საზოგადოებრივი
104.5 FM
ამ წიგნში ყველა ადამიანი იპოვის რაღაც საერთოს!
რამდენიმე დღის წინ დავამთავრე კითხვა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე გენიალური მწერლის სომერსეტ მოემის წიგნი - „შეჯამება“, ამ წიგნში ყველა ადამიანი იპოვის რაღაც საერთოს, სომერსეტ მოემის მოსაზრებებთან დაკავშირებით. კითხვის დროს, ბევრი მივიწყებული დეტალი გამახსენდა ჩემი ცხოვრებიდან, ზოგი მნიშვნელოვანი, ზოგი იუმორისტული.სომერსეტ მოემი წიგნის საწყის ფურცლებზე წერს, რომ მას არც თუ ისე კარგი მეხსიერება გააჩნია, ვერ იმახსოვრებს ანეგდოტებს და თავისი ხუმრობებს, ამიტომ თითქმის ყოველთვის ახლის მოფიქრება უხდება. ვერ ვიტყვი, რომ ამდენად გამძაფრებული მაქვს არაჯანსაღი მეხსიერება, თუმცა ხშირად მაქვს შემთხვევები, როდესაც მეხსიერებას ვუჩივი. ამასწინათ უნივერსიტეტის დეკანატიდან რექტორთან გამაგზავნეს, იმ დრომდე ვფიქრობდი, რომ დეკანატში მომუშავე ადამიანებს და რეკტორსაც ნორმალურად ვიცნობდი. შევდივარ რექტორის კაბინეტში და ვეუბნები: გამარჯობა, ბატონო ვახტანგ, როგორ ბრძანდებით-მეთქი? რექტორი გაკვირვებული მიყურებს და მეუბნება: კარგად ვარ, მაგრამ მე ვახტანგი არ მქვიაო. (კახა ქვია), რა  თქმა უნდა შევეცადე მოხერხებულად დამეძვრინა თავი, როდესაც თემაზე დაუწყე საუბარი რის გამოც ვიმყოფებოდი მასთან, მეკითხება: დეკანატიდან ვინ გამოგაგზავნაო? - თინიკომ-მეთქი, საბედნიეროდ „ჩემი“ რექტორი თავშეკავებული კაცი აღმოჩნდა და მშვიდად მითხრა, რომ თინიკო დეკანატში არავინ მუშაობდა.
წაკითხვა

უახლესი