საზოგადოებრივი
104.5 FM
კონგრესმენი სენფორდი: "კონგრესში ბევრს სჯერა საქართველოს იდეალების"
საქართველოს პარლამენტის წევრები პირველი ოფიციალური ვიზიტით შეერთებულ შტატებს სტუმრობენ. პარლამენტარები კონგრესის წარმომადგენლებს ხვდებიან და ამერიკა-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე საურობენ. ,,ამერიკის ხმა" ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე რესპუბლიკელ კონგრესმენებს ესაუბრა. შეერთებულ შტატებში ადმინისტრაციის ცვლილების შემდეგ ბევრი კითხვა ისმის იმაზე, თუ როგორი იქნება შეერთებული შტატების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით და რა გავლენას იქონიებს ეს ურთიერთობა რუსეთის სამეზობლოზე. კონგრესმენი მარკ სენფორდი ამბობს, რომ საქართველოს და მის დემოკრატიას კონგრესში ორივე პარტიის წარმომადგენლები უჭერენ მხარს. ,,კონგრესში არიან ადამიანები, ვინც შეშფოთებულია პრეზიდენტ ტრამპის ზოგიერთი განცხადებით პუტინთან მიმართებით. ჩვენ არ ვიცით როგორ შეიცვლება პოლიტიკა რუსეთის მიმართ. რაც დანამდვილებით ვიცით არის, რომ კონგრესში ორივე პარტიის ბევრ წარმომადგენელს სჯერა საქართველოსი და მისი იდეალების," ამბობს სენფორდი. მისი თქმით, ამერიკის კონგრესის მნიშვნელოვან ნაწილს ესმის საქართველოს ღირებულებების და "იზიარებს რწმენას, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ საქართველოს, როგორც დემოკრატიის შუქურას რეგიონში.'' შეერთებულ შტატებსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე საუბრისას რესპუბლიკელი კონგრესმენი დუნკან ჰანტერი ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპზე ერთგვარ წნეხს საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფები მოახდენენ. ,,საქართველოსთან თანამშრომლობას მეტ ყურადღებას აქცევენ კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში და სენატში. აქვე უნდა ითქვას, რომ პრეზიდენტ ტრამპი ევროპაში რუსეთის ქმედებებს ხედავს და ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ვლადიმირ პუტინი ახლო აღმოსავლეთში და ვლადიმირ პუტინი ევროპაში, რომელიც საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს. ეს ორი საკითხი განსხვავებულად უნდა ვნახოთ," ამბობს ჰანტერი. ,,ონგრესმენი დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი ტრამპი რუსეთს "ეტყვის დატოვოს საქართველოს ტერიტორია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ რუსეთმა საქართველოს საზღვარი მეტად აღარ დაარღვიოს და საბოლოოდ უკან დაიხიონ და საქართველოს სუვერენიტეტი აღიარონ.'' ჰანტერის თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გაიზრდება შეერთებული შტატების სამხედრო თანამშრომლობა ბალტიისპირეთის და კავკასიის ქვეყნებთან, ასევე უკრაინასთან და პოლონეთთან. მისი თქმით, ამის მიზანი რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნების დამოუკიდებლობის და თავისუფლების გაძლიერებაა. ამერიკის ხმა.
წაკითხვა
ოლბრაიტი: არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინი სუკის აგენტი იყო
ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი, საუბრობს იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ამერიკის როლი მსოფლიოში და რა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს ვაშინგტონს საერთაშორისო წესრიგის შექმნასა და შენარჩუნებაში.ოლბრაიტი 30 იანვარს საერთაშირისო და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში სიტყვით გამოვიდა და აღნიშნა, რომ ამერიკას განსაკუთრებული როლი აკისრია საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენებში. „ჩვენ შეუცვლელი ქვეყანა ვართ. ეს პრეზიდენტმა კლინტონმა თქვა და მე ხშირად ვიმეორებ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მარტო უნდა ვიყოთ, ეს პარტნიორებსაც გულისხმობს,“ განაცხადა გამოსვლის დასაწყისში ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა.ოლბრაიტი კლინტონის ადმინისტრაციის წევრი იყო. მას გაეროში ამერიკის ელჩის თანამდებობა ეკავა და შემდგომ პირველი ქალი გახდა ამერიკის ისტორიაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში.
წაკითხვა
Грач Саруханян извиняется перед абхазами за осквернения флага
წაკითხვა
გარდაცვლილის ახლობლები მიცვალებულის გორის მერიის შენობის წინ დასვენებით იმუქრებიან
გარდაცვლილი მერი ცარციძის ახლობლები გორის მერიისგან დახმარებას ითხოვენ, როგორც მათ ,,თრიალეთს" განუმარტეს გარდაცვლილი სოციალურად დაუცველი მარტოხელა ქალბატონი იყო და იგი ამ დროისთვის ჩასასვენებლის გარეშეა დასვენებული. ახლობლები გორის მერიისგან ჩასასვენებელს ითხოვენ წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტის ნიშნად ცხედარის მერიის შენობასთან დასვენებით იმუქრებიან.აღნიშნული საკითხის გასარკვევად გორის   მერიაში გარადაცვლილის
წაკითხვა
ამერიკელი სენატორები ახალ წელს კონფლიქტის ზონაში
ამერიკელი სენატორები ახალ წელს კონფლიქტის ზონაში, 1 იანვარი, 2017ხალ წელს საქართველოს ამერიკელი სენატორები სტუმრობდნენ. ორი რესპუბლიკელი ჯონ მაკკეინი და ლინდსი გრემი და დემოკრატი ემი ქლობუჩერის პირველი სავიზიტო ადგილი საოკუპაციო ზოლი გახლდათ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთთან, სადაც მავთულხლართებია გავლებული. მავთულხლართებმა სოფელი ხურვალეთი ორ ნაწილად გაყო და მისი ერთ–ერთი მცხოვრების, დათა ვანიშვილის სახლი საოკუპატიო ხაზს მიღმა აღმოჩნდა. რუსმა მესაზღვრეებმა ვანიშვილის არც სურვილი და არც მოთხოვნა გაითვალისწინეს, მარტივად და ერთი ჩაქუჩის დარტყმით სახლის წინ ეკლიანი მავთულხლართი გაუბეს. მას შემდეგ 83 წლის დათა ვანიშვილი, მეუღლესთან ერთად, ბარიერს მიღმა ცხოვრობს, უარს ამბობს რუსული პასპორტის აღებაზე, ქართული პენსიის ასაღებად და საკვების საყიდლად კი ეკლიანი მავთულხლართის ქვეშ რუსების თვალისგან მალულად გაძვრომა არც თუ ისე იშვიათად უწევს. დათა ვანიშვილი გაუტეხელობის ერთგვარ სიმბოლოდ იქცა. სწორედ ამიტომაც ამერიკელი სენატრორებისთვის ის საქართველოში პირველი მასპინძელი აღმოჩნდა.მართალია, მან ისინი სახლში ვერ შეიპატიჟა, მაგრამ მავთულხლართის ორივე მხრიდან საუბრისა და კეთილი სურვილების გაზიარების აკრძალვა რუსი მესაზღვრეებისთვისაც კი შეუძლებელია. „ამ ადამიანს, ისევე როგორც სხვებს, რუსეთის აგრესიის გამო ცხოვრება დაენგრა. ისინი იმსახურებენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრებას. აშშ განაგრძობს მეგობრობას საქართველისთან. ქართველი სამხედროები მონაწილეობენ სამხედრო მისიებში. ჩვენ მადლობას ვუხდით მათ ამისთვის. თუ ჩვენ ერთად არ ვიქნებით, რუსეთს ექნება შან
წაკითხვა
მორიგი 365–ის დასასრული საოკუპაციო ხაზთან
2016 წელს აფხაზებთან და ოსებთან სამოქალაქო ინტეგრაციის თვალსაზრისით საქართველო ისევე ასრულებს, როგორც წინა წლებს: არანაირი ხელშესახები შედეგით, იქიდან გამომდინარე, რომ რუსული პოლიტიკა ამ მიმართულებით არ იცვლება, რაც, თავის მხრივ შეუძლებელს ხდის პროგრესის პროგრესირებას. რაც შეეხება კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებას, ის, რაც ბორდერიზაციას, ადამიანთა უკანონო დაკავებას, ანუ რუსული პოლიტიკის ნაწილს ეხება, იგივე რჩება. საქართველოს ხელისუფლებაზე დამოკიდებულ კომპონენტთან დაკავშირებით კი მცირეოდენი პროგრესი გვაქვს. ეს უკავშირდება როგორც სასმელი და სარწყავი სისტემების რეაბილიტაციის თვალსაზრისით არსებულ ვითარებას, ასევე გაზიფიცირების საკითხებს.შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აცხადებს: „საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ყველა სოფელი გაზიფიცირებულია წელს, ფაქტობრივად. ესაა დიდი შეღავათი ოჯახებისთვის. ყველა სტუდენტი, 2016–2017 წლებში, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს სასწავლებელში, ესაა სულ 800 სტუდენტი, დაფინანსდება სახელმწიფოსგან და ვიცი, რომ მათი ოჯახებისთვის ესაა მნიშვნელოვანი შეღავათი. საირიგაციო, სასმელი წყლის მიმართულებით ბევრი პროექტი განხორციელდა წელს. ჩვენი სტრატეგია გახლავთ ის, რომ მთავრობა გახდეს უფრო ეფექტური, უფრო მოქნილი და უფრო კარგად შეასრულოს ის ამოცანები, რაც აკისრია ყველა სტრუქტურას.“"ამერიკის ხმასთან" ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების ატოცის, ჭვრინისის, კოდასა და აბანოს გამგებელი მარიამ გულისაშვილი ამბობს: „გათბობისთვისაა ის 200 ლარიანი დახმარებები წელს. ამჟამად, ჩვენი სოფლების მაცხოვრებლების უმეტესი ნაწილი გათბობისთვის გაზს იყენებს. რაც შეეხება მოსახლეობის წინაშე მდგარ უმთავრეს პრობლემას, ესაა უმუშევრობა. სხვა მხრივ, ქარელის სოფლებში მდგომარეობა ინფრასტრუქტურის მიხედვით- გზა, წყალი, დენი, შემიძლია გითხრათ, რომ მოწესრიგებულია.“ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობაში პოზიტიურ ცვლილებას ელიან ასევე მას შემდეგ, რაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია, როგორც პროცესი უკვე შედგება 2017 წელს. თუმცა რუსეთი, როგორც ამ პროცესებისთვის ხელშემშლელი ფაქტორი, კვლავაც აქტიურ და აგრესიულ მოთამაშედ რჩება. ლაშა ტუღუში, ლიბერალური აკადემიის ხელმძღვანელი ქართველებისა და ოსების,
წაკითხვა
სენატორმა მაკკეინმა საქართველოს აშშ-ის მტკიცე მეგობარი და მოკავშირე უწოდა
საქართველოს 1 იანვარს ესტუმრა ამერიკელ სენატორთა სამკაციანი ჯგუფი. რესპუბლიკელი სენატორი - ჯონ მაკკეინი, ასევე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი - ემი კლობუშარი საქართველოში უკრაინიდან შუადღეს ჩავიდნენ და აეროპორტში ჟურნალისტებისათვის მიცემული კომენტარების შემდეგ გაეშურნენ ოკუპირებულ სოფელ ხურვალეთთან, სადაც რუსეთის ჯარების უკანონო სასაზღვრო პოსტი იმყოფება. „ჩვენ წავალთ სამხრეთ ოსეთში და შევხვდებით რამდენიმე ოჯახს და იმ ადამიანებს, რომლებიც იძულებით ადგილნაცვალ პირებად აქცია რუსეთის აგრესიამ. ჩვენ შემდგომშიც გავაკეთებთ ყველაფერს, საქართველოს სრული დამოუკიდებლობის, თავისუფლების, და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, - განაცხადა სენატორმა მაკკეინმა, რომელმაც საქართველოს აშშ-ის მტკიცე მეგობარი და მოკავშირე უწოდა. საოკუპაციო ზოლის მონახულების შემდეგ ამერიკელი სენატორები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. 2 იანვარს კი ესტუმრებიან საქართველოს შეიარაღებული ძალების კრწანისის სასწავლო პოლიგონს, რომელიც ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრს წარმოადგენს.წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28208280.html
წაკითხვა
გაძევებულმა რუსმა დიპლომატებმა დატოვეს აშშ
რუსმა დიპლომატებმა, რომლებსაც აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით 72-საათის ვადა ჰქონდათ ამერიკის დასატოვებლად, უკვე გაემგზავრნენ ვაშინგტონიდან. ამის თაობაზე, რუსეთის ახალი ამბების სააგენტოებს უამბო აშშ-ში რუსეთის საელჩოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა. ნიკოლაი ლახონინის თქმით თვითმფრინავი, რომელშიც რუსი დიპლომატები იმყოფებიან, უკვე აფრინდა ვაშინგტონიდან. თეთრმა სახლმა 29 დეკემბერს გაავრცელა განცხადება, რომ ქვეყნიდან გააძევებს რუსეთის 35 დიპლომატს. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაიხურება რუსეთის ორი დაწესებულება მერილენდსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენება. რუსეთის მოქალაქეებს 72 საათის განმავლობაში დაატოვებინებენ აშშ-ის ტერიტორიას ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან.წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28208505.html
წაკითხვა
სენატორები: აშშ რუსეთს საკადრის პასუხს გასცემს და არ დააჩაგვრინებს მეზობლებს
1 იანვარს საქართველოში აშშ-ის სენატორებს ელოდებიან. რესპუბლიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი, ასევე რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი და დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი საქართველოს იმ მასშტაბური ტურნეს ფარგლებში ეწვევიან, რომლის მარშრუტიც, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, უკრაინაზე, საქართველოსა და ჩერნოგორიაზე გადის. საქართველოში დიდი ინტერესით ელოდებიან მესიჯებს, რომლებსაც სენატორები ჩამოიტანენ ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ინაუგურაციის წინ. თუმცა გავლენიანი ამერიკელი კანონმდებლების მიერ ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადებები ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი არც ახალი ადმინისტრაციის პირობებში შეეგუება რუსეთის აგრესიულ, დესტრუქციულ პოლიტიკას და რომ ამერიკა არ მიატოვებს თავის პარტნიორებს რუსეთის სამეზობლოში.,,როდესაც ვხედავთ (რუსეთის) განგრძობად აგრესიას ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინაში და ვხედავთ მუდმივ საფრთხეს საქართველოში, ჩვენი ურთიერთობა უფრო მეტად მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ის იყო აქამდე, დიდი ხნის მანძილზე“- ეს განცხადება სენატორმა ჯონ მაკკეინმა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ყოფნის დროს, 27 დეკემბერს, გააკეთა და იქვე გამოამჟღავნა დიდი იმედი იმისა, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, ადმინისტრაციის პირობებშიც ძველებურად მტკიცე იქნება აშშ-ისა და ნატოს ურთიერთობები. ამასთან, შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯონ მაკკეინი დარწმუნებულია იმაშიც, რომ ამერიკა ადეკვატურად უპასუხებს რუსეთის შემაშფოთებელ ქმედებებს:
წაკითხვა
Новости Абхазии 27 12 2016
 
წაკითხვა
Пресс-конференция гендиректора Черноморэнерго Абхазии Аслана Басария
 
წაკითხვა
Брифинг Министра иностранных дел Даура Кове и пресс секретаря МИД Абхазии Лауры Тания по итогам 2016
Брифинг Министра иностранных дел Даура Кове и пресс секретаря МИД Абхазии Лауры Тания по итогам 2016
წაკითხვა
ჰერბსტი: რუსეთის მოქმედებები ალეპოში ტერორიზმის ფორმა იყო
ანკარაში რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგ სირიაში მიმდინარე 6 წლიან კონფლიქტზე სასაუბროდ ირანის, თურქეთის და რუსეთის წარმომადგენლები ამ დღეებში მოსკოვში შეიკრიბნენ. ამ პროცესში არც შეერთებული შტატები და არც გაერო ჩართული არ ყოფილა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ვლადიმირ პუტინი დასავლეთსა და თურქეთს შორის ივლისის ამბოხებით გამოწვეული დაძაბულობით სარგებლობს და რეგიონის პოლიტიკიდან დასავლეთის გარიყვას ცდილობს. ამ თემებზე სასაუბროდ ამერიკელ დიპლომატს, აშშ-ის ყოფილ ელჩს უკრაინასა და უზბეკეთში ჯონ ჰერბსტს დვუკვშირდით. „რუსეთს და თურქეთს სირიის საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ. ამის მიუხედავად, ქვეყნებს შორის ურთიერთობების დათბობა მას შემდეგ დაიწყო, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთს სამხედრო შვეულმფრენის ჩამოგდებისთვის მოუბოდიშა. ახლა ურთიერთობების გამწვავება არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ არის. მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ თურქეთმა განაცხადა, რომ მის ინტერესში არ შედის სხვა ქვეყნის ლიდერის მოშორება. ეს სიახლეა. აქამდე, ერდოღანი ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს უჭერდა მხარს.“ მოსკოვში სირიაზე სასაუბროდ სამი ქვეყნის წარმომადგენლის შეკრებაზე, თურქეთმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნის ლიდერის, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თავიდან მოშორება მათი საქმე არ არის. დიპლომატი და ამჟამად „ატლანტიკური საბჭოს“ ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი მიიჩნევს, რომ ეს თურქეთის ბოლო წლების პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რადგან „კონფლიქტის დაწყებიდანვე, თურქეთი სწორედ სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ მებრძოლებს უჭერდა მხარს.“ ჰერბსტის თქმით, ახლა მთავარ კითხვად რჩება როგორ მოიქცევა ერდოღანის თურქეთი და შეცვლის თუ არა ის სირიის პოლიტიკას. „არავისთვისაა საიდუმლო, რომ პუტინს სირიაში თავისი ინტერესები აქვს და აქამდე წარმატებულადაც. თუ პუტინი ერდოღანის დარწმუნებას შეძლებს და ისინი ასადის მხარდასაჭერად გაერთიანდებიან, რაც კრემლის ინტერესშია. რეგიონის პოლიტიკისთვის ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება.“ კითხვაზე, უნდა ველოდეთ თუ არა რუსეთისგან ტერორიზმის სახელით რეგიონში მეტ სამხედრო ჩართულობას, ჰერბსტი გვპასუხობს, რომ სირიაში რუსეთის კამპანია, თავისთავად, ტერორიზმის ფორმა იყო. „მოსკოვს ექსტრემისტების წინააღმდეგ არაფერი გაუკეთებია. ის ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლი არ არის... ვფიქრობ, ალეპოში რუსეთის საჰაერო კამპანიას ტერორიზმი ვუწოდოთ. მე არ მჯერა, რომ მოსკოვს ანტი-ტერორისტული განზრახვები ჰქონდეს. მოსკოვი ასადს ალეპოს აღებაში სრულიად ბარბაროსული მეთოდებით ეხმარებოდა. ალეპოს დაცემა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. ეს ნათელი ნიშანია რუსეთის მფარველობის ქვეშ ასადის რეჟიმის ხელახალი აღმავლობისა.“ ჰერბსტს უჭირს სირიის მომავალზე საუბარი. მისი თქმით, სირიაში რუსეთის წარმატების ერთ-ერთი მიზეზი „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ შეერთებული შტატების არაეფექტურობაა. ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს - დონალდ ტრამპს, სირიასთან დაკავშირებით კონკრეტული პოლიტიკა არ წარმოუდგენია, მაგრამ მან ახსენა, რომ ექსტრემიზმის, მათ შორის ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” დასამარცხებლად რუსეთთან ითანამშრომლებს. ამის მიუხედავად, ჰერბსტი სკეპტიკურადაა განწყობილი ერთის მხრივ ტრამპის ექსპერტიზაში და მეორეს მხრივ ამერიკა-რუსეთის შესაძლო თანამშრომლობის შესაძლებლობაში. „ტრამპის განცხ
წაკითხვა
Темур Надарая продолжает реализовывать план оккупационного режима России в Абхазии об «абхазивании» Гальских грузин
 Темур Надарая продолжает реализовывать план оккупационного режима России в Абхазии об «абхазивании» Гальских грузин
წაკითხვა
Гальский район Абхазии - особая зона пограничного контроля
 Галский район Абхазии - особая зона пограничного контроля 
წაკითხვა
მდინარე ამურზე დაიწყო ჩინეთსა და რუსეთს შორის ხიდის მშენებლობა
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, 24 დეკემბერს დაიწყო ჩინეთისა და რუსეთის დამაკავშირებელი პირველი ხიდის, გზატკეცილის მშენებლობა მდინარე ამურზე. ეს იდეა პირველად 28 წლის წინ წამოაყენეს, პროექტზე შეთანხმებას წელიწადზე მეტია მიაღწიეს. გეგმის თანახმად, ხიდი 20 კილომეტრის სიგრძის იქნება, მის ერთ მესამედს ჩინეთი ააგებს, ორ მესამედს რუსეთი. ხიდის ორი მონაკვეთის ერთმანეთთან დაკავშირებაც რუს ინჟინრებს დაევალათ. პროექტის დასრულების დროდ ვარაუდობენ 2019 წლის ოქტომბერს. რუსეთი, რომელსაც 2014 წელს ყირიმის ანექსირებისთვის და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერისთვის დასავლეთის სანქციები დაეკისრა, მნიშვნელოვნადაა დაინტერესებული ჩინეთთან საექსპორტო გზების განვითარებაში. ჩინეთს კი რუსეთიდან ნედლეული და ენერგია ესაჭიროება, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად. თუმცა ორ ქვეყანას შორის არაერთი სხვა ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერდა და ზოგიერთი ანალიტიკოსი ახლაც გამოთქვამს ეჭვს, მოხერხდება თუ არა ხიდის დროულად დასრულება, ორ ქვეყანას შორის არსებული უნდობლობის ფონზე.წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28196105.html
წაკითხვა
ბრაიზა: რუსეთი ტერორიზმს თავისი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენებს
თურქეთში, რუსეთის ელჩის მკვლელობის თემას და შედეგად წარმოქმნილ ახალ რეალობას ორმხრივ თუ რეგიონულ ურთიერთობებში სტამბოლიდან "ამერიკის ხმასთან" სკაიპით ჩაწერილ ინტერვიუში აანალიზებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილი თანაშემწე ევროპის და ევრაზიის საკითხებში, ამჟამად აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს მკვლევარი, ელჩი მეთიუ ბრაიზა.ამერიკის ხმა: ანაკარაში რუსეთის ელჩი მოკლეს. მსგავს ქმედებებს, ისტორიულად, ომები გამოუწვევია. როგორ შეცვლის ანდრეი კარლოვის მკვლელობა რეგიონის ორი დიდი ძალის - რუსეთის და თურქეთის ურთიერთობას?მეთიუ ბრაიზა: ვფიქრობ, ამ ტრაგედიის შემდეგ, რუსეთ-თურქეთის უფრთიერთობები უფრო მჭიდრო გახდება. ამ მკვლელობამ ჩემზე განსაკუთრებულად იმოქმედა, პიროვნულად შემარყია. ერთის მხრივ, ვხედავთ, რომ ელჩები და ყოფილი ელჩები თავდასხმების სამიზნეები ხდებიან, ამავდროულად, ეს მკვლელობა გვაჩვენებს, რომ თურქულ სისტემაში ისევ არიან ბოროტმოქმედები, რომლებსაც მსგავსი საშინელების ჩადენა შეუძლიათ.აქ ბევრს აქვს მოლოდინი, რომ ქვეყნებს შორის კავშირები გამყარდება. მკვლელობაზე ორივე ლიდერის, პრეზიდენტ ედროღანის და პრეზიდენტ პუტინის გამოხმაურება გვაჩვენებს, რომ ისინი თანხმდებიან და ისინი ცდილობენ ამ ტრაგედიიდან ახალი სამშვიდობო პროცესი დაიწყონ, რომელშიც რუსეთი, თურქეთი და ირანი იქნებიან ჩართულები.საბოლოო ჯამში, რუსეთს და თურქეთს შორის კავშირების გაძლიერებას ველი.ამერიკის ხმა: კარლოვის მკვლელობიდან მალევე, სირიის კონფლიქტზე სასაუბროდ რუსეთის, თურქეთის და ირანის წარმომადგენლები მოსკოვში შეიკრიბნენ. პროც
წაკითხვა
Митинг в Абхазии сторонников оппозиции -15:00 16:30 часов
Митинг в Абхазии сторонников оппозиции -15:00 16:30 часов
წაკითხვა
Митинг в Абхазии сторонников оппозиции 13:50 - 15:20 часов
 
წაკითხვა
Видео как в Абхазии сторонники оппозиции двинулись к Администрации Рауля Хаджимба - 16.12.16
წაკითხვა

უახლესი