმოჩნდით.ნუ ჩამოხვალთ! - რადგან თქვენ დაგხვდებათ იმედგაცრუება, სინანული, „გამოშტერებული ხალხი“, უაზრო და არაადეკვატური დამოკიდებულებები და საშინელი ცხოვრებისეული სიდუხჭირე. ნუ ჩამოხვალთ! - იცოდეთ, რომ შორიდან როგორც ჩანს ვარდისფერ ფერებში ჩემი, თქვენი, ჩვენი ქვეყანა არც ისეთი ფერადია, როგორც მაქედან ჩანს. აქ ქუჩაში ისევ ყრიან ნაგავს, აქ ქვეითად მოსიარულენი ისევ "ბატებივით" დადიან და ისევ არ უთმობენ ხალხს ზებრაგადასასვლელზე მძღოლები გზას.აქ ისევ არის გრაფიკით დენი, აქ ისევ არის გრაფიკით წყალი, აქ ისევ არის გამურული შენობები, აქ ისევ არის ნაჯღაბნები კედლებზე, აქ ისევ არსებობს ე.წ. ქალიშვილობის ინსტიტუტი. აქ ისევ ჰგონიათ, რომ თუ ადამიანს „განსხვავებული“გემოვნება აქვს (ჩაცმულობა, შეხედულება და ა.შ), ის პიდარასტია/ბოზია.აქ ისევ არის დამცირება, აქ ისევ არის დაუფასებლობა, აქ ისევ არიან გაჭირვებული ადამიანები, აქ ისევ გატყუებენ მაღაზიაში, აქ ისევ არის ძველბიჭობა და ქურდული მენტალიტეტი, აქ ისევ არის შური, შუღლი, ღალატი. ნუ ჩამოხვალთ! - მივმართავ ემიგრანტებს.
წაკითხვა

უახლესი