საზოგადოებრივი
104.5 FM
 

ტელეპროგრამა

კვირა 23 აპრილი ზღაპარი - თეთრთოვლა და ვარდწითელა10:00სიტყვების თამაში 11:00სერიალი - გამარჯვებული ვიქტორია (U) 11:30მოამბე12:00გურმანია12:15ფერმა12:45ტელებლოგი13:15გააგრძელე საქართველოს ისტორია13:45შაბათს საღამოს ლიზასთან 14:15დოკუმენტური სერიალი - ცნობისმოყვარეობა, სტოუნჰენჯი15:15მოამბე16:00წიგნების თარო 16:30ვაშინგტონი დღეს17:00ფეხბურთი. ეროვნული ლიგა. "დინამო თბილისი" - "საბურთალო"17:25ჰოპლა! ჩვენ ვცოცხლობთ19:30მოამბე კვირას, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანთან ერთად20:00ახალი ქართული კინო - უშენოდ მგონი მოვკვდები (15)21:00ეპოქა - "სხვა"22:35მხ/ ფილმი: ტუტსი (U) 23:15 ვრცლად

გამოკითხვა

თქვენი აზრით, რომელი კლუბი მოიგებს 2016/17 სეზონის ჩემპიონთა ლიგას?
ყველა გამოკითხვა

სამომხმარებლო შეთანხმება

მასალის ატვირთვამდე, გთხოვთ, გაეცნოთ სამომხმარებლო შეთანხმებას:

ვებ-გვერდზე მასალის განთავსება უფასოა. შეგიძლიათ, განათავსოთ ინფორმაცია ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით.

მასალის განსათავსებლად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. 

აკრძალულია მომხმარებლის სახელში უხამსი, უცენზურო ან ისეთი სიტყვების გამოყენება, რომლებიც შეიცავს ადამიანთა დისკრიმინაციის პროპაგანდას რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური, სქესობრივი და სოციალური ნიშნით.

აკრძალულია საკუთარი თავის გვერდის თანამშრომლად, ან სხვა პირად/ორგანიზაციის წარმომადგენლად წარმოჩენა და ისეთი სახელით დარეგისტრირება, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებლები (მაგალითად: ცნობილი ადამიანების ან ორგანიზაციების დასახელებები, მედიატორი, ადმინისტრატორი და ა.შ.).

რეგისტრაციისას აუცილებელია მოქმედი ელ-ფოსტის მითითება.

ვებ გვერდის ადმინისტრაცია უფლებამოსილია, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გააუქმოს ზემოთ ჩამოთვლილი წესების დარღვევით დარეგისტრირებული მომხმარებლის ანგარიში.

რეგისტრირებული მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვებ გვერდის ადმინისტრაცია იღებს ვალდებულებას არ გადასცეს ის მესამე პირებს მომხმარებლის თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე. 

გამოქვეყნებული მასალები გამოხატავენ მხოლოდ მათი ავტორების პირად აზრს და ვებ-გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებელი არ არის იმ ზიანზე, რომელიც შეიძლება ამ მასალებით მიადგეთ მესამე პირებს.

ვებ გვერდის ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას არ იღებს განთავსებული მასალების დაკარგვასა და დაზიანებაზე.

მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს: 

დატოვოს კომენტარი

გაასაჩივროს სხვა მომხმარებლის მიერ წესების დარღვევა

მოითხოვოს თავისი ანგარიშის გაუქმება

ვებ გვერდის ადმინისტრაცია უფლებამოსილია გამოიყენოს მომხმარებლის მიერ ატვირთული მასალა ან მისი რომელიმე ნაწილი, მასალის განმთავსებლისთვის, ან მესამე პირისთვის ფულადი ანაზღაურების გადახდის გარეშე. 

ატვირთული მასალა თუ შეიცავს პლაგიატს ან ცილისმწამებლურ განცხადებას, დაზარალებულ მხარეს უფლება ექნება თქვენ წინააღმდეგ საქმე აღძრას სასამართლოში და ამ შემთხვევაში ვებ გვერდის ადმინისტრაციას არანაირი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.

სათაური უნდა შეესაბამებოდეს სტატიის/ვიდეოს შინაარსს. დაუშვებელია სათაურში ან ტექსტში ქართულის გარდა სხვა ენის გამოყენება, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა (მაგ. უცხოური სახელწოდება, ციტირება, ვებ-გვერდის მისამართი და ა.შ.)

არაკორექტული, აგრესიული ან შეურაცხმყოფელი ლექსიკის შემცველი კომენტარებით შემოსული საჩივრები არ განიხილება.

ვებ გვერდის ადმინისტრაცია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, გაფრთხილების გარეშე შეცვალოს სამომხმარებლო წესები. ცვლილებები განთავსდება ვებ გვერდზე და ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე.


თუკი მასალის შინაარსი შეიცავს: 

მორალური თვალსაზრისით შეურაცხმყოფელ, ქსენოფობიურ, რასისტულ, ჰომოფობიურ მოსაზრებებს.

მოწოდებას რელიგიური შეუწყნარებლობის, ნებისმიერი სახის ძალადობის, ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებისკენ.

მცდარ ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

დამთრგუნველ და შემზარავი ეფექტის მქონე მასალებს, როგორიც არის ადამიანის ან ცხოველის სიკვდილის, წამების, სასტიკად მოპყრობის, დასახიჩრების და სხვა სცენები.

პორნოგრაფიას, სექსუალური ურთიერთობის ამსახველ სცენებს სასქესო ორგანოების ან სქესობრივი აქტის ახლო ხედით ჩვენებით.

მავნე, საშიში ან უკანონო საქმიანობის ტირაჟირებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული საქმიანობის სწავლებასა და პროპაგანდას, როგორიც არის, მაგალითად: კიბერდანაშაული, ასაფეთქებელი და ნარკოტიკული ნივთიერებების დამზადება/ გავრცელება/ შეძენა/ მოხმარება/პროპაგანდა, ადამიანის ნების დამორჩილების მეთოდიკა და ა.შ. 

ადამიანის რეპუტაციის/ღირსების შემლახველ ცილისმწამებლურ ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

უცენზურო ლექსიკას და შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს.

ამჟღავნებს სახელმწიფო და კომერციულ საიდუმლოებას. 

უნებართვოდ ამჟღავნებს პირის საკონტაქტო ინფორმაციას (საცხოვრებელ ადგილს, ტელეფონის ნომერს, პირადობის მოწმობის მონაცემებს და ა.შ.), სოციალურ ქსელებში არა საჯაროდ განთავსებულ პირად ფოტოს, ვიდეო მასალას ან მიმოწერას.

ისეთ განცხადებებს, რომელთა მიზანია გარკვეული საიტების, პროდუქტებისა და მომსახურების რეკლამირება/გაყიდვა. მაშინ თქვენ მიერ ატვირთული მასალა არ გამოქვეყნდება! 

მოხმარების პირობების მიღებით თქვენ თანხმობას გამოთქვამთ, ვებ-გვერდს აუნაზღაუროთ ის ხარჯები, რომლებიც მას დააწვება თქვენ მიერ ამ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში.


უახლესი