English Version

ზლატა ოგნევიჩი


მისი ოჯახი საცხოვრებლად მურმანსკიდან უკრაინაში გადავიდა. ზლატა პროფესიონალ მუსიკოსად კიევში ჩამოყალიბდა. მუსიკალურ სასწავლებელში საესტრადო ვოკალის შესწავლა დაიწყო, პარალელურად კიევის მუსიკის ინსტიტუტში სწავლობდა, ჯაზის განხრით.

ზლატა არის უკრაინის შეიარაღებული ძალების ცეკვისა და სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი.

ზლატამ სოლო კარიერა დაიწყო. მან გადაიღო 5 ვიდეოკლიპი. არის არაერთი კონკურსის გამარჯვებული:
კონკურსი „პირველი მომღერალი რადიოწამყვანი“ - გამარჯვებული,
ევროვიზია 2011 შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალისტი.
პოპულარული ტელეშოუს „სახალხო ვარსკვლავი 3“ გამარჯვებული.
2010 წელს ერთ-ერთი გამოკითხვის შედეგად წლის ადამიანად დასახელდა.

ზლატას წილად ხვდა პატივი შეესრულებინა უკრაინის ჰიმნი და გაეხსნა საფეხბურთო კლუბ „შახტიორის“ 75-წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი. არგენტინის საელჩომ ზლატა „უკრაინის საუკეთესო ხმად“ აღიარა და სპეციალური პრიზით დააჯილდოვა.

ის თანამშრომლობს კომპოზიტორ მიხაილ ნეკრასოვთან და მის ჯგუფთან.


თემო საჯაია


დაიბადა 1988 წლის 30 მაისს ქ.თბილისში. 2003 წელს დაამთავრა ქ.თბილისის მე-7 გიმნაზია, 2001 წელს ზ.ფალიაშვილის სახელობის მე-2 მუსიკალური სკოლა, შემდეგ ზ.ფალიაშვილის სახელობის მე-2 მუსიკალური საესტრადო სასწავლებელი, ვოკალის განხრით.

2006-2010 წ.წ. სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამართალმცოდნეობის განხრით.

2004 წ. მონაწილეობდა ტელეკომპანია „იმედის“ პროექტში „ნუცას სკოლა“.

2005 წ. რუმინეთში, ქ. ბრაშოვში მონაწილეობა მიიღო ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში „Golden Stag“ (ოქროს ირემი) და მე-4 ადგილი დაიკავა.

2009 წ. მონაწილეობდა პროექტში „ვარსკვლავების აკადემია“, რომელიც არ დასრულებულა.

2011 წელს მონაწილეობდა ევროვიზიის შიდაშესარჩევ კონკურსში.