საზოგადოებრივი
104.5 FM
საბედისწერო კლიპი?! - რა გახდა “ბირჟა მაფიის” წევრების დაკავების მიზეზი
თბილისის საქალაქო სასამართლომ “ბირჟა მაფიას” რეპერ მიშკა მგალობლიშვილს (Young Mic) წინასწარი 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.ბრალდებული სამართალდამცავებს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.მიშკა მგალობლიშვილმა სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ პოლიიციის განყოფილებაში სამართალდამცავები პირდაპირ ეკითხეობდნენ, იყო თუ არა ინტერნეტში გავრცელებული მუსიკალური ვიდეოს ავტორი.“მითხრეს, ვიღაც ძალიან გააღიზიანე იმისთვის, რომ ჭკუა ისწავლო, შენ გექცევით ასე. შემდეგ ავედით რაღაც კაბინეტში, სადაც დამხვდნენ გინებით, რომ ვისაც არ უყვარს პოლიციელები და ა.შ... პირდაპირ მიდიოდა საუბარი და დღესავით ნათელი იყო, რომ არანაირ ნარკოტიკზე არ იყო ლაპარაკი. პირდაპირ მოვიდა თანამშრომელი და მკითხა, შენ ქენი, შენ იკადრეო? ვუთხარი, კი, შემეშალა. მერე ამას მოჰყვა სხვადასხვანაირი გინება,” – ამბობს მგალობლიშვილი.მგალობლიშვილთან ერთად ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია Kay G (გიორგი ქებურია). მისი აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს.რეპერი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ დაკავებისას მისი უფლებები დაირღვა - არ განუმარტეს რის გამო აკავებდნენ და თავისუფლება რატომ აღუკვეთეს.გიორგი ქებურიას თქმით, დაკავების შემდეგ ადვოკატთან დაკავშირების უფლება არ მისცეს.რეპერის განცხადების თანახმად, დაკავებისას უცნობმა პირმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.„მეუბნებოდნენ , რა გემღერებოდა, თოვლის ბააბუებზე იმღერეო” - აცხადებს ბრალდებული.საქართველოს მოქა
წაკითხვა
გლობალური კიბერშეტევა და ახალი ვირუსის საფრთხე
ახალი სამუშაო კვირის დასაწყისში სამსახურში დაბრუნებულ ადამიანებს, კიბერშეტევისგან დაუცველი კომპიუტერების ხმარება 150-ზე მეტ ქვეყანაში მოუხდათ. ევროპის პოლიციის სააგენტოს მონაცემებით, ფულის გამოძალვის კომპიუტერული ვირუსი, რომელიც ე.წ. რანსომვეარის ტიპისაა და „უანაქრაის“ სახელითაა ცნობილი, უკვე 100 ათას ორგანიზაციაზე მეტში დაფიქსირდა. ის კომპიუტერში სხვადასხვა ტიპის დოკუმენტებს ბლოკავს მანამდე, სანამ მომხმარებელი მათი გამოთავისუფლებისთვის საფასურს არ გადაიხდის.„მე ის მაღელვებს, რომ რაოდენობა აუცილებლად გაიზრდება“ - განუცხადა ბრიტანეთის "აი-ტი-ვი" ტელევიზიას ევროპის პოლიციის დირექტორმა რობ უაინრაითმა. კოპმპიუტერული უსაფრთხოების ექსპერტები ამშვიდებენ მოსახლეობას და ეუბნებიან, რომ პერსონალური კომპიუტერების ის მომხმარებლები, რომლებიც რეგულარულად უკეთებდნენ თავიანთ სისტემას განახლებას, დაცულები არიან, ხოლო სახელმწიფო დაწესებულებებს და კომპანიებს მკაცრი მითითება მიეცათ, რომ რომ მათი ორგანიზაციების კომპიუტერული სისტემების განახლება უზრუნველეყოთ.ევროპოლი მათ, ვისი ქსელიც უკვე წარმატებით დაბლოკა ვირუსმა, ურჩევს, არ გადაიხადონ ბლოკის მოხსნის თანხა, რომელიც 300 დოლარის ეკვივალენტ ვირტუალურ ვალუტას, ე.წ. ბიტკოინს შეადგენს. რანსომვეარის ავტორების მიერ მსხვერპლისთვის წაყენებული ულტიმატუმი ამბობს, რომ თუ ისინი სამი დღის განმავლობაში თანხას არ გადაიხდიან, გადასახადი გაორმაგდება, ხოლო შვიდდღიანი გადაუხდელობის შემთხვევაში კი მათ მიერ დაბლოკილი და კონტროლირებადი ყველა ფაილი წაიშლება. "ავასტი" - საერთაშორისო პროგრამული უსაფრთხოების კომპანია, რომლ
წაკითხვა
ქუთაისში ავტოავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე გარდაიცვალა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ქუთაისში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევა დღეს გორის ქუჩაზე, დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია.წყარო: On.ge
წაკითხვა
ავტოსაგზაო შემთხვევა
ფოთში მორიგი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.19 წლის მამაკაცმა მანქანის საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს დაეჯახა, იგი ადგილზე გარდაიცვალა. თვითმხილველების განცხადებით, მერსედესის მარკის ავტომანქანა დიდი სისწრაფით გადაადგილდებოდა. შემთხვევა ფოთის შემოსასვლელთან მოხდა.
წაკითხვა