საზოგადოებრივი
104.5 FM
 

ტელეპროგრამა

ხუთშაბათი 17 აგვისტო მოამბე18:00ტელებლოგი 18:30სერიალი - ძველი ხიდის საიდუმლო (U) 19:00მოამბე20:00სპორტის დაფა20:30სერიალი - ცბიერი მოახლეები (U)21:00სერიალი - მთავრობა (12) 22:00მხ/ ფილმი: გაზეთი (12)23:00 ვრცლად

სამართალი
2017-08-17 17:04:00
როგორ ანადგურებს შსს უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს [ვიდეო]
სამართალი
2017-08-17 16:44:00
ავტოსადგურ "ოკრიბას" ტერიტორიაზე დაკარგული ლევან მამაგეიშვილი სამართალდამცველებმა ურეკში იპოვეს
კრიმინალი
2017-08-17 16:32:00
მთაწმინდაზე მკვლელობის მიზეზად შურისძიება სახელდება
მსოფლიო
2017-08-17 16:29:00
უკრაინის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრზე არ შეუშვებენ, თუ ის გამშვებ პუნქტზე გამოცხადდება
მსოფლიო
2017-08-17 16:20:00
37 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად, კრემლის პოლიტიკას საფრთხის შემცველად გამოკითხულთა 31% აფასებს, აშშ-ში კი საფრთხეს 35% ხედავს
საზოგადოება
2017-08-17 16:18:00
წყნეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება
სამართალი
2017-08-17 16:13:00
Gem Fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო
სამართალი
2017-08-17 16:07:00
სასამართლო ნარკორეალიზების ბრალდებით დაკავებულ პირთათვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
კრიმინალი
2017-08-17 13:40:00
შსს-მ მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
სამართალი
როგორ ანადგურებს შსს უკანონო ბრუნვიდან ამოღებულ ნარკოტიკულ საშუალებებს [ვიდეო]
შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე შექმნილმა მუდმივმოქმედმა კომისიამ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად უკანონო ბრუნვიდან ამოღებული, სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალებები: 12 კილო და 900 გრამი კოკაინი, 1 კილო და 792 გრამი ჰეროინი, 1343 აბი „სუბუტექსი“, კოდეინის შემცველი 2863 აბი, 14 კილო და 425 გრამი კანაფი, 14 კილო და 456 გრამი მარიხუანა, 25,6 გრამი მეტადონი, 797 აბი „მდმა“, 1820 აბი „ტრამადოლი“, ასევე, სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ახალი ტექნოლოგიით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურა.შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ საშუალებებს სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, 3 თვეში ერთხელ ანადგურებენ.ნარკოტიკების განადგურების პროცესს, შსს-ს თანამშრომლებთან ერთად, მთავარი პროკურატურის და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დაესწრნენ.
წაკითხვა
სამართალი
ავტოსადგურ "ოკრიბას" ტერიტორიაზე დაკარგული ლევან მამაგეიშვილი სამართალდამცველებმა ურეკში იპოვეს
ავტოსადგურ "ოკრიბას" ტერიტორიაზე დაკარგული ლევან მამაგეიშვილი სამართალდამცველებმა ურეკში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ლევან მამაგეიშვილი თავს კარგად გრძნობს. ლევან მამაგეიშვილს ოჯახის წევრები ხუთი დღის განმავლობაში ეძებდნენ. ის თბილისში, ავტომობილის საყიდლად ჩავიდა და გაუჩინარდა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 132-ე მუხლით გრძელდება, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. 
წაკითხვა
კრიმინალი
მთაწმინდაზე მკვლელობის მიზეზად შურისძიება სახელდება
თბილისში, მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მიზეზად შურისძიება სახელდება, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებული წარსულში მრავალჯერ არის ნასამართლევი. "შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, შურისძიების მოტივით, ნაცნობს - 1973 წელს დაბადებულ ი.ძ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე და 236-ე მუხლებით)", - აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში. 
წაკითხვა
მსოფლიო
უკრაინის სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრზე არ შეუშვებენ, თუ ის გამშვებ პუნქტზე გამოცხადდება
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურში განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრზე არ შეუშვებენ, თუ ის გამშვებ პუნქტზე გამოცხადდება. ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდას“ სასაზღვრო სამსახურის პრესმდივანმა ოლეგ სლობოდიანმა განუცხადა.„თუ საზღვარს კვეთს ადამიანი, რომელსაც არამოქმედი დოკუმენტი აქვს, შესაბამისად მას ეს დოკუმენტი ჩამოერთმევა, ხოლო აღნიშნულ პირს საზღვრის გადაკვეთაზე უარს ეტყვიან“, - განაცხადა სლობოდიანმა.გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე პოლონეთიდან, კრაკოვეცის გამშვები პუნქტიდან 10 სექტემბერს ეცდება შესვლას.
წაკითხვა
მსოფლიო
37 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად, კრემლის პოლიტიკას საფრთხის შემცველად გამოკითხულთა 31% აფასებს, აშშ-ში კი საფრთხეს 35% ხედავს
ამერიკული კვლევითი ცენტრის Pew Reseаrch Center-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კრემლის პოლიტიკას საფრთხის შემცველად გამოკითხულთა 31% აფასებს. აშშ-ში კი საფრთხეს 35% ხედავს.ვლადიმერ პუტინის საგარეო პოლიტიკას ნდობით მხოლოდ რესპონდენტთა მეოთხედი (26%) უყურებს. კვლევა რუსეთის ფარგლებს გარეთ 37 ქვეყანაში ჩატარდა და მასში 41 ათასმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.როგორც გამოცემა „ფორბსი“ წერს, გამოკითხვაში მონაწილე ქვეყნების უმრავლესობაში ვლადიმერ პუტინის მხარდაჭერა უფრო მაღალია, ვიდრე დონალდ ტრამპის. კერძოდ, 27 ქვეყნიდან 22-ში რესპონდენტთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ ისინი რუსეთის პრეზიდენტის ქმედებებს უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე დონალდ ტრამპის.„ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც წელს ფოკუსირება მოვახდინეთ, არის ტრამპისა და პუტინის შედარება. მიუხედავად იმისა, რომ პუტინის რეიტინგი არც თუ ისეთი მაღალია, ის მაინც უსწრებს ტრამპს იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც გამოკითხვა ჩატარდა“, - განაცხადა Pew Reseаrch Center-ის მკვლევარმა მარგარეტ ვაისმა. მაგალითად, ვლადიმერ პუტინს ტრამპზე მეტად ენდობიან ვიეტნამში, სამხრეთ კორეაში, მექსიკაში, კოლუმბიაში, არგენტინაში, ბრაზილიაში, საბერძნეთში, უნგრეთში, გერმანიაში, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში,შვედეთში, თურქეთში, ლიბანში, ტუნისში. დონალდ ტრამპისადმი ნდობა კი უფრო მაღალია ავსტრალიაში, კანადაში დიდ ბრიტანეთში, ნიდერლანდებში, პოლონეთში, ისრაელში, სამხრეთ აფრიკაში, კენიაში, იორდანიაში.კვლევის შედეგები
წაკითხვა
სამართალი
Gem Fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო
ელექტრონული მუსიკის Gem Fest-ის ფარგლებში შესაძლო ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოკვლევა დაიწყო.ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგამოძიებო სამსახურიდან მიაწოდეს.  მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე  საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა. "საქართველოს ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის N092090817006 საქმეზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების ანაკლიასა და განმუხურის ტერიტორიაზე 2017 წლის 14 ივლისიდან 14 აგვისტომდე პერიოდში შპს "არტ პლატფორმას" მიერ ჩატარებული ელექტრონული ფესტივალის Gem Fest ფარგლებში შესაძლო ფინანსური ხასიათის დარღვევებთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე საქმეზე ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ დოკუმენტების ამოღება, ინფორმაციის გამოთხოვა, მოწმეთა გამოკითხვა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 
წაკითხვა
კრიმინალი
შსს-მ მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დააკავა
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე, ნაცნობს - 1973 წელს დაბადებულ ი.ძ.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ მკვლელობის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.მთაწმინდაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის   ადვოკატი
წაკითხვა
სპორტი
საქართველოს 19-წლამდე ხელბურთელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 20-ე ადგილზე დაასრულა
თბილისში მიმდინარე 19-წლამდე ხელბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს ნაკრებმა, დღეს ბრაზილიასთან 23-32 წააგო და ტურნირი მეოცე ადგილზე დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ბექა ორჯონიკიძის გუნდმა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთი მატჩი მოიგო. მე-17- ე ადგილით დაასრულა ასპარეზობა ნორვეგიის ნაკრებმა. სკანდინავიელებმა, ანგარიშით 30-25 დაამარცხეს სერბები. 23-ე ადგილისთვის ბრძოლაში, ალჟირმა-მექსიკას 27-25 აჯობა. დღეს ოლიმპიურ სასახლეში, მეოთხედფინალური მატჩები შედგება. 18: 30 საათზე, ორი მატჩი გაიმართება. ერთმანეთს  საფრენგეთი-პორტუგალია და შვედეთი-ხორვატია დაუპირისპირდებიან. 20:45 საათზე კი, დარჩენილ ორ მეოთხედფინალში, დანია-რუსეთს, ხოლო იაპონია ესპანეთს შეხვდება
წაკითხვა
მსოფლიო
ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, ევროკავშირის მოქალაქეები ბრიტანეთში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ
ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის შემდეგ, ევროკავშირის მოქალაქეები ბრიტანეთში ჩასვლას უვიზოდ შეძლებენ.ინფორმაციას გამოცემა Guardian ბრიტანეთის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, ევროკავშირის მოქალაქეები ბრიტანეთში დარჩენას განუსაზღვრელი ვადით ვერ  შეძლებენ და ბრიტანეთში მუშაობის სურვილის გამოთქმის შემთხვევაში, ახალ საიმიგრაციო მოთხოვნებს დაემორჩილებიან. გამოცემა წერს, რომ ახალი საიმიგრაციო წესები ბრიტანეთში მიმდინარე წელს გამოქვეყნდება. ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება ბრიტანეთის მოქალაქეებმა 2016 წლის 23 ივნისის რეფერენდუმზე მიიღეს. ევროგაერთიანებიდან გასვლის ოფიციალური პროცესი ბრიტანეთმა მიმდინარე წლის 29 მარტს დაიწყო. ლისაბონის ხელშეკრულების 50-ე თავის წესების თანახმად, გაერთიანებულმა სამეფომ გასვლის პროცესი ორი წელიწადში უნდა დაასრულოს.
წაკითხვა

Slider

უახლესი