English Version

ნინი ბადურაშვილი


დაიბადა 1985 წლის 27 დეკემბერს ქალაქ თბილისში. დედა - ეკა კახიანი მსახიობი და მომღერალია; მამა - ერეკლე ბადურაშვილი კინორეჟისორი. დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს განხრით. პროფესიით თეატრისა და კინოს მსახიობია.

ნინიმ სიმღერა ადრეული ასაკიდან დაიწყო. 8 წლის ასაკში საბავშვო სტუდია “ბასტი-ბუბუს“ სოლისტი იყო. მან ანსამბლთან ერთად არაერთ ქვეყანაში იმოგზაურა და ბევრ საბავშვო ფესტივალში მიიღო მონაწილეობა.

იგი არის მრავალი ფესტივალის ლაურეატი. გადაღებულია არაერთ ქართულ ფილმსა თუ სერიალში, მიჰყავდა ტელეგადაცემა „faceკონტროლი“. გამოუშვა სოლო ალბომი “ჩუმად მინატრე“. გადაღებული აქვს მრავალი მუსიკალური კლიპი, რომლებიც ქართულ ჩარტებში დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა. არის ბევრი მუსიკალური პრიზის მფლობელი.

2008-2011 წლებში ჯგუფის „სტეფანე და 3 G“ წევრი იყო. ჯგუფი პოპულარობით სარგებლობდა საქართველოში და საზღვარგარეთ. ჯგუფმა კონცერტები ევროპის მრავალ ქვეყანაში წარმატებით ჩაატარა.

2010 წელს „სტეფანე და 3 G“-ს კლიპი MTV-ს ჩარტებში მოხვდა, სადაც დიდი ხნის განმავლობაში წინა პოზიციაზე იყო.

ნინი ბადურაშვილი პოპულარული და რეიტინგული მომღერალი და მსახიობია საქართველოში.