საზოგადოებრივი
104.5 FM
რუსული საფრთხე ევროპულ არჩევნებზე
ვაშინგტონში დისკუსია იმის გარშემო, რომ მოსკოვი შეეცადა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენას, გრძელდება. ხოლო ევროპაში შიშობენ, რომ ამერიკის შემდეგ კრემლი შეეცდება კონტინენტზე მიმდინარე პროცესებში ჩარევას. 2017 წელს საფრანგეთში, გერმანიაში და ნიდერლანდებში მოსახლეობა ქვეყნის ახალ ლიდერებს აირჩევს. მიმომხილველთა აზრით, რუსეთი უკვე ცდილობს მათ არჩევნებში ჩარევას. თუმცა მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.რუსეთის წინააღმდეგ ევროპული სანქციების მთავარი არქიტექტორის, გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის დამარცხება, რუსეთის მთავარი მიზანია.დეკემბერში, სიტყვით გამოსვლისას ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ საგარეო ძალები, შესაძლებელია, ქვეყანაში არჩევნებზე გავლენის მოხდენას შეეცადონ. მისივე თქმით, გერმანიაში ლიდერებმა ამომრჩეველს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ და ასევე ნათლად გააცნონ მათ საკუთარი პოზიციები.„ჩვენ უნდა მივაწოდოთ ამომრჩეველს ინფორმაცია და გავაცნოთ ჩვენი პოზიციები. ჩვენ არ უნდა მივცეთ თავს გაღიზიანების უფლება, უნდა გვესმოდეს, რომ მსგავსი რამ მოსალოდნელია და ვეცადოთ მასთან გამკლავებას“, - განაცხადა მერკელმა.გერმანიის კანცლერი მეოთხედ იყრის კენჭს გერმანიის ლიდერის პოსტზე. მერკელის აქილევსის ქუსლი საიმიგრაციო კრიზისია. 2015 წლის განმავლობაში გერმანიამ დაახლოებით მილიონამდე მიგრანტი მიიღო. მიმომხილველთა აზრით, რუსეთი შეეცდება ამ საკითხის გამოყენებას და მიგრანტების წინააღმდეგ სენტიმენტების უფრო გაღვივებას.იანვარში, ეთნიკურად რუსი, გერმანელი ახალგაზრდის ყალბი ისტორია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ის მიგრანტების მხრიდან გაუპატიურების მსხვერპლი გახდა. რუსეთი გერმანიას, მომხდარის დაფარვაში დებდა ბრალს. მოგვიანებით, გოგონამ განაცხადა, რომ ისტორია სიმა
წაკითხვა
"ქართული ოცნების" აქტივისტებმა ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ინციდენტი მოხდა ზერტის  56-ე სარჩვენო უბანზე, ქართული ოცნების აქტივისტებმა ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტს შეუარცხყოფა მიაყენეს. როგორც თრიალეთის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, საარჩევნო უბანთან მობილიზებული ქართული ოცნების მხარდამჭერები მას მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ და გადაღებას უკრძალავდნენ. ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.  ტელეკომპანია "თრიალეთი" სამართალდამცავებს მომხდარზე რეაგირებისკენ  მოუწოდებს. ზერტში მომხდარ ინციდენტზე დეტალებს ჩვენ უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ. 
წაკითხვა

უახლესი