საზოგადოებრივი
104.5 FM
დავით შაჰნაზარიანი: „პუტინი რუსი საზოგადოების პროდუქტია“
კონფერენცია თბილისში, 21 აპრილი, 2017რუსეთი და მისი მმართველების არაპროგნოზირებადი ხასიათი თავის ტკივილი და გამოწვევა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ უფრო დაცული, ტრადიციული დემოკრატიებისთვისაც. რა შეიძლება იყოს მისი მორიგი ნაბიჯი, სადამდე შეიძლება გააგრძელოს აგრესიული ქმედებები – ეს კითხვებია, რომელზეც პასუხები ხშირ შემთხვევაში არ არის. ხოლო თუ ისინი მაინც არსებობს, უკიდურესად არასასურველად და პესიმისტურად ჟღერს და გამოიყურება. რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებლობის სათაურის ქვეშ დატოვა, თუმცა ამავე დროს დაიწყო მათი სრული ანექსიის პროცესი, რის ნათელი მაგალითიცაა სამხედრო ძალების მიერთება.სადამდე შეუძლია რუსეთს წასვლა, ამის შესახებ ამერიკის ხმასთან ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, რონდელის ფონდის მკვლევარი კახა გოგოლაშვილი ამბობს: „რუსეთს არ სჭირდება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მის შემადგენლობაში შეყვანა. მას სურს აქ თავისი სრული გავლენა შეინარჩუნოს და მოახდინოს რეგიონების მაქსიმალური სუვერენიზაცია, რომ ისინი აღიარონ სხვადასხვა სახელმწიფოებმა, პირველ რიგში დესეთეს და „ოდეკაბეს“ წევრმა ქვეყნებმა. მას სჭირდება სტრატეგიულად, სამხედრო თვალსაზრისით ჰქონდეს წვდომა რეგიონზე. სამხრეთ ოსეთის ნელ–ნელა საერთაშორისო აღიარება გრძელვადიანი პროექტია. მხოლოდ ამის შემდგომ, რუსეთმა, კონფედერაციული ან სხვა სახის ურთიერთობები, შეიძლება, დაამყაროს მასთან და არა პირდაპირი ანექსიის გზით მიიერთოს. ამას არავინ არასდროს აღიარებს და ბევრად უფრო დააზიანებს რუსეთის იმიჯს, ვიდრე ყირიმის შემთხვევა.''
წაკითხვა
ქუთაისში ავტოავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქუთაისში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს გორის ქუჩაზე, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.წყარო: On.ge
წაკითხვა
ბორჯომ-ბაკურიანის გზის მონაკვეთზე განახლებული „კუკუშკა“ ივლის
სახიფათო და ვიწრო გზა, რომელიც მატარებლ "კუკუშკისთვის" არის განკუთვნილი და აკავშირებს მეზობელ ქალაქებს - ბორჯომსა და ბაკურიანს, ახალ სიცოცხლეს დაიწყებს. რამდენიმე დღეში ამუშავდება განახლებული ხაზი, რომელიც განკუთვნილია მცირე ზომის მატარებლისთვის. გზა გარემონტდა, მაგრამ თავდაპირველი სახე მაინც შენარჩუნებულია.ერთადერთი ვიწრო ლიანდაგი საქართველოში - ეს არ არის მხოლოდ ტრანსპორტი, მას კულტურული ძეგლის სტატუსი არ აქვს, მაგრამ მაინც დიდი პოპულარობით სარგებლობს. იგი XIX საუკუნეში შეიქმნა და ტურისტების მოზიდვის ერთ-ერთი საშუალებაა.ამ გზის სიგრძე შეადგენს 38 კმ-ს და სიგანე 900 მმ-ს. იმის გამო, რომ გზაზე არის მრავალი სირთულე და მოსახვევი, მგზავრობის ხანგრძლივობა შეადგენს 2.5 საათს - ტრანსპორტი მანქანასთან შედარებით არის ძალიან ნელი, მაგრამ საინტერესო.კომპანია "საქართველოს რკინიგზა" აცხადებს, რომ ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი სარკინიგზო გზა მომავალში ძეგლის სტატუსს მიიღებს და ეროვნული კულტურული სტატუსი მიენიეჭება.
წაკითხვა
ავტოსაგზაო შემთხვევა
ფოთში მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.19 წლის მამაკაცმა მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, მერსედესის მარკის ავტომანქანა დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდა. შემთხვევა ფოთის შემოსასვლელთან მოხდა.
წაკითხვა
ამერიკელი სენატორები ახალ წელს კონფლიქტის ზონაში
ამერიკელი სენატორები ახალ წელს კონფლიქტის ზონაში, 1 იანვარი, 2017ხალ წელს საქართველოს ამერიკელი სენატორები სტუმრობდნენ. ორი რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი და დემოკრატი ემი ქლობუჩერის პირველი სავიზიტო ადგილი საოკუპაციო ზოლი გახლდათ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან, სადაც მავთულხლართებია გავლებული. მავთულხლართებმა სოფელი ხურვალეთი ორ ნაწილად გაყო და მისი ერთ–ერთი მცხოვრების, დათა ვანიშვილის სახლი საოკუპატიო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. რუსმა მესაზღვრეებმა ვანიშვილის არც სურვილი და არც მოთხოვნა გაითვალისწინეს, მარტივად და ერთი ჩაქუჩის დარტყმით სახლის წინ ეკლიანი მავთულხლართი გაუბეს. მას შემდეგ 83 წლის დათა ვანიშვილი, მეუღლესთან ერთად, ბარიერს მიღმა ცხოვრობს, უარს ამბობს რუსული პასპორტის აღებაზე, ქართული პენსიის ასაღებად და საკვების საყიდლად კი ეკლიანი მავთულხლართის ქვეშ რუსების თვალისგან მალულად გაძვრომა არც თუ ისე იშვიათად უწევს. დათა ვანიშვილი გაუტეხელობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომაც ამერიკელი სენატრორებისთვის ის საქართველოში პირველი მასპინძელი აღმოჩნდა.მართალია, მან ისინი სახლში ვერ შეიპატიჟა, მაგრამ მავთულხლართის ორივე მხრიდან საუბრისა და კეთილი სურვილების გაზიარების აკრძალვა რუსი მესაზღვრეებისთვისაც კი შეუძლებელია. „ამ ადამიანს, ისევე როგორც სხვებს, რუსეთის აგრესიის გამო ცხოვრება დაენგრა. ისინი იმსახურებენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას. აშშ განაგრძობს მეგობრობას საქართველისთან. ქართველი სამხედროები მონაწილეობენ სამხედრო მისიებში. ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ამისთვის. თუ ჩვენ ერთად არ ვიქნებით, რუსეთს ექნება შან
წაკითხვა
მორიგი 365–ის დასასრული საოკუპაციო ხაზთან
2016 წელს აფხაზებთან და ოსებთან სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველო ისევე ასრულებს, როგორც წინა წლებს: არანაირი ხელშესახები შედეგით, იქიდან გამომდინარე, რომ რუსული პოლიტიკა ამ მიმართულებით არ იცვლება, რაც, თავის მხრივ შეუძლებელს ხდის პროგრესის პროგრესირებას. რაც შეეხება კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას, ის, რაც ბორდერიზაციას, ადამიანთა უკანონო დაკავებას, ანუ რუსული პოლიტიკის ნაწილს ეხება, იგივე რჩება. საქართველოს ხელისუფლებაზე დამოკიდებულ კომპონენტთან დაკავშირებით კი მცირეოდენი პროგრესი გვაქვს. ეს უკავშირდება როგორც სასმელი და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას, ასევე გაზიფიცირების საკითხებს.შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს: „საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველა სოფელი გაზიფიცირებულია წელს, ფაქტობრივად. ესაა დიდი შეღავათი ოჯახებისთვის. ყველა სტუდენტი, 2016–2017 წლებში, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს სასწავლებელში, ესაა სულ 800 სტუდენტი, დაფინანსდება სახელმწიფოსგან და ვიცი, რომ მათი ოჯახებისთვის ესაა მნიშვნელოვანი შეღავათი. საირიგაციო, სასმელი წყლის მიმართულებით ბევრი პროექტი განხორციელდა წელს. ჩვენი სტრატეგია გახლავთ ის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი და უფრო კარგად შეასრულოს ის ამოცანები, რაც აკისრია ყველა სტრუქტურას.“"ამერიკის ხმასთან" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ატოცის, ჭვრინისის, კოდასა და აბანოს გამგებელი მარიამ გულისაშვილი ამბობს: „გათბობისთვისაა ის 200 ლარიანი დახმარებები წელს. ამჟამად, ჩვენი სოფლების მაცხოვრებლების უმეტესი ნაწილი გათბობისთვის გაზს იყენებს. რაც შეეხება მოსახლეობის წინაშე მდგარ უმთავრეს პრობლემას, ესაა უმუშევრობა. სხვა მხრივ, ქარელის სოფლებში მდგომარეობა ინფრასტრუქტურის მიხედვით- გზა, წყალი, დენი, შემიძლია გითხრათ, რომ მოწესრიგებულია.“ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობაში პოზიტიურ ცვლილებას ელიან ასევე მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, როგორც პროცესი უკვე შედგება 2017 წელს. თუმცა რუსეთი, როგორც ამ პროცესებისთვის ხელშემშლელი ფაქტორი, კვლავაც აქტიურ და აგრესიულ მოთამაშედ რჩება. ლაშა ტუღუში, ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ქართველებისა და ოსების,
წაკითხვა
ჯონ მაკკეინი ხურვალეთში
საქართველოს 1 იანვარს ესტუმრა ამერიკელ სენატორთა სამკაციანი ჯგუფი. რესპუბლიკელი სენატორი - ჯონ მაკკეინი, ასევე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი - ემი კლობუშარი საქართველოში უკრაინიდან შუადღეს ჩავიდნენ და აეროპორტში ჟურნალისტებისათვის მიცემული კომენტარების შემდეგ გაეშურნენ ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთთან, სადაც რუსეთის ჯარების უკანონო სასაზღვრო პოსტი იმყოფება. წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/jon-makkeini-xurvaletsi/28208390.html
წაკითხვა
სენატორმა მაკკეინმა საქართველოს აშშ-ის მტკიცე მეგობარი და მოკავშირე უწოდა
საქართველოს 1 იანვარს ესტუმრა ამერიკელ სენატორთა სამკაციანი ჯგუფი. რესპუბლიკელი სენატორი - ჯონ მაკკეინი, ასევე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი - ემი კლობუშარი საქართველოში უკრაინიდან შუადღეს ჩავიდნენ და აეროპორტში ჟურნალისტებისათვის მიცემული კომენტარების შემდეგ გაეშურნენ ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთთან, სადაც რუსეთის ჯარების უკანონო სასაზღვრო პოსტი იმყოფება. „ჩვენ წავალთ სამხრეთ ოსეთში და შევხვდებით რამდენიმე ოჯახს და იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებით ადგილნაცვალ პირებად აქცია რუსეთის აგრესიამ. ჩვენ შემდგომშიც გავაკეთებთ ყველაფერს, საქართველოს სრული დამოუკიდებლობის, თავისუფლების, და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, - განაცხადა სენატორმა მაკკეინმა, რომელმაც საქართველოს აშშ-ის მტკიცე მეგობარი და მოკავშირე უწოდა. საოკუპაციო ზოლის მონახულების შემდეგ ამერიკელი სენატორები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. 2 იანვარს კი ესტუმრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების კრწანისის სასწავლო პოლიგონს, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს წარმოადგენს.წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28208280.html
წაკითხვა
თემის თვითორგანიზების გამოცდილება გასაბჭოებამდე
თვითმმართველობის რა გამოცდილება არსებობდა საქართველოში გასაბჭოებამდე, ეფუძნება თუ არა თვითმმართველობის რეფორმა ისტორიულ გამოცდილებას, ნახეთ "სტუდია რე"-ს ტელედისკუსია ზვიად ქორიძესთან ერთად. გადაცემაში მონაწილეობენ:- ანა მარგველაშვილი, სათემო განვითარების ცენტრი;- ირაკლი ხვადაგიანი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (SOVLAB);- დიანა კაკიაშვილი, კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგი; - დავით ლოსაბერიძე, ადგილობრივი დემოკრატიის ქსელი.
წაკითხვა
ყვარელში ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა
3–4 დეკემბერს ყვარლის სასპორტო სკოლაში ევროპის ჩემპიონის – როინ მაღალთაძის სახელობის ძიუდოს საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა. ღონისძიება სპორტული კლუბის – „ბლექ თაიგერის“ (Black Tiger) ორგანიზებითა და „წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.წლევანდელი შეჯიბრი 2000–2002 წლებში დაბადებულ სპორტსმენთა შორის გაიმართა. ორდღიან ჩემპიონატში მონაწილეობა 262–მა ძიუდოისტმა მიიღო. გამარჯვებულები რვა წონით კატეგორიებში გამოვლინდნენ. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებსა და მათ მწვრთნელებს ორგანიზატორისგან ფულადი პრიზები გადაეცათ.როინ მაღალთაძის სახელობის ტურნირი ყვარელში 2011 წლიდან, „წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ფონდის“ მხარდაჭერით, რეგულარულად ტარდება. მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ქართველი, ისე მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული სპორტსმენები.
წაკითხვა
ფრონის ხეობის ისტორიის ფრაგმენტები
              ფრონის ხეობის ისტორიის ფრაგმენტებიყოველთვის მაინტერესებდა მდინარე ფრონის და ფრონის ხეობის შესახებ მომეძიებინა  და გამეზიარებინა სხვებისათვის, მისი ისტორიული მნიშვნელობის როლი, მისი კულტურულ-ეკონომიკური მნიშვნელობა.დავიწყებ იქიდან, თუ რას ნიშნავს ფრონის სახელის მნიშვნელობა. ის უნდა იყოს შედგენილი სიტყვა, რომლის არქეტიპი ჩანს „ფრ“ ან მისი სტრუქტურული ვარიანტი, დაცულ ქართულ ლექსიკაში „ფრეს“ სახით (ჭის, ჭისწყლის მნიშვნელობით) სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში: „ფრეს წყაროს წყლისა“. „ფრეს“ წარმომავლობა საძიებელია, მაგრამ ფრონესთან კავშირი უდავოა.
წაკითხვა
სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.
სიღნაღის რაიონის სოფელ ჯუგაანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.ახალი შენობა ძველი ბაღის ტერიტორაზე აშენდება და იგი სრულად დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს. მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება და ამაწლის 1 ოქტომბრამდე დასრულდება. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს სააღმზდელო დაწესებულება ახალ შენობაში გადავიდა, მაგრამ როგორც გამგეობაში განგვიცხადეს, შენობა არ აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს."სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუგაანის საბავშვო ბაღი განთავსებულია შენობაში, რომელიც წარმოადგენდა კერძო სახლს. აქედან გამომდინარე აღნიშნული შენობა არ შეესაბამება საბავშვო ბაღის სტანდარტებს, რაც ხელს უშლის დაწესებულების სრულფასოვან ფუნქციონირებას. საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა საკითხის გადაჭრის თხოვნით მრავალგზის მიმართეს გამგეობას. ისინი აღნიშნავენ, რომ ვერ ატარებენ მეცადინეობებს იმ სახით, რაც სტანდარტით არის გათვალისწინებული. რადგან გამგეობას პრიორიტეტად აქვს აღებული საბავშვო ბაღების მოწესრიგება, გადაწყდა, რომ სოფელ ჯუგაანში ახალი ბაღი აშენდეს, რომელიც ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს," - განაცხადეს გამგეობის პრეს-ცენტრში.ბაღის ახალი ორ სართულიანი შენობა გათვლილია სამ ჯგუფზე და ადაპტირებული იქნება "დახმარების მიმღებ პირებზე". პროექტის ღირებულება 400000 ლარია, მშენებლობისთვის თანხა რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გამოყო.ჩვენ დავინტერესდით იმ თანხებითაც, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტმა ბაღის არსებულ შენობაში გადაიხადა, მაგრამ მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობენ.
წაკითხვა
სასწრაფოდ
დაასწარი პროფესიონალებს, ატვირთე პირველმა პირველზე!
საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ჯამლეტ ხუხაშვილის საიუბილეო წიგნის "ყურადღება 50/70" პრეზენტაცია გაიმართა.
წაკითხვა
საფეხბურთო კლუბის პატარებს ყურადღება სჭირდებათ!
მოგესალმებით სრულიად საქართველო!დავიწყებ პატარა აღწერას იმით რომ თბილისიდან სადღაც 15 წუთის სავალზე არსებობს დასახლება ვაზიანის სამხედრო დასახლების სახელწოდებით.ეს დასახლება ხომ მთავრობისგან კი არა ლამისაა ღვთისგანაც იყოს მივიწყებული და დავიწყებული რომ არა რამოდენიმე გულისხმიერი ადამიანი რომელიც აქტიურად უდგას კლუბს გვერდით!იმისდა გათვალისწინებისა რომ რა მძიმე სურათია ქვეყანაში ჩვენი პრობლემებით არ მოვაწყენთ თავს არავის მაგრამ ჩვენ ჩვენი პატარა გასაჭირის სახით პატარა გულისტკივილს დავდებთ აქ დაე იცოდეს ქართველმა ის რომ აქვე ახლოს არის პატარები რომლებიც განვითარებისთვის იბრძვიან და უჭირთ მათ დახმარება და გვერდში დგომა სჭირდებათ.არ ეგონოს ვინმეს რომ ვმათხოვრობდეთ ან ვინმეს ამით თავს ვაწონებთ ვინმეს.....გავაგრძელებ იმით რომ მე გახლავართ საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი შეიარაღებული ძალების ვეტერანი რომელიც რუსეთ საქართველოს მონაწილე გიგა მოლაშხია გახლავართ!მე და ბევრი ჩემნაირი ბრძოლობდა იმისათვის რომ შეგვენარჩუნებინა მომავალი თაობა სამშობლო და განგვევითარებინა ისინი...თუ არადა ავიღებდი დავჯდებოდი ჩემი სახლის წინ და ჩემი ოჯახისთვის იქ ვიბრძოლებდი ამით მე არავის ვამადლი და არც რაიმე ზედმეტი არ მიფიქრია გარდა ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის სიყვარული...შეიარაღებულ ძალებში კარიერა შევწყვიტე 2011 წელს ხოლო 2014 წელს გადავწყვიტე ჩამომეყალიბებინა საფეხბურთო კლუბი დაჩავდგომოდი სათავეში იმისათვის რომ ამავე დასახლებაში ვცხოვრობ და გული გამსკდომოდაა ლამისაა ვინაიდან მეც ორი ბიჭის მამა ვარ და ბავშვები გარდა ცუდის კეთებისა სიგარეტის წევისა და ა.შ ვერაფერს ვერ ხედავდა თბილისში გადაადგილება ბავშვებს ძვირი უჯდებოდათ ამიტომ სიბნელისკენ მიექანებოდა ჩვენი პატარები გადავწყვიტე ამ კეთილ და მაგარ საქმეს წინ გავძღოლოდი...მაგრამ მიუხედავად ამისა ბევრ დაბრკოლებას გადავაწყდი თითქმის მთელ აღმოსავლეთ საქართველოს გავაცანი საფეხბურთო კლუბი "ვაზიანი" და კვლავაც განვაგრძობ მის წარმატების გზაზე დაყენებას რაც ძალიან გამიჭირდა რადგანაც ის ელემენტარული პირობები როგორიცაა მოედანი მისი მოწყობა გასახდელების და პატარ პატარა სხვა დეტალები წვალებ წვალებით ზოგს ვახერხებ და ზოგს ვერა.....მინდა ვინმე ჩემნაირი ქართველი ვნახო რომელსაც ტკივა ქართველი ბავშვის გასაჭირი და ის რომ 21 საუკუნეში თბილისის გარეთ ძალიან მძიმე სურათია ლამიზა 9 გავიყო რომ ამ ბავშვების გასაჭირი მივაწვდინო მთელ საქართველოს და დამიდექით ტქვენც.....ველი გამოხმაურებას 557-999-723....პატივისცემით საფეხბურთო კლუბი"ვაზიანი"-ს პრეზიდენტი :გიგა მოლაშხია
წაკითხვა
ფილმი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ / ვანელების ბლოგი
ვანელების ბლოგის მიერ შექმნილი ფილმი. გალაკტიონ ტაბიძის შესახებ! https://www.facebook.com/vanelebis.blogi
წაკითხვა
ციფრული მაუწყებელი
მოგესალმებით! ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გვაქვს ეჭვი რომ შეგნებულად ხდება 1 არხის გადაცემების ხარისხის გაუარესება, ვინაიდან არ მოხდეს საფეხბურთო და სხვა საინტერესო გადაცემების ნახვა, ხოლო აღნიშნული გადაცემის დასრულების შემდეგ ხარისხი დამაკმაყოფილებელი ხდება. ამით გვაიზულებენ შევიძინოთ ე.წ 'მაგთისატის' მოწყობილობა. გთხოვთ დახმარებას
წაკითხვა
დოკუმენტური ფილმი ვანზე | ვანელების ბლოგი
ვიდეო რეპორტაჟი ვანზე ვანელების ბლოგისგან.... www.vanelebi.ihoob.com ავტორები:ერეკლე გიორგაძე,ქრისტინე ოქროპილაშვილი
წაკითხვა
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
წაკითხვა
В Абхазии проголосовали за внесение изменений в закон «Об актах гражданского состояния»
В Абхазии проголосовали за внесение изменений в закон «Об актах гражданского состояния»
წაკითხვა
19 вопросов Кабинета министров Абхазии
19 вопросов Кабинета министров Абхазии
წაკითხვა