საზოგადოებრივი
104.5 FM
თორნიკე ზედელაშვილი: აი, როგორ ასწავლიან მუსიკას საჯარო სკოლებში – ჩინური ინსტრუმენტები ქართული სახელწოდებით!
თქვენ ფოტოებზე ხედავთ მაია ოთიაშვილის ავტორობით გამოცემულ მე-6 კლასის სახელმძღვანელოს, რომლის მიხედვითაც მოსწავლეები სწავლობენ როგორც სოლფეჯიოს, ასევე სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული საკრავების ისტორიას და სახელწოდებებს, ქართული ინსტრუმენტების ჩათვლით. ამ სახელმძღვანელოს გრიფი მინიჭებული აქვს 2011 წელს განათლების სამინისტროს მიერ.სამწუხაროდ, წიგნი სავსეა მთელი რიგი ლაფსუსებით და უხეში შეცდომებით: მაგალითად, ჩინური ინსტრუმენტი, რომელიც თითქოს ჰგავს სალამურს, მოხსენიებულია, როგორც „სალამური“. არადა, არ შეიძლება, ჩინურ საკრავს ერქვას სალამური. ქალბატონი მაია ოთიაშვილი და განათლების სამინისტრო ვალდებულნი იყვნენ, კარგად ჩაეხედათ მსოფლიო საკრავებისა ისტორიაში და მიხვდებოდნენ, რომ ამგვარ ჩინურ ინსტრუმენტს ჰქვია „ბამბუკი“ (ინგლისურად – „Bamboo”), რადგან დამზადებულია ბამბუკისგან. ასევე არსებობს ბამბუკის სხვადასხვა სახეობები!ასევე, სახელმძღვანელოში ჩინური დასარტყამი ინსტრუმენტი წარმოდგენილია, როგორც დოლი. არადა, ბუნებაში არსებობს მხოლოდ ქართული და სომხური დოლი და ესენიც კი განსხვავდება ერთმანეთისგან – ქართულ დოლს აქვს გადაკრული ცხვრის ტყავი, ხოლო სომხურს – ე.წ. პლასტიკატი. ჩინურ დასარტყამ ინსტრუმენტს ჰქვია „წითელი ყვავილი“ (ინგლისურად – „Red Flower“).დაბოლოს, უხეში შეცდომა თუ გაუგებრობა? სოლფეჯიოს შესწავლას სჭირდება, მინიმუმ, 3 წელიწადი, მაქსიმუმ – 12. ამ სახელმძღვანელოს მიხედვით კი მოსწავლეებმა სოლფეჯიო უნდა შეისწავლონ 1 წელიწადში. გასაგებია, რომ ეს არის ზოგადი წარმოდგენის შექმნა სოლფეჯიოს შესახებ, სკოლა არ არის ვალდებული, საფუძვლიანად შეასწავლოს, მაგრამ როდესაც მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასებში ნაწარმოებები ისწავლება ნოტებით, ხოლო სოლფეჯიოს ვასწავლით მე-6 კლასში, ეს როგორ გავიგოთ? თუ ბავშვმა არ იცის სოლფეჯიო, როგორ უნდა დაეუფლოს ამა თუ იმ ნაწარმოებს ნოტებით?! ასევე, სამწუხაროა, რომ მე-6 კლასის შემდეგ, საერთოდ აღარ ისწავლება მუსიკა. შემდეგ ეტაპზე შემოგთავაზებთ, თუ რა გაუგებრობებია მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე კლასების მუსიკის სახელმძღვანელოებში.
წაკითხვა
ყვარელში პოეტ ნელი თედეიშვილის ორი ახალი კრებულის პრეზენტაცია გაიმართა
31 მარტს, ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმში პოეტ ნელი თედეიშვილის ორი ახალი კრებულის – "სიყვარულის უფლება" და "ჩიტის ნამღერი დილა", პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად მოწვეული სტუმრებიც დაესწრნენ.„სიყვარულის უფლება“ ლექსებისა და ჩანახატების კრებულს წარმოადგენს, "ჩიტის ნამღერი დილა" კი საბავშვო ნაწარმოებებს აერთიანებს. კრებულები წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდის მხარდაჭერით გამოიცა.„ვთვლი, რომ პრეზენტაცია წარმატებით შედგა; ახალგაზრდებმა ჩემს ლექსებზე შექმნილი ნაწარმოებები შეასრულეს, რამაც უფრო გაალამაზა ღონისძიება. წიგნების გამოცემაში დამეხმარა წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის საქველმოქმედო ფონდი, რისთვისაც მადლობა მინდა გადავუხადო მის ხელმძღვანელებს – ბატონ ალექსი ფილფანს და დავით ხახუტაშვილს“ – განაცხადა ნელი თედეიშვილმა.„დღევანდელი დღე ჩემთვის იყო ზეიმი! ნელი თედეიშვილი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ქალბატონია, დიდი სიამოვნებით მივიღეთ მისი მოწვევა ამ ღონისძიებაზე, ჩამოვედით და სამახსოვრო ჯილდოც გადავეცით“ – აღნიშნა პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ, წმიდა გიორგის ოქროს ორდენის კავალრმა – მზია ხეთაგურმა.ნელი თედეიშვილი უკვე ხუთი საავტორო კრებულის (მათ შორის ორი – საბავშვო) ავტორია. იგი ამჟამად ყვარლის რაიონის სოფ. კუჭატანის საბავშვო ბაღის გამგედ მუშაობს და პარალელურად აქტიურ შემოქმედებით საქმიანობას ეწევა.
წაკითხვა
შენგენის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა 28 მარტიდან დაიწყება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლის საშუალება ექნებათ. წყაროდ უწყება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებულ ცნობას ასახელებს, სადაც საქართველო უკვე უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაშია.საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუბრკოლებლად იმოგზაურონ ევროპის კავშირის ქვეყნებში, გაეცნონ მათ კულტურას, დაამყარონ კონტაქტები. ეს ყოველივე საგარეო უწყების განცხადებით, „ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ბიზნეს-კავშირების გაღრმავებას, სტუდენტების გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას“ და ხელმისაწვდომი იქნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის ვადების და პირობების „ზედმიწევნით“ დაცვისკენ მოუწოდებს.ამერიკის ხმა
წაკითხვა
ქართული ღვინო აშშ-ის კონგრესში
წაკითხვა
რატომ უნდა გიყვარდეს ცეკვა – ახალგაზრდების თვალით დანახული
ერთია – გეცეკვებოდეს და ცეკვავდე და მეორე – უბრალოდ გიყვარდეს ცეკვა. მიზანი კი ერთადერთი – გადმოსცე სხეულით ის, რასაც სიტყვით ვერ გადმოსცემ. საქართველოში ყველა ცეკვავდა. ცეკვავენ ახლა და იცეკვებენ ყოველთვის.  ტანის რიტმული მოძრაობა თუ შინაგანი ემოციების ზღვა?! – რა ფორმით უნდა შევითვისოთ ის და როგორ გავცეთ პასუხი მარადიულ კითხვას – ,, რატომ ცეკვა..“ ვინ მეტყოდა ამას, მოცეკვავეებზე უკეთ, ვინ თუ არა ისინი, რომლებიც უბრალო მელოდიაზეც, განწყობის მიუხედავად,  სხეულს მუსიკალურ ჟღერადობას აყოლებენ – არა გართობის, არამედ იმის გამო, რომ მათ სულში აქვთ ცეკვა. მათი ყოველდღიურობაა ცეკვა და იმიტომ,რომ ცეკვის გარეშე მათი ცხოვრება უფერული იქნებოდა. და, ისევ ჩემი ბლოგის მთავარი სათაურს დავუბრუნდეთ....
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი - ჰეეეე... ჩუქუ.... ჩუქუ....! - ჩაიარა მატარებელმა. ხალხი ცდილობს ქუჩის კედელზე შედევრი შექმნას
ჩვენ რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ერი ვართ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ისეთი მნიშვნელოვანი ისტორია  და სიძველეები გვაქვს, რასაც დედამიწის ზურგზე ვერ ნახავთ. თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ 21 საუკუნეს მნიშვნელოვნად ჩამოვრჩით. ვცდილობთ, მსოფლიოს მასშტაბით, განვითარებულ  ქვეყნებში, განხორციელებულ ტექნოლოგიურ ცვლილებებს დავეწიოთ და სწრაფად ავითვისოთ, თუმცა უშედეგოდ. სწრაფად! სწრაფადო! სწრაფად აითვისეთო! - გამოცდილება და სხვადასხვა კვლევა აჩვენებს რომ, ნელა ათვისებული ნებისმიერი ინფორმაცია თუ სხვა გარკვეული საკითხი, უფრო მეტად ხარისხიანად შეისწავლება, ვიდრე სწრაფად ნასწავლი. სულ იმას ჩაგვჩიჩინებენ, რომ მალე უნდა განვვითარდეთ, მალე უნდა მოვახდინოთ ცვლილებები და ფეხი ავუწყოთ იმ დროს, რომელშიც ვცხოვრობთ.ჰეეეე.... ჩუქუ.... ჩუქუ....! - ჩაიარა მატარებელმა. როდესაც ტრანსპორტი გაგვასწრებს, მეორე ტრანსპორტს ველოდებით. ჩვენ კი დაახლოებით დროის  10-მა მატარებელმა მაინც გაგვასწრო. ჩემი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, შემიძლია ავხსნა, როგორ შეისწავლოთ მუსიკა ან ნებისმიერ ინსტრუმენტზე დაკვრა ადვილად  - როდესაც მოსწავლეს რაიმეს ვასწავლით მან შეძლებისდაგვარად, ნელა და ზუსტად უნდა გაიმეოროს გადაცემული.   ეს პრინციპი აუცილებლად გასათვალისწინებელია, რადგან, როდესაც სწრაფად ვსწავლობთ ინსტრუმენტზე დაკვრას, ადამიანი ამახინჯებს მიწოდებულ მასალას, ცდილობს თავისი შეხედულებით გადააკეთოს ის და მიაფუჩეჩოს. ასევეა სხვა ნებისმიერ დარგში და ამ ეტაპზე მე „ქუჩის ხელოვნებას“ გამოვყოფ. საკითხი რომელსაც ამოდენა შესავალი გაუკეთე  სწორედ „ქუჩის ხელოვნებაა“.  ნაჯღაბნებს, რომლებსაც ქუჩის ხელოვნებას არქმევენ  საქართველოს მასშტაბით ბევრგან შეხვდებით, მათ შორის თბილისში. ვფიქრობ,  ამ მიმართულებას საქართველოში მძიმე მდგომარეობაა.  ხახლი ცდილობს ქუჩის კედელზე შედევრი  შექმნას,  ამ დროს კი „ნაჯღაბნი“ გამოსდით.  ალბათ, უმეტესი მათგანი ვინც საქართველოში კედელზე ხატავს თუ წერს, უბრალოდ გაუაზრებლად იქცევა, თუმცა შეიძლება დავუშვათ ისიც რომ, ზოგიერთი მათგანი მართლა ცდილობს  „შედევრი“ შექმნას.  ჩემი რჩევა იქნება,  ეცადათ და სანამ ქუჩაში დაიწყებდნენ კედლების მოხატვას, იქნებ მანამდე თავიანთი სახლები მოეხატათ. ვფიქრობ უმჯობესი იქნება თუ  პირველ რიგში, შეისწავლით, გამოცდილებას მიიღებთ, გაეცნობით მსოფლიო მასშტაბით არსებულ „ქუჩის ხელ
წაკითხვა
გემოვნება ისეთი რამეა რაზეც არ დაობენო. თუმცა მთელი მსოფლიო ამაზე დაობს. ასე რომ, შეგვიძლია ჩვენც ვიდაოთ
რესტორანიო და სარესტორნო სიმღერებიო, ეს რა არისო! ეს რა უმსგავსობააო! დაბალი დონეო! მდაბიო სიმღერები და მუსიკაო! კლუბი მაგარიაო! პაბიც, ბარიც მაგარიაო!  მაგრამ რესტორანიო? ეს უმსგავსობააო და მანდ მხოლოდ მდაბიურს თუ გაიგებ რამესო - ასეთ განცხადებებს უხვად იხილავთ  და მოისმენთ ინტერნეტ სივრცეში თუ სხვადასხვა გადაცემაში. ასეთ განცხადებებს აკეთებენ  ცნობილი ადამიანებიც და თვით ისინიც კი  ვინც რესტორანში საქმიანობენ.  მინდა განმარტება გავაკეთო. რესტორანი არის ადგილი სადაც შეიძლება  გადაიხადო დაბადების დღე, ქორწილი, აღნიშნო სხვადასხვა დღესასწაული და ა.შ. რესტორანში შეიძლება შეხვიდე იმისთვის, რომ მიირთვა ესა თუ ის კერძი ან უბრალოდ ყავა ან ჩაი დალიო. როგორც წესი რესტორნების უმეტეს ნაწილში 8 საათიდან ცოცხალი (ბენდი, ჯგუფი) ანსანბლი უკრავს და მღერის. შეიძლება შესრულდეს ქართული ხალხური ან ნებისმიერი სხვა ჟანრის სიმღერა. თუმცა რესტორნებში უმეტეს წილად სრულდება ეგრეთ წოდებული ბაიათები და რატომღაც საქართველოში ბაიათი მდაბიო სიმღერად მოიხსენიება. დარწმუნებული ვარ  რომ, ამ სიტყვის მნიშვნელობაც კი, არც ისე ბევრმა იცის. ბაიათი არაბული სიტყვაა და  ლექსის სტრიქონს ნიშნავს. ლექსის სტრიქონი კი ყველა მუსიკას აქვს. რა დანიშნულება აქვს რესტორანში სიმღერას და დაკვრასვინც რესტორანში მღერის და უკრავს ისინი ცდილობენ, რომ კარგი (საქეიფო, მოსალხენი) განწყობა შეუქმნან მათ, ვინც რესტორანს სტუმრობს.  არ გეგონოთ, რომ ისინი ვინც რესტორნის სცენაზე დგანან ნაკლებად შრომობენ, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანებ
წაკითხვა
მოგიწოდებთ 17 მაისს ოჯახის დღეს, ხოლო 18 მაისს ქართული ეროვნული სამოსის დღესადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწროთ!
საზოგადოებისგან ხშირად ისმის ისეთი კომენტარები, როდესაც საქმე ეხება ჩვენს ეროვნულ ღირებულებებზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომ ამ დღეების აღნიშვნა არ არის აუცილებელი, რომ ზედმეტად ვუღრმავდებით და ვუკირკიტებთ ჩვენს ისტორიას, რომ მოსაბეზრებელია ეს გაუთავებელი შესწორებები და დღიური გამოხატულებები და ა.შ. ახლა კიდე უკვე ვცდილობთ ახალ-ახალ დღეებს მივანიჭოთ სტატუსები. მაგალითად როგორიც არის ოჯახის სიწმიდის დღე, რომელიც 17 მაისს საქართველოს კათოლიკოს პატრიაარქის კურთხევით აღინიშნება, ან ეროვნული სამოსის დღე, რომელიც 18 მაისს უნდა აღინიშნოს. შეიძლება ვთქვათ, რომ მოსაბეზრებელია ეს ყველაფერი და სჯობს მივხედოთ მომავალს და არა წარსულის „ნარჩენებს“ რომელიც გაგვაჩნია, თუმცა ისეთ ადამიანებს. რომელთაც ასეთი დღეების დაწესება და ისტორიის შენარჩუნება მოსაბეზრებელი ჰგონია ვფიქრობ, რომ ავიწყდებათ, უპირველესი რამ, ჩვენი მომავალი და ჩვენი მომავალი თაობა, რომელსაც სწორი მიმართულება და განვითარება სჭირდებათ. ვფიქრობ, 21 საუკუნეში, რომელიც ასეთი გადაგვარებისა და გადაფასების წინაშე დგას, საჭიროა ასეთი დღების აღნიშვნა და უფრო მეტი პოპულარიზაცია. ვფიქრობ, რომ საჭიროა მეტი პროპაგანდის გაწევა. მნიშვნელობა არ აქვს ეს იქნება ისტორიული დეტალი თუ რაიმე პროდუქტი. ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ მსოფლიო ბაზარზე, მსოფლიო მასშტაბით შეგვიძლია მივაღწიოთ მნიშვნელოვან წარმატებებს. არ აქვს მნიშვნელობა პატარა ერი ვართ თუ დიდი. ამისთვის კარგი მაგალითია  ჰოლანდია, რომელიც საქართველოზე  პატარაა. - შეიძლება ვინმემ
წაკითხვა
თორნიკე ზედელაშვილი - ჩემი პროტესტი მათ ვინც ყურს იყრუებს და ყრუები არ არიან
რამდენიმე თვის წინ გადავწყვიტე, რაღაც მნიშვნელოვანი და ღირებული შემექმნა არა ჩემთვის არამედ თქვენთვის და ქვეყნისთვის. არის რიგი საკითხები რაც ჩემში პროტესტის გრძნობას იწვევს, სწორედ ამ პროტესტმა გადამაწყვეტინა ამ რიგ საკიხებზე მესაუბრა.ჩვენი კულტურის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელი ნაწილი ქართული ხალხური საკრავებია, რომლის პოპულარიზაციაც, არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ შიგნითაც კი არ ხდება. არც ერთ სკოლაში, არც ერთ უმაღლეს სასწავლებელში, მინიმუმ, საკრავების ისტორია არ ისწავლება. ქვეყანა, რომლის ისტორიული და ღირებული ფასაეულობები სიმღერა, ჩოხა და ინსტრუმენტებია - მივიწყებულია. ვიღაც შეიძლება გამოვიდეს და თქვას, რომ როგორ არა! უცხოეთში, ხომ დადიან პერიოდულად ჩვენი მოცეკვავეები ან მომღერლები და ჩვენს კულტურულ ფასეულობებს პოპულარიზაციას უწევენო - თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ეს ყველაფერი 100%-დან მხოლოდ - 1%-ია. უფრო მეტად უნდა შევეცადოთ და წამოვწიოთ ჩვენი ქართული, რასაც სამწუხაროდ წარსულში ვმარხავთ. განვითარება აუცილებელია, თუმცა იმის დავიწყება არაფერს გვარგებს, რაც სისხლში და ხორცში გვაქვს გამჯდარი. ამასთან დაკავშირებით ჩემი წუხილი რომ არ გამოვხატო, არ შემიძლია. ჩემი საქმიანობით გარკვეული წილი საინფორმაციო სააგენტოებისა და ტელევიზიების დაინტერესდა. ასე თუ ისე გაშუქდა ეს თემა და მადლობა მათ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არ არის საკმარისი. ეს უფრო მეტად მასშტაბური უნდა იყოს. როდესაც წიგნი დავასრულე რამდენიმე საინფორმაციო სააგენტოს მივმართე, რადგან ვფიქრობდი და დღემდე ასე მგონია, რომ ხალხის ინფორმირება ამ წიგნის შესახებ აუცილებელია. სააგენტო „ინტერფაქტნიუსმა“ მომწერა, რომ ისინი უფრო მეტად პოლიტიკურ თემებს აშუქებდნენ და წარმატება მისურვეს, მაგრამ კატეგორიების ჩამონათვალში კულტურა რომ უწერიათ, ეს რას მივაწეროთ?! ასევე აღვნიშნავ რომ სააგენტომ „არტინფო“ ფულიც კი მომთხოვა. არ ვთვლი, რომ რამე ცუდია ამაში. შეიძლება სტატია იყოს ფასიანი, თუმცა როგორია მიდგომა მაშინ, როცა ისინი რომელიმე ქართველი თუ უცხოელი, ცნობილი ადამიანის ან მისი საქმიანობის შესახებ წერენ, მათგანაც იღებენ ალბათ მაღალ შემოსავალს.ყველაზე გასაკვრი და მიუღებელი ჩემთვის ის ფაქტია რომ, არაერთი მცდელობის მიუხედავად ჩემი უნივერსიტეტი დღემდე დუმს. პირველად უნივერსიტეტის პიარის ერთ-ერთ თანამშრომელს მივმართე. დიდი ინტერესით მოეკიდა ამ საკითხს. როგორც მოგეხსენებათ სტუდენტი უნივერსიტეტის სახეა და მე მგონი უნივერსიტეტისთვის პირიქით პრესტიჟის საკითხია, როდესაც სტუდენტი რაღაც ღირებულს ქმნის. ყველაფრ
წაკითხვა
გაანადგურე ქვითარი
Video edit : Recbox productionFacebook contact:https://www.facebook.com/Recbox-Produ...Tel: +995 555 441 362მოკლე შინარსი:ვიდეო მოგვითხრობს ბიჭზე, რომელსაც გადაუხდელობის გამო მოსდის კომუნალური გადასახადი. ,ის ცდილობს გაექცეს ამ ყველაფერს მაგრამ არ გამოსდის გადასახადი მას თავს არ ანებებს, უთიშავს ელექტრო ენერგიას შემდეგ კი ბუნებრივ აირს . გაღიზიანებული ბიჭი გადაწყვეტს თავიდან მოიშოროს ქვითარი.იდეის ავტორი და რეჟისორი: გიორგი კობაიძე
წაკითხვა
Red Bull Jump And Freeze 2016- გადმოხტი და გაიყინე 2016 Recbox Production Recbox Production
გადმოხტი და გაიყინე 2016  არის ღონისძიება სადაც მონაწილეობა შეუძლიათ მაქსიმუმ 3 კაციან გუნდებს . მათი მიზანია  კრეატიულად გადახტნენ -4 გრადუს წყალში   , ამ ყველაფერს  აფასებს სპეციალური  ჟიური , 
წაკითხვა
ნუ იძალადებ!- იფიქრე ბავშვის მომავალზე
Video edit : Recbox productionFacebook .. https://www.facebook.com/Recbox-Produ...Tel: +995 555 441 362რეჟისორი და სცენარის ავტორი : გიორგი კობაიძე მადლობა:* Robbie RG Commercial* ბექა შაკაშვილს ეს სოციალური ვიდეო ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც ოჯახში ძალადობაა
წაკითხვა
შეშლილის მიერ შექმნილი საოცარი ხელოვნება. (ცოტაოდენი რამ კუსამას შესახებ.)
„უკიდურესი ფსიქიკური დაძაბულობის ნაყოფია, ყოველი ჩემი ნამუშევარი. რომ არა ხელოვნება, მე დიდი ხნის წინ მოვიკლავდი თავს. “  მისი სიგიჟე ათი წლის ასაკში დაიწყო, როცა პირველად შეაწუხა ჰალუცინაციამ. უყურებდა მაგიდის თეთრ გადასაფარებელზე წითელ ყვავილს, შემდეგ ეს წითელი ყვავილი მთელ მის დანახულ ნივთებს მოედნენ - კედელს, ჭერს, საკუთარ სხეულს. მან გააცნობიერა, რომ ეს რეალობა იყო და არა წარმოსახვა. სასოწარკვეთილმა სირბილი დაიწყო, რომ რეალობის ჰალუცინაციას გაქცეოდა და შედეგად კიბეზე არბენისას ფეხი მოიტეხა. 
წაკითხვა
ლევან მოსიაშვილის პერსონალური გამოფენა
12 აპრილს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში საფრანგეთში მოღვაწე წარმოშობით თელაველი მხატვრის, ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელ ლევან მოსიაშვილის ნახატების პერსონალური გამოფენა ”Mon Amour” (”ჩემი სიყვარული”) გაიხსნა.ლევან მოსიაშვილის გამოფენა 18 აპრილამდე გაგრძელდება. ეს მხატვრის მეოთხე პერსონალური გამოფენაა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ამჯერად დამთვალიერებელი იხილავს ბოლო ერთი წლის მანძილზე ავანგარდულ და აბსტრაქტულ ჟანრში შექმნილ 60-მდე ტილოს.
წაკითხვა
#69 ანუ ამბავი ბეგბედერისა და ბურჟუაზიისა
soixante-neuf (სამოცდაცხრა) ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პოზიციაა „არამამაპაპურ“ სასიყვარულო ურთიერთობაში. მიუხედავად დიდი პოპულარობისა, ეს პოზა ნაკლებად კომფორტულია სიამოვნების მისაღებად, გაცვლითი მოფერებები ფანტავს ყურადღებას და შეუძლებელია სიამოვნების მიღებაზე კონცენტრირება. ამის გამო ეს პოზა ძირითადად გამოიყენება, როგორც „შესავალი“მსუბუქად კორექტირებული „ვიკიპედია“შესავალიამა წლის 11 მარტს ევროპული გზისკენ შემდგარ საქართველოს საზღვარს ფეხი გადმოაბიჯა (უფრო სწორად კი გადმოაფრინდა) ძალяნ ცნობილმა და პოპულяრულმა ფრანგმა მწერალმა ფრედერიკ ჟან-მიშელის ძე ბეგბედერმა.ქვეყანაში სადაც მისი ვიზიტის პარალელურად სახელმწიფო ცენზურამ პორნოგრაფიის ბრალდებით აკრძალა არგენტინელი რეჟისორის, გასპარ ნოეს ფილმი სახელწოდებით Love, ქვეყანაში სადაც გავრცელდა პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა, რომელზეც პრეზიდენტმაც კი გააკეთა ოფიციალური მიმართვა და განაცხადა რომ "სექსი არ ტეხავს", ქვეყანაში სადაც აგინებენ (მაგრამ მაინც კითხულობენ) ტაბუდადებულ, „სასირცხვო“ თემებზე მოსაუბრე მწერლებს და ა.შ.ჩვენ კი ამაყად დავხვდით საფრანგეთიდან მოსულ კაცს: ვასვით,ვაჭამეთ,გავუღიმეთ, გავუცინეთ, მოვეფერეთ, ჩავეხუტეთ, ვაქეთ, ვადიდეთ, გადავიღეთ “სელფები“, ავიღეთ ავტოგრაფები, ვაჩვენეთ მისი ფილმი, მწერალთა სახლში ძვირფას სუნამონაპკურები ანუსებიდან ქათქათა თეთრი ბუმბულებიც ბლომად გადმოვაფრქვიეთ და მერე დავიშალეთ.ბეგბედერი ცუდი მწერალია? რათქმაუნდა არა, უბრალოდ შენთვისვე „ტეხავს“ როცა მის შემოქმედებას „ეპატაჟს“ და „კრეა(წ)ივს“ ეძახი, „99 ფრანკის“ მეტი არაფერი არ გაქვს წაკითხული, ან ეგეც არ გაქვს წაკითხული. სამაგიეროდ ნანახი გაქვს ჟან კუნენის ფილმი ამავე სახელწოდებით! - ეს კი უკვე საკმარისია იმისათვის რომ შენი წილი ბუმბულები გადმოაფრქვიო და მასთან #69 პოზით დაკავდე. ამ პოზის ქართული ვერსია საკმაოდ მარტივია: მწერალმა უნდა მოგყიდოს საკუთარი თავი და შენც ანალოგიურად როგორც მკითხველმა, არა მის შემოქ
წაკითხვა
ჩვენი ერის ისტორიული არჩევანი
ჩვენი ერის ისტორიული არჩევანი საქართველო მთელი თავისი კულტურული ფასეულობებით, მდიდარი ისტორიული გამოცდილებით, მისთვის დამახასიათებელი ფილოსოფიური წიაღისვლებითა და სხვა მრავალი ეთიკური ნიშან-თვისებების ერთობლიობით ქმნის იმ უნიკალურ შესაძლებლობას, რომელიც გულისხმობს ინტეგრაციას ევროპასთან, გეოგრაფიულ არეალთან, რომელიც ასოცირდება კულტურის, ცივილიზაციის განვითარების და ზოგადად ჰუმანური ფასეულობების მთავარ წყაროსთან.                საქართველოს სწრაფვა ევროპული ოჯახისკენ, ჩვენი ერის ისტორიული არჩევანია. საუკუნეების წინათ ქართველი მეფეები დასავლეთს ერთგვარ მხსნელადაც კი განიხილავდნენ და ამ გზით ცდილობდნენ, რამდენადმე განეიტრალებინათ ის ესპანსიური საფრთხეები, რომელიც მუსლიმანურ რკალში მოქცეულ საქართველოს ემუქრებოდა.                ადრეული ქართულ-ევროპული ურთიერთობების შესახებ ინფორმაციას, მრავალი საარქივო დოკუმენტური მასალები და ნარატიული წყაროებიც გვაწვდიან, მათ შორის შეიძლება დასახელდეს ქართველთა და ჯვაროსანთა სამხედრო თანამშრომლობა, თუნდაც იმ არგუმენტით, რომ დიდგორის ბრძოლაში ასი ფრანგი ჯვაროსანი ღებულობდა მონაწილეობას. მიუხედავად მათი რიცხობრივი სიმცირისა, ეს გარემოება ხაზს უსვამდა საერთო ინტერესების არსებობას და მეტყველებდა მათ დაახლოებაზე.                შესაბამისად საუკუნეების წინათ თუ საქართველოს ევროპული არჩევანი უსაფრთხოების დაცვის პოლიტიკით იყო ნაკარნახევი, თანამედროვე ეპოქაში, წარსული გამოცდილების გაანალიზების კვალდაკვალ დაახლოების კიდევ უფრო ფართო ასპექტები გამოიკვეთა.                იმისათვის რომ პასუხი გავცეთ აღნისნული თემის მთავარ განსახილველ საკითხს – ~თუ რატომ ვირჩევთ ევროპას~, აუცილებელია განვმარტოთ, თავად ევროპის არსი, მაშასადამე დავასაბუთოთ თუ რა არის ევროპა.
წაკითხვა
წიგნი ჩემი მეგობარია
  ყოველი წიგნის წაკითხვის შემდეგ ხდები უკეთესი.ვიდრე ხარ და უფრო ჭკვიანი,ვიდრე იყავი.მკითხველს წიგნები,მუდამ უდიდესი სულიერი კმაყოფილებით ავსებს,იყო მკითხველი,ეს თავისთავად სასწაულია.საუკუნენი ვერ წაშლიან იმ წუთების კვალს,როდესაც წიგნებში ვიყავი ჩაფლული.საათობით ვიჯექი წიგნებთან,ოცნებით იქით მივისწრაფოდი,მთელი შინაგანი არსებით წიგნებში ვიკარგებოდი,მერე როცა გავიდოდა ხანი,უკან უნდა დავბრუნებულიყავი,ამ საყვარელი მდგომარეობის მიტოვება აღარ მინდოდა.ჩემო ძვირფასებო,მართლაც რომ ყოველდღიურად უფრო ვრწმუნდები,რაოდენ სიცარიელე იქნება ეს სამყარო წიგნების გარეშე.  რომ შეიძლებოდეს,სიამოვნებით მივანებებდი თავს ამ ცხოვრებას და შევუერთდებოდი ჩემი წიგნების პერსონაჟებს.დავეხმარებოდი:მარტინ იდენს,დაძლიოს ის სულიერი მდგომარეობა.დავეხმარებოდი ,,სამ მუშკეტერს'', ,,ჯეინ ეარს'', ,,გრაფ მონტეკრისტოს''.მათთან ერთად გადამხდება ფათერაკებით აღსავსე ცხოვრება,სიკეთისათვის ხმლით ვიბრძოლებ.წავალ შორს საძიებლად.მეც მოვყვები შტურმში,ბევრ ქალს შევიყვარებ.მოვივლი დედამიწას.   დიდებული რამაა თვალი,რომ ხედავ რეალობას,მაგრამ სულ სხვაა ფანტაზია.ამ ყველაფერთან კარგად არის დაკავშირებული:გურამ დოჩანაშვილის ნაწარმოები, ,,კაცი,რომელსაც ლიტერეტურა ძლიერ უყვარდა''.ეს ერთ-ერთი გენიალური ნაწარმოებია,ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული წაკითხვისთანავე მივცემდი ნობელის პრემიას.წარმოუდგენელია ადამიანმა ეს ნაწარმოები წაიკითხოს და არ დაიწყოს მხატვრული ლიტერატურის კითხვა.კაცს,რომელსაც ლიტერატურა უყვარდა,კარგად ქონდა შეცნობილი მხატვრული ლიტერატურა,შეძლო ზოგად საკაცობრიო თემებზე საუბარი.მან იცოდა,რომ კარგი იქნებოდა,უსაქმური ქუჩის ბიჭებისთვის ,,კარცერი ლუქსი''.მეც დიდი სიამოვნებით შევქმნიდი ,,კარცერ ლუქსს'',კარგად მოვემსახურებოდი ადამიანებს,ოღონც ეკითხათ,წიგნები.მე ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ ჩემი ნებით შევედი ბიბლიოთეკაში და დავკავდი დღემდე კითხვით.ჯობია ყველა ასე მოიქცეს,აღარ დაგვჭირდეს ,,კარცერი ლუქსი''.შემდეგ აღარც დესპოტიზმი იქნება.არც ავტობუსში მგზავრობისას დახარჯავ უქმად დროს,არც რიგში დგომისას თუ იფიქრებ წიგნებზე.  წიგნების უპირატესობასთან დაკავშირებით ,,უმბერტო ეკომ'' საჯარო გამოსვლისას თქვა: ,,როცა ადამიანი 10-12 საატის განმავლობაში უზის კომპიუტერს და დაღლილობისგან ლამის თვალები გადმოსცვივდეს.ბუნებრივია,სავარძელში მოხერხებულად მოკალათებისა და საყვარელი ლექსის ან მოთხრობის გადაკითხვის სურვილი გაუჩნდეს''.კომპიუტერს შეუძლია ათასგვარი ინფორმაციის მოწოდება.წიგნის შეცვლა კი მას არ შეუძლია.მე სრულიად ვეთანხმები ,,უმბერტო ეკოს''.ეს ასეა,კომპიუტერი კარგია,კომპიუტერთან ვიმუშაოთ,მაგრამ არ დავივიწყოთ წიგნი.  ადვილი,კარგი წარმოსადგენია თუ როგორ სულიერი განწყობილება ექნება იმ ადამიანს,ვინც წიგნის მეგობარია.  ჭეშმარიტი თავისუფლების მოსაპოვებლად,ნამდვილად თავის შესაცნობლად ადამიანმა უნდა გამ
წაკითხვა
არქეოლოგიური გათხრების დაწყების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყო
თბილისში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. პეტიციის ავტორები მოითხოვენ, რომ აბანოთუბანში განახლდეს არქეოლოგიური გათხრები და ჩატარდეს გამაგრებითი სამუშაოოები ავარიული შენობა-ნაგებობებზე. ადრესატი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა. "თბილისში,აბანოთუბანში წმ. 40 სებასტიელ მოწამის ეკლესიის ეზოში განახლდეს არქეოლოგიური სამუშაოები,თბილისში დაიწყოს აქტიური არქეოლოგიური სამუშაოები და ჩატარდეს გამაგრებითი სამუშაოები გუდიაშვილის მოედანსა და ავარიულ სახლებზე ისე,რომ შენობა-ნაგებობებმა არ დაკარგონ პირვანდელი იერსახე", - მოითხოვენ პეტიციის ავტორები. ხმის მიცემა შესაძლებელია აქ ნაჩვენებ ლინკზე http://manifest.ge/main/item/703
წაკითხვა
სასწრაფოდ
დაასწარი პროფესიონალებს, ატვირთე პირველმა პირველზე!
საქართველოს ებრაელთა ისტორიის მუზეუმში ჯამლეტ ხუხაშვილის საიუბილეო წიგნის "ყურადღება 50/70" პრეზენტაცია გაიმართა.
წაკითხვა
კანადელი ილუზიონისტის გასაოცარი გამოსვლა
წაკითხვა