საზოგადოებრივი
104.5 FM
გადაცემა „პროფილი“ ეთერში ბრუნდება
„თოქ შოუ პროფილი თავის უცვლელ წამყვანთან, მაია ასათიანთან ერთად ეთერს უბრუნდბა. გადაცემა რუსთავი2-ის ეთერში ტრადიციულ დროს, ხუთშაბათს 22:00 საათზე გავა.“ - აღნიშნულ ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. არხის თქით, გადაცემის ჩაწერა დღეს შედგა და მისი ანონსი ხვალიდან რუსთავი 2-ის ვებ-გვერდზე rustavi2.ge განთავსდება. 
წაკითხვა
„ნათლად ჩანს, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ტელევიზიის არსებობა არანაირად არ შედის ამ მთავრობის სტრატეგიულ გეგმაში“
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის დამფუძნებლები, დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ქიბარ ხალვაშის განცხადებას განცხადებითვე პასუხობენ:„დღეს რამდენიმე სააგენტომ და ტელეარხმა მოგვმართა თხოვნით კომენტარი გაგვეკეთებინა ქიბარ ხალვაშის განცხადებაზე. ეს განცხადება დღეს შეიძლება ვიღაცას უცნაურად და უადგილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ვფიქრობთ, იგი შორს მიმავალი გეგმის ერთი მცირე ნაწილია. სინამდვილეში იკვეთება რამდენიმე მკაფიო გზავნილი, რაც “უცნაურად” ემთხვევა ჩვენს გააქტიურებას როგორც მედიაში, ისე უცხოურ ორგანიზაციებში. ასევე პროკურატურაში 6 აპრილს შეტანილ ოფიციალურ წერილს სტატუსის ლეგიტიმაციის შესახებ. განცხადების პასუხად შეგვიძლია ვთქვათ:ჩვენს არც ერთ გამოსვლაში ქიბარ ხალვაშის მიმართ არაკორექტულები არ ვყოფილვართ. პირიქით, ყოველთვის ხაზს ვუსვამდით ჩვენთან მიმართებით მის მორალურ საქციელს. შესაბამისად, მის ნათქვამს და გაღიზიანებულ ტონს განვიხილავთ, როგორც ნიადაგის მომზადების მცდელობას – უარი თქვას, ან შესაძლოა „ათქმევინონ“ მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე, ან მასში გარკვეული კორექტივები შეატანინონ. ამ ქმედებაში აშკარად იკვეთება ხელისუფლების ხელი, რომელსაც, სავარაუდოდ, თავიდანვე არ მოსწონდა ჩვენ შორის არსებული შეთანხმება, ვინაიდან მისთვის მიუღებელია დამოუკიდებელი, არაკონტროლირებადი, კრიტიკული რუსთავი 2.ლოგიკას მოკლებულია მსჯელობა
წაკითხვა
ქიბარ ხალვაში დვალს და აქიმიძეს: „თქვენს ქცევაში მუდამ არის რაღაც ჩემთვის შეურაცხმყოფელი“
ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის ასევე ყოფილ მფლობელებს და დამფუძნებლებს დავით დვალს და ჯარჯი აქიმიძეს მიმართავს, მიმართვის ტექტს უცვლელად გთავაზობთ:„ბატონო დვალი და ბატონო აქიმიძე, უპირველესად გისურვებთ დიდ წარმატებებს, ნაკლებ სანერვიულოს და ბედნიერ აღდგომას.თუ თქვენ თვლით, რომ ჩემი ბრძოლა წაგებულია, მაშინ თქვენი ქცევა გამართლებულია და წარმატებებს გისურვებთ, მაგრამ თქვენს ქცევაში მუდამ არის რაღაც ჩემთვის შეურაცხმყოფელი და ისეთი, რაც ჩემი წარმატების შანსს ბევრით არა, მაგრამ მაინც ამცირებს.დარწმუნებული ვარ, რომ მე ჩემს პირობას შევასრულებ. მაგრამ აქმადე არასდროს მიფიქრია, რომ ალბათ თავი თქვენსგანაც სათანადოდ უნდა დავიცვა.საინტერესოა თქვენ რას დამითმობდით თქვენი წარმატების და ჩვენი თანამშრომლობის შემთხვევაში?სამწუხაროა რომ ისეთი სასარგებლო თვისება, როგორიც თმენაა უსაზღვრო არ არის. ვფიქრობ ჯობია ვიზრუნოთ ერთმანეთი სხვების სასარგებლოთ არ დავაზარალოთ.და კიდევ ერთჯერ გისურვებთ წარმატებებს ...“ - ნათქვამია განცხადებაში.
წაკითხვა
იუმორი რუსული პროპაგანდის საპირწონედ
რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ კრემლის პროპაგანდამ თავისუფალია მედიისთვის, პოლიტიკური გაშუქებისთვის და კრიტიკული მოსაზრებებისთვის სივრცე შეამცირა. კრემლის მზარდი პროპაგანდის წინააღმდეგ რუსი ჟურნალისტების ერთი ჯგუფი გაერთიანდა, "მედუზის პროექტი"-ს სახელით ცნობილი ჯგუფი ლატვიიდან მუშაობს და რუსი ახალგაზრდების მოსაზიდად ხშირად იუმორს იყენებენ.რუსეთის ნაციონალისტური პროპაგანდა განსაკუთრებით 2014 წელს, ყირიმის ანექსიის შემდეგ გაძლიერდა. სწორედ 2014 წლის გაზაფხულის შემდეგ დაიძაბა რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობები ყველაზე მეტად "ცივი ომის" შემდეგ.რუსი ჟურნალისტების ერთი ჯგუფი ხელისუფლების მზარდ წნეხს გაექცა და ახლა ლატვიის დედაქალ რიგიდან აგრძელებენ პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლას.
წაკითხვა
„გამოკითხულთა 76% თვლის, რომ დავა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლაა“
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების ნაწილი მედიისთვის დღეს გახდა ცნობილი, IRI-მ გარდა სოციალურ-პოლიტიკური საკითხებისა, რესპოდენტებს კითხვა „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებითაც დაუსვა, გამოკითხულთა 96% ტელეკომპანიის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო დავის შესახებ ინფორმირებულია, ინფორმირებული მოქალაქეების 76% კი თვლის, რომ დავა „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ პოლიტიკური ზეწოლაა. გამოკითხვის სრული შედეგები 3 აპრილს გახდება ცნობლი. 
წაკითხვა
„რუსთავი 2“-ის გადაწყვეტილება - ვინ იქნებიან შპს „რუსთავი2 ჩემია“-ს წარმომადგენლები?
დღეს რუსთავი 2-ის კოლექტივმა შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე არხის თანამშრომლებმა ბოლო დროს სამაუწყებლო კომპანიის მფლობელების წინადადება განიხილეს, რომელიც რუსთავი 2-ის გუნდისთვის საკონტროლო პაკეტის, ტელეკომპანია „საქართველოს“ წილის 51%-ის გადაცემას გულისხმობდა. თანამშრომლების გადაწყვეტილებით, წილების გადაცემის პროცესში უშუალოდ ყველა თანამშრომელი ვერ იქნება ჩართული და აუცილებელია შეიქმნეს შპს (შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება) სახელწოდებით „რუსთავი2 ჩემია“. დღესვე არხის კოლექტივმა აღნიშნულ საზოგადოებაში წარმომადგენლები კენჭისყრით აირჩია, მასში წარმოდგენილი წევრები სამაუწებლო კომპანიის ყველა დეპარტამენტიდან იქნებიან, სიაში ადგილს რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამიაც დაიკავებს. სია კი ასე გამოიყურება:1. ნანუკა ჟორჟოლიანი2. ფორმულა კრეატივი (უცნობია)3. ზაალ უდუმაშვილი4. გიორგი ლაფერაშვილი5. კურიერი (უცნობია)7. კურიერი (უცნობია)8. კურიერი (უცნობია)9. კურიერი (უცნობია)10. კურიერი (უცნობია)11. დუდუ კურდღელია12. გოჩა ქუმსიაშვილი13. დემნა ჯაფარიძე14. გიორგი ხაბურზანია15. ზურა კიწმარიშვილი16. ჯანო ჟვანია17. ნინო არაზაშვილი18. ნენე კვინიკაძე19. ნათია შუბითიძე20. გიორგი წიკლაური21. ოლგა სპირინა22. გიორგი ჯაფარიძე23. თამთა მურადაშვილი24. დიტო საძაგლიშვილი25. გიორგი გაბუნია26. ეკა სარია27. P.S. (უცნობია)28. აკაკი გოგიჩაიშვილი
წაკითხვა
„ამას ქვია დეჟა ვუ თუ ქვია!“
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის 2007 წელს ტელეკომპანია „იმედში“ და დღეს „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს შორის პარალელს ავლებს: „2007 წელსაც სააკაშვილმაც, როცა მიხვდა, რომ დარბევით "იმედს" ვერ წაიღებდა, ჟურნალისტების გადაბირება დაიწყო. ახლა როგორც ვუყურებ, იგივეს აკეთებს ბიძინაც. სასამართლო რომ გაჭიანურდა, ტელევიზიის თანამშრომლებს მიადგა. ახლა რ2-ის კოლექტივი, მეპატრონეს, რომელიც კონკრეტულ პოლიტიკოსთან ასოცირდება, საკონტროლო პაკეტის გადაცემას თხოვს, რათა სპეკულაციები დასრულდეს (უკეთესი იქნებოდა, ეს 2012 წელს ექნათ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს). ბოლოს "იმედში" დარჩენილმა ჟურნალისტებმაც ზუსტად ასე ვთხოვეთ ბადრი პატარკაციშვილს ჩვენთვის მოეცა კომპანიის ის წილი, რაც შეუძლებელს გახდიდა, ჩვენს გარეშე გადაწყვეტილების მიღებას (ამისთვის მაშინ 2 პროცენტიც საკმარისი იყო) და დაასრულებდა სპეკულაციებს, რომ ჩვენ ერთ ოლიგარქს ვემორჩილებით, თუმცა მაშინ ბადრიმ უარი გვითხრა (ზოგმა კეთილისმსურველმა ისიც კი დაგვაბრალა, ქონების ხელში ჩაგდება გინდათ თქვენო, არადა ტელევიზია დოტაციზე იყო და იქეთ უნდა მიგეტანა ფული.). დღემდე მიმაჩნია, რომ ეს მაშინ ტელევიზიის გადარჩენის ერთადერთი გზა იყო. სწორედ იმ უარით წავაგეთ მთავარი ბრძოლა. ჩვენ ჟურნალისტებს მიშა ისე მარტივად ვერ აგვახევდა ტეელვიზას, როგოც მერე ბადრის ნდობით აღჭურვილ პირს აახია. (როგორ წამროგიდგენიათ, მთელ კოლექტივს წაგვიყვანდნენ ღამე ნოტარიუსთან და გადაგვაფორმებინებდნენ? ამას რა მოყვებოდა, ხომ ხვდებით?) ვნახოთ, ახლა რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ყარამანაშვილები. ყარამანაშვილები რა, - მიშა.“ - წერს მერაბ მეტრეველი.
წაკითხვა
„რუსთავი 2“-ის წილის 40% მის თანამშრომლებს გადაეცემა
„რუსთავი 2“-ის აქციების 91%-ის მფლობელების გია და ლევან ყარამანიშვილების განცხადებით ისინი მზად არიან ტელევიზიის წილის 40% მის კოლექტივს გადასცენ, შესაბამისი განცხადება ყარამანიშვილებმა დღეს გაავრცელეს. მათივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არსებული წილები დღეს დაყადაღებულია, ისინი მზად არიან შესაბამისი ხელშეკრულებები დღესვე დადონ. "ჩვენი წილები ტელეკომპანია რუსთავი 2-ში (40%) უსასყიდლოდ გადაეცეს ტელეკომპანიის კოლექტივს, რათა თქვენ უკვე მფლობელების რანგში გახდეთ ტელევიზიის სამომავლო ბედის განმსაზღვრელი და თანამონაწილე."მოგეხსენებათ, ამჟამად ჩვენი წილები დაყადაღებულია, მაგრამ მზად ვართ, შესაბამისი ხელშეკრულებები დავდოთ ახლავე, იმ პირობით, წილის გადმოცემა ძალაში შევა ყადაღის მოხსნისთანავე."რუსთავი 2-ში ამჟამად დასაქმებულია ათასამდე ადამიანი, რომელთა ხელფასები მერყეობს თვეში 500-დან 60,000 ლარამდე. მიუხედავად თანამდებობისა და ანაზღაურების ოდენობისა, ყოველი მათგანის კონტრიბუცია ტელეკომპანიის ფუნქციონირებაში უნიკალური და ფასდაუდებელია. მოგმართავთ თხოვნით, დავიწყოთ კონსულტაციები, რათა არავის ღვაწლი არ დარჩეს უღიარებელი და წილები კოლექტივს გადაუნაწილდეს ღიად და სამართლიანად." - ნათქვამია განცხადებაში.ყარამანიშვილებმა „რუსთავი 2“-ის გუნდს მადლობა გადაუხადეს.
წაკითხვა
მედია შუშის ზარხუფში
მედია დამოუკიდებლობისა და მედია პლურალიზმის შეზღუდვის თაობაზე განგაშის სიგნალები ქართულ რეალობაში ყოველდღე ისმის. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისა და უცხოელი პარტნიორების მხრიდან. კულმინაცია ამ დრომდე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაა დროებითი ღონისძიების გამოყენების თაობაზე, რომელიც დამოუკიდებელი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან თავის ასაცილებლად გამოიცა და შემდეგ გაგრძელდა. თუმცა მედიის წინაშე არსებული გამოწვევების საილუსტრაციოდ ეს განგაშის ერთადერთი მარკერი არ გახლავთ.ექსპერტებსა და მკვლევარებს მედია გარემოს გაუარესებაზე საუბრისას სამი ყველაზე თვალშისაცემი მაგალითი მოჰყავთ. ერთი ეს გახლავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის რებრენდინგის პროექტი, მეორე რუსთავი 2–ის საქმე და მესამე – რამდენიმე, მანამდე დამოუკიდებელი ტელევიზიის ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევისა და სარედაქციო პოლიტიკის გაერთიანების ფაქტი."ჰუმან რაითს ვოჩის" მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მედია თავისუფლება რისკის ქვეშაა და ამის შესაძლო მიზეზი ხელისუფლებაა. ამერიკის ხმა გიორგი გოგიას, ჰუმან რაითს ვოჩის სამხრეთ კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელს ესაუბრა: „გამოხატვის და ინფორმაციის თავისუფლება გახლავთ ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედი. მედიისა და მედია კონტენტის მრავალფეროვნება არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლებისა. ხელისუფლებას გააჩნია პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს მედია პლურალიზმი, მედია თავისუფლება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარია რადიო და ტელემედიაზე. ეს ჩემი ინტერპრეტაცია არ გეგონოთ, ესაა სტანდარტები, რასაც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო აწესებს. რუსთავი 2–ის საქმეზე თუ ვისაუბრებთ, მთელი პროცესის განმავლობაში, დაწყებული საქალაქო სასამართლოდან და დასრულებული უზენაესით, რჩებოდა უამრავი კითხვის ნიშანი, რომელზეც სამწუხაროდ, ხელისუფლება ვერ სცემდა ადექვატურ პასუხს. აქ საუბარი იყო იმაზეც, რომ ადგილი ჰქონდა ხელისუფლების ზეწოლას სასამართლოს სისტემაზე, რაც კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, ვიდრე მედიის თავისუფლების შეზღუდვა. აქ საუბარია იმაზე, რომ როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, მან ასევე მოაყოლა გადაწყვე
წაკითხვა
ევროპული სასამართლო გადამწყვეტი სიტყვა ქართულ მედიაში
საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან თითქმის სამი ათწლეულის შემდეგაც კი საქართველოს სამოქალაქო აქტივისტები მედიის თავისუფლების იმ სტანდარტებისთვის იბრძვიან, რომლებიც ევრო-ატლანტიკური სივრცის ქვეყნებს ახასიათებთ, რისკენაც ქვეყანა მიილტვის.მედიის დამცველებმა ამ კვირას ერთი გამარჯვება მაშინ მოიპოვეს, როცა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ თბილისის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უვადოდ შეასრულა. ამით სტრასბურგის სასამართლომ ქვეყნის ყველაზე რეიტინგული და, ამავდროულად, არსებული მთავრობისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელისთვის - ქიბარ ხალვაშისთვის გადაცემის პროცესი შეაჩერა.„ევროპამ საქართველო გადაარჩინა''
წაკითხვა
ევროპული უსაფრთხოების მომავალი - დისკუსია ვაშინგტონში
კონგრესში პრეზიდენტის გამოსვლის მეორე დღეს, ვაშინგტონში, ბრუკინგსის ინსტიტუტში ევროპის უსაფრთხოებისა და მისი მომავლის შესახებ ისაუბრეს.რა სივრცე რჩება საქართველოსა და მისი მსგავსი ქვეყნებისთვის მაშინ, როდესაც ევროპის უმნიშვნელოვანესი სახელმწიფოებში ნაციონალისტური პარტიები მძლავრობენ და არავინ იცის, როგორი იქნება წელს რამდენიმე ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების შედეგები.ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ საქართველო მოთმინებით უნდა დაელოდოს იმას, თუ როგორ გამოიკვეთება დასავლეთის ქვეყნების საგარეო პოლიტიკის კონტურები. მსგავსი შეხედულება აქვს “საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცენტრის” დირექტორ კრისტოფერ ჩივისსაც:“რეალობა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ისეთია, რომ ბევრი რამ სწორედ ახლა უნდა გადაწყდეს. ვიმედოვნებ, საქართველო მოთმინებით დაელოდება იმას, რომ დასავლეთის საგარეო პოლიტიკა უფრო აშკარად გამოიკვეთოს და გასაგები გახდეს კონკრეტული მიმართულებები საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის”, - ამბობს ჩივისისაერთაშორისო პოლიტიკის ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ დასავლეთის მხრიდან პოლიტიკური ყურადღებისა და ფინანსური დახმარების შემც
წაკითხვა
რუსთავი 2-ზე კომენტარს ვაშინგტონში აკეთებენ
უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნით, „რუსთავი 2“-მა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართა. ამ წუთისთვის არსებული ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ტელეკომპანიის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა 8 მარტამდე.აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმენტმა, სამაუწყებლო კომპანია ამერიკის ხმის კორესპონდენტის სინდი სეინის შეკითხვას რუსთავი 2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, შემდეგნაირად უპასუხა:"შეერთებული შტატები შეშფოთებულია რუსთავი 2-თან დაკავშირებით [საქართველოს] უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების შედეგით. [გადაწყვეტილებამ] შესაძლოა, შეზღუდოს ოპოზიციის ხმა ქართულ სამაუწყებლო მედიაში. პლურალისტური მედიაგარემო არსებითია საქართველოს დემოკრატიული ზრდისა და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებებისათვის. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, გადადგას ნაბიჯები და უზრუნველყოს, რომ მედიაგარემო დარჩეს თავისუფალი, ღია და პლურალისტური."ამერიკის ხმის ქართული რედაქცია პოლ სტრონსკის, ვაშინგტონის კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ექსპერტს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნულ თემაზე განაცხადა:"ამბავი შემაშფოთებელია, მაგრამ არა მოულოდნელი. მრავალი წელია, [არხის] საკუთრების სტრუქტურასთან დაკავშირებით დავა მი
წაკითხვა
,,სი-ენ-ენის“ ცნობით, რუსეთი მოსკოვში ხურავს ანგლო-ამერიკულ სკოლას ვაშინგტონის გადაწყვეტილების საპასუხოდ
სამაუწყებლო კომპანია „სი-ენ-ენის“ ცნობით, რუსეთის ხელისუფლებამ გამოსცა განკარგულება მოსკოვში მდებარე ანგლო-ამერიკული სკოლის დახურვის შესახებ, პასუხად ვაშინგტონის იმ გადაწყვეტილებისა, რომლის თანახმად, დაწესდა ახალი სანქციები მოსკოვის მხრიდან აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის გამო. მოსკოვში არსებული სკოლა ძირითადად აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის საელჩოების თანამშრომელთა შვილების განათლებას ემსახურება. თუმცა, სკოლაში რუსი და სხვა ეროვნების ბავშვებიც დადიან. ანგლო-ამერიკული სკოლის დახურვის შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე „სი-ენ-ენს“ ინფორმაცია აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლებმა მიაწოდეს. მათივე ცნობით, რუსეთი ასევე კრძალავს შესვლას აშშ-ის საელჩოს დასასვენებელ სახლში, რომელიც მოსკოვთან ახლომდებარე სერებრიანი ბორში მდებარეობს. ეს ზომები არის პასუხი თეთრი სახლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე. აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულების თანახმად, დაიხურება რუსეთის ორი დაწესებულება მერილენდსა და ნიუ-იორკში. აშშ-ის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი სადაზვერვო მიზნებისთვის გამოიყენება. რუსეთის მოქალაქეებს 72 საათის განმავლობაში დაატოვებინებენ აშშ-ის ტერიტორიას ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან. გარდა ამისა, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესდება ჰაკერული თავდასხმებისთვის, რომლებიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას ისახავდა მიზნად. რუსეთმა განაცხადა, რომ 30 დეკემბერს გამოაცხადებს საპასუხო ზომებს თეთრი სახლის მიერ დაწესებულ სანქციებზე. პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა კი ტვიტერით გაავრცელა რეპლიკა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბარაკ ობამა პრეზიდენტობის ვადის ბოლოს „ანტირუსულ აგონიაში იმყოფება“.წყარო: http://www.radiotavisupleba.ge/a/28205402.html
წაკითხვა
"ქართული ოცნების" აქტივისტებმა ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
ინციდენტი მოხდა ზერტის  56-ე სარჩვენო უბანზე, ქართული ოცნების აქტივისტებმა ტელეკომპანია "თრიალეთის" ჟურნალისტს შეუარცხყოფა მიაყენეს. როგორც თრიალეთის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, საარჩევნო უბანთან მობილიზებული ქართული ოცნების მხარდამჭერები მას მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ და გადაღებას უკრძალავდნენ. ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფასაც.  ტელეკომპანია "თრიალეთი" სამართალდამცავებს მომხდარზე რეაგირებისკენ  მოუწოდებს. ზერტში მომხდარ ინციდენტზე დეტალებს ჩვენ უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ. 
წაკითხვა
მეტი სიკეთე ^_^
მოგესალმებით მეგობრებო, დღეს მინდა გესაუბროთ სიკეთის კეთებაზე ანუ რაში მდგომარეობს ეს,მაგ:არსებობს ბევრი ადამიანი რომელსაც უჭირს და არ აქვს იმის საშუალება რომ თუნდაც ნორმალური პირობები ჰქონდეს საცხოვრებლად.დღეს მე ვიმყოფებოდი საქართველოს ერთ ქალაქში სადაც დავეხმარე მარტოხელა დედას რომელსაც უსაყვარლესი 1 წლის შვილი ჰყავს, არ ჰყავს მეუღლე (გაცილებულია), რამოდენიმე კომპანიის თანადგომის შემდეგ ჩვენ შევძელით შეგვეგროვებინა ის პროდუქტი და ის ნივთები რაც გვთხოვეს, რომ მივედით ის ქალბატონი დაგვხვდა დიდი სიხარულით და სიყვარულით, თვალები უბრწყინავდა, მისი თხოვნა იყო რომ მისი შვილი მცირედით მაინც გაგვემხიარულებინა, რაც იმედია კიარა თვალნათლივ ჩანდა რომ გამოგვივიდა, დღეს თავს ყველაზე ბედნიერ ადამიანად ვგრძნობდი,რადგან ვუყურებდი იმ პატარა საყვარელი ბავშვის მომღიმარ და მხიარულ სახეს ჩვენს დანახვაზე,ყველაზე დიდ სტიმულს ასევე მაძლევს ის რომ ვარ ამ პატარა საყვარელი ბავშვის მხიარულების ერთ-ერთი მიზეზი,დედამიწელებო, ეცადეთ თქვენც აკეთოთ მეტი სიკეთე, უფრო მეტი ადამიანის ბედნიერებაში გედებოდეთ „ბრალი„ და მეტი ადამიანის გამხიარულებაში იყოთ „დამნაშავე„. ჩვენ დედამიწელებს გვაქვს მოვალეობა გავუწოდით დახმარების ხელი ჩვენზე უფრო გაჭირვებულს. დაეხმარეთ ერთმანეთს აკეთეთ სიკეთე და დავირუსდით ამ საქმით. სიკეთე გადამდებია
წაკითხვა
და იქმნას ნათელი...
და როდესაც მოვა იგი, ჩვენ წავალთ......შემდეგ ვრთავ ტელევიზორს, გავდივარ გარეთ და  სრული სიცხადით წარმომიდგება თვალწინ შემზარავი კონტრასტი ტელევიზორში გაგონილისა და ჩემი თვალით ნანახს შორის... ვიყურები ირგვლივ, არა გაუცხოება ნამდვილად არ მჭირს, ვიყურები ირგვლივ და თქვენ წარმოიდგინეთ მილიონი ხის ნაცვლად სულ 2 ნაძვსა და 1 ფიჭვს ვხედავ, ისიც 20-25 წლის წინ დარგულს, იმ ხეებს იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში რომაა შესატანი, და სხვათა შორის, ხეებს, რომლებსაც ძაღლებიც არ ეკარებიან, ახალს არ რგავენ და ძველებს მაინც ნუ გავახმობთო, ვიყურები ირგვლივ და ბედნიერი სახეების ნაცვლად დაღვრემილ და ცხვირჩამოშვებულ ხალხს ვხედავ, ვხედავ შუქნიშნებზე მდგარ ბავშვებს, მეტროს ჩასასვლელებში მჯდარ მოხუცებს, ავტობუსის გაჩერებაზე მდგარ ცრემლმორეულ ხნიერ ადამიანებს, ვხედავ პოლიციელს, რომელიც ესკალატორზე მიათრევს ბავშვს და ისე მიათრევს, გეგონება მეორე მსოფლიო ომში დაჭერილი გერმანელი ტყვე იყოს. გაგიკვირდათ? - ცოტა არ იყოს და მეც...ისე, რა ამის პასუხია და მახსოვს ერთ-ერთი  მასწავლებელი რომ გამოგვლანძღავდა  კლასში ' ბნელები ხართოს' ძახილით, მაშინ ვიცინოდი და ისე, ბნელები კი არ ვართ, ბნელეთში ვართ...ის ხალხი ვართ ბრმად რომ ავიტაცებთ ხოლმე ყველაფერს, ის ხალხი ვართ ლიბერალიზმს რომ ვქადაგებთ, და ვაგინებთ ყველას ვინც არ მოგვწონს, ის ხალხი ვართ #ჩმდდშვც რომ ფიცის უმაღლესი ფორმულაა, თან ისეთი ეჭვის შეტანაც რომ არ შეგიძლია, შეიტან და შენი აჯობებს, ის ხალხი ვართ 'კაი ბიჭობა' რომ ჯერ კიდევ მოდაშია, ის ხალხი ვართ ყველაფერს რომ ვაფეტიშებთ, მიმბაძველობის ჭარბი ნიჭი უბოძებია ღმერთსო ერთო ჭკვიანი კაცი წერდა, არანაკლებ ჭკვიანურ წიგნში, ჰოდა ის ხალხი ვართ, ჩვენით შექმნას სხვისგან მარტივად გადმოღება რომ გვირჩევნია, ქალს რომ კუხნაში მოვიაზრებთ და სუფრაზე მანდილოსნის სადღეგრძელოს განსხვავებულით ვსვამთ, ის ხალხი ვართ 'ნამეტანი' ეროვნულ ტრადიციებზე რომ ვართ აღზრდილი, ევროპა რომ არ გვინდა, აქაოდა ჩვენ კავკასიელები ვართო...და ვხვდები, რომ მეც ერთ-ერთი ვარ... მე ბევრი ვარ(მგონი შიზოფრენიაც დამეწყო, უჰ) და შემდეგ > ვუყურებ ამ ყოველივეს, ვდგავარ გუბესთან, რომელიც იდეაში გზა უნდა იყოს, ვიყურები ირგვლივ, შემდეგ გუბეში არეკლილ საკუთარ თავს ვხედავ... აშკარად სჯობდა ტელევიზორთან ჯდომა და 'ჩემი' ზღაპრების მოსმენა, რავიცი, უფრო როიალისტურად ვგრძნობდი თავს, დისიდენტური იდეები მაინც არ მაწუხებდა... რავიცი, რავიცი... იქნებ ამ გრძნობის გადამეტებული სურვილითაა გამოწვეული ჩვენი ამგვარი ყოფა...თვალებს ნელ-ნელა ახელს, ჯერ მარჯვნივ იხედება, შემდეგ მა
წაკითხვა
სასწრაფოდ
დაასწარი პროფესიონალებს, ატვირთე პირველმა პირველზე!
საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ჯამლეტ ხუხაშვილის საიუბილეო წიგნის "ყურადღება 50/70" პრეზენტაცია გაიმართა.
წაკითხვა
ფილმი გალაკტიონ ტაბიძის შესახებ / ვანელების ბლოგი
ვანელების ბლოგის მიერ შექმნილი ფილმი. გალაკტიონ ტაბიძის შესახებ! https://www.facebook.com/vanelebis.blogi
წაკითხვა
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
В Абхазии пытаются Грузинов Гальского р-на «обабхазить»
წაკითხვა
В Абхазии проголосовали за внесение изменений в закон «Об актах гражданского состояния»
В Абхазии проголосовали за внесение изменений в закон «Об актах гражданского состояния»
წაკითხვა

უახლესი